მათე 28:1—20

28  შაბათის შემდეგ, კვირის პირველი დღე რომ თენდებოდა, მაგდალელი მარიამი და მეორე მარიამი სამარხის სანახავად მივიდნენ.+  და აი, დიდი მიწისძვრა მომხდარიყო, რადგან ზეციდან იეჰოვას ანგელოზი ჩამოსულიყო და ლოდი გადაეგორებინა. ანგელოზი ლოდზე იჯდა,+  შესახედაობით ელვას+ ჰგავდა და თოვლივით თეთრი სამოსელი ემოსა.+  მისი შიშით აკანკალებული გუშაგები მკვდრებს დამსგავსებოდნენ.  ანგელოზმა+ ქალებს მიმართა: „ნუ გეშინიათ, ვიცი, იესოს ეძებთ,+ რომელიც ბოძზე გააკრეს.  ის აქ არ არის, აღდგა,+ როგორც ამბობდა. მოდით, აი ის ადგილი, სადაც ესვენა.  სასწრაფოდ წადით და მის მოწაფეებს უთხარით, რომ ის მკვდრეთით აღდგა;+ ის თქვენზე ადრე წავა გალილეაში.+ იქ ნახავთ მას. აი, გითხარით თქვენ“.+  მათ სასწრაფოდ დატოვეს სამარხი და შიშითა და დიდი სიხარულით გაიქცნენ, რომ მისი მოწაფეებისთვის შეეტყობინებინათ.+  და აი, იესო შეხვდა მათ და მიესალმა: „გამარჯობათ!“ ისინი კი მივიდნენ, ფეხებზე მოეხვივნენ და მდაბლად თაყვანი სცეს. 10  მაშინ იესომ უთხრა: „ნუ გეშინიათ, წადით და უთხარით ჩემს ძმებს,+ რომ გალილეაში წავიდნენ და იქ მნახავენ“. 11  ისინი გზაში იყვნენ, როცა ზოგიერთი მცველი+ ქალაქში მივიდა და რაც მოხდა, ყველაფერი უფროს მღვდლებს შეატყობინეს. 12  ისინი კი უხუცესებთან ერთად შეიკრიბნენ და მოითათბირეს. შემდეგ ჯარისკაცებს საკმაოდ ბევრი ვერცხლი დაურიგეს+ 13  და უთხრეს: „ასე თქვით, ღამით, როცა გვეძინა, მისი მოწაფეები+ მოვიდნენ და მოიპარესო. 14  გამგებლის ყურამდე თუ მიაღწევს, ჩვენ დავარწმუნებთ მას და უსიამოვნებებს აგარიდებთ“. 15  მათაც გამოართვეს ვერცხლის მონეტები და ისე მოიქცნენ, როგორც დაარიგეს. ეს ამბავი იუდეველებში დღემდეა გავრცელებული. 16  თერთმეტი მოწაფე გალილეაში წავიდა,+ იმ მთაზე, სადაც იესომ დაუთქვა, 17  და როცა დაინახეს იგი, მდაბლად თაყვანი სცეს, მაგრამ ზოგი ეჭვობდა.+ 18  იესო მივიდა მათთან და უთხრა: „მთელი ძალაუფლება,+ ზეცაში თუ დედამიწაზე, მე მაქვს მოცემული. 19  ამიტომ წადით და მოწაფეებად მოამზადეთ+ ხალხი ყველა ერიდან,+ მონათლეთ+ ისინი მამის,+ ძისა+ და წმინდა სულის*+ სახელით, 20  ასწავლეთ+ მათ ყველაფრის დაცვა,+ რაც მცნებად დაგიდეთ.+ და აი, მე ყოველდღე თქვენთან ვარ+ ქვეყნიერების* აღსასრულამდე“.+

სქოლიოები

ბერძნულად პნევმა. იხილეთ დანართი 2ბ.
ბერძნულად ეონ, რაც ნიშნავს გარკვეულ სისტემას ან წყობას.