მათე 4:1—25

4  მაშინ სულმა იესო უდაბნოში წაიყვანა,+ რათა ეშმაკს ეცდუნებინა.+  ორმოცი დღე და ღამე იმარხულა,+ ბოლოს მოშივდა.  მაშინ მაცდური+ მივიდა და უთხრა: „თუ ღვთის ძე ხარ,+ უთხარი ამ ქვებს, პურებად იქცნენ“.  მან კი მიუგო: «დაწერილია: „კაცმა მხოლოდ პურით კი არ უნდა იცოცხლოს, არამედ იეჰოვას* პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით“».+  მაშინ ეშმაკმა ის წმინდა ქალაქში+ წაიყვანა, ტაძრის გალავანზე დააყენა  და უთხრა: «თუ ღვთის ძე ხარ, გადახტი,+ რადგან დაწერილია: „თავის ანგელოზებს უბრძანებს და ისინი ხელში აყვანილს გატარებენ, რათა ქვას ფეხი არ წამოჰკრა“».+  იესომ მიუგო: «ისიც დაწერილია: „არ გამოსცადო იეჰოვა, შენი ღმერთი“».+  ამჯერად ეშმაკმა ის ძალიან მაღალ მთაზე აიყვანა, აჩვენა მსოფლიოს ყველა სამეფო+ და მათი დიდება  და უთხრა: „ყოველივე ამას შენ მოგცემ,+ თუ დაემხობი და თაყვანს მცემ“.+ 10  იესომ მიუგო: «გამშორდი, სატანა! რადგან დაწერილია: „იეჰოვას, შენს ღმერთს ეცი თაყვანი+ და მხოლოდ მას+ შეუსრულე წმინდა მსახურება“».+ 11  მაშინ მიატოვა ის ეშმაკმა+ და აი, ანგელოზები მივიდნენ და მოემსახურნენ მას.+ 12  შეიტყო იესომ იოანეს შეპყრობის ამბავი+ და გალილეაში წავიდა.+ 13  შემდეგ დატოვა ნაზარეთი, მივიდა და დასახლდა ზღვის პირას, კაპერნაუმში,+ ზებულონისა და ნაფთალის+ საზღვრებში, 14  რათა შესრულებულიყო ესაია წინასწარმეტყველის პირით ნათქვამი: 15  „ზებულონის მიწავ და ნაფთალის მიწავ, ზღვისკენ მიმავალი გზის გასწვრივ, იორდანის გაღმა მდებარე უცხოტომელთა გალილეავ!+ 16  ბნელში მსხდომმა ხალხმა+ დიდი სინათლე იხილა+ და სიკვდილის ჩრდილის ქვეყანაში მსხდომთ სინათლე+ ამოუბრწყინდათ“.+ 17  იმ დროიდან იესომ ქადაგება დაიწყო: „მოინანიეთ,+ რადგან მოახლოვდა ზეციერი სამეფო“.+ 18  როცა გალილეის ზღვის ნაპირს მიუყვებოდა, დაინახა ორი ძმა, სიმონი,+ პეტრედ წოდებული,+ და მისი ძმა ანდრია, რომლებიც მებადურები იყვნენ და ბადეს ისროდნენ ზღვაში. 19  უთხრა მათ: „გამომყევით და ადამიანთა მებადურებად გაქცევთ“.+ 20  მათ მაშინვე მიატოვეს ბადეები+ და გაჰყვნენ. 21  იქიდან მიმავალმა დაინახა სხვა ორი+ ძმა, ზებედეს+ ვაჟი იაკობი და მისი ძმა იოანე, რომლებიც მამასთან ერთად ნავში ბადეების შეკეთებით იყვნენ დაკავებულები. იესომ მოუხმო მათ. 22  მათ მაშინვე მიატოვეს ნავიც და მამაც და გაჰყვნენ. 23  დადიოდა იესო+ მთელ გალილეაში,+ ასწავლიდა ხალხს სინაგოგებში,+ ქადაგებდა სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ და კურნავდა ადამიანებს ნებისმიერი ავადმყოფობისა+ და უძლურებისგან. 24  მისი ამბავი მთელ სირიას მოედო;+ მიჰყავდათ მასთან სხვადასხვა სენითა+ და სატანჯველით გაწამებული ავადმყოფები, დემონებით შეპყრობილები, ბნედიანები,+ დამბლადაცემულები და ის კურნავდა მათ. 25  მიჰყვებოდა მას დიდძალი ხალხი გალილეიდან,+ დეკაპოლისიდან, იერუსალიმიდან,+ იუდეიდან და იორდანის გაღმიდან.

სქოლიოები

იხილეთ დანართი 1დ.