მათე 5:1—48
5 ხალხი რომ დაინახა, მთაზე ავიდა. როცა დაჯდა, მოწაფეები მივიდნენ მასთან.
2 მან გახსნა ბაგე, ასწავლიდა მათ და ეუბნებოდა:
3 «ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი,+ რადგან მათია ზეციერი სამეფო.+
4 ბედნიერნი არიან მგლოვიარენი, რადგან ისინი ნუგეშს პოვებენ.+
5 ბედნიერნი არიან რბილი ხასიათისანი,+ რადგან ისინი დაიმკვიდრებენ დედამიწას.+
6 ბედნიერნი არიან სიმართლეს მოშიებულნი და მოწყურებულნი,+ რადგან ისინი გაძღებიან.+
7 ბედნიერნი არიან გულმოწყალენი,+ რადგან ისინი შეწყალებული იქნებიან.
8 ბედნიერნი არიან სუფთა გულისანი,+ რადგან ისინი ღმერთს იხილავენ.+
9 ბედნიერნი არიან მშვიდობისმყოფელნი,+ რადგან მათ ღვთის შვილები+ დაერქმევათ.
10 ბედნიერნი არიან სიმართლისთვის დევნილნი,+ რადგან მათია ზეციერი სამეფო.
11 ბედნიერნი ხართ, როცა გლანძღავენ,+ გდევნიან+ და ყველანაირ ბოროტებას გაბრალებენ ჩემ გამო.
12 იხარეთ და სიხარულით იხტუნეთ,+ რადგან დიდია თქვენი საზღაური+ ზეცაში; თქვენამდე მცხოვრებ წინასწარმეტყველებსაც+ მსგავსად დევნიდნენ.
13 თქვენ ხართ მიწის მარილი+ და თუ მარილი ძალას დაკარგავს, როგორღა დაუბრუნდება სიმლაშე? ის უკვე აღარაფრად გამოდგება, მხოლოდ გარეთ გადასაყრელად,+ რომ ხალხმა ზედ იაროს.
14 თქვენ ხართ ქვეყნიერების სინათლე.+ მთაზე მდებარე ქალაქი ვერ დაიმალება.
15 ლამპარს რომ ანთებენ, საწყაოს ქვეშ+ კი არ დგამენ, არამედ სალამპრეზე, და ისიც ყველას უნათებს სახლში.
16 თქვენი სინათლეც+ ანათებდეს ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ თქვენს კარგ საქმეებს+ და განადიდებდნენ+ თქვენს ზეციერ მამას.
17 არ იფიქროთ, რომ კანონის ან წინასწარმეტყველთა წიგნების გასაუქმებლად მოვედი,+ გასაუქმებლად კი არა, შესასრულებლად მოვედი.+
18 ჭეშმარიტებას გეუბნებით: უფრო ადვილია, ცა და დედამიწა მოისპოს,+ ვიდრე ერთი პაწაწინა ასო ან ასოს ნაწილაკი გაუქმდეს კანონიდან და ყველაფერი არ შესრულდეს.+
19 ამიტომ მას, ვინც ერთ ამ უმცირეს მცნებათაგანს არღვევს+ და სხვებსაც იმავეს ასწავლის, უმცირესი დაერქმევა ზეციერი სამეფოსთვის;+ მას კი, ვინც მათ ასრულებს და ასწავლის,+ დიდი დაერქმევა+ ზეციერი სამეფოსთვის.
20 გეუბნებით: თუ თქვენი სიმართლე არ აღემატება მწიგნობრებისა და ფარისევლების სიმართლეს,+ ვერ შეხვალთ+ ზეციერ სამეფოში.
21 თქვენ გსმენიათ, რომ ძველი ხალხისთვის უთქვამთ: „არ მოკლა.+ ვინც მკვლელობას ჩაიდენს,+ სასამართლოს წინაშე აგებს პასუხს“,+
22 მე კი გეუბნებით: ვინც მრისხანებს+ თავის ძმაზე, სასამართლოს წინაშე აგებს პასუხს;+ ვინც თავის ძმას დამამცირებელი სიტყვით მიმართავს, უზენაესი სასამართლოს წინაშე აგებს პასუხს, ის კი, ვინც ეტყვის: „შე სულელო!“ ცეცხლოვან გეენას*+ დაექვემდებარება.
23 თუ ძღვენი მიიტანე სამსხვერპლოსთან+ და იქ გაგახსენდა, რომ შენს ძმას რაღაც აქვს შენ წინააღმდეგ,+
24 დატოვე შენი ძღვენი იქვე სამსხვერპლოს წინ, წადი, ჯერ შენს ძმას შეურიგდი+ და, როცა დაბრუნდები, მერე შესწირე შენი ძღვენი.+
25 სასწრაფოდ მოაგვარე საქმე შენს მომჩივანთან,+ გზაშივე, რათა მან არ გადაგცეს მოსამართლეს, მოსამართლემ კი — აღმასრულებელს, და საპყრობილეში არ ჩაგაგდონ.
26 ჭეშმარიტებას გეუბნები: იქიდან ვერ გამოხვალ, სანამ ბოლო მონეტას* არ გადაიხდი.+
27 თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: „არ იმრუშო“,+
28 მე კი გეუბნებით: ვინც ქალს უყურებს+ და ვნება აღეძვრება, უკვე იმრუშა+ მასთან თავის გულში.+
29 ამიტომ, თუ მარჯვენა თვალი გაბრკოლებს, ამოითხარე და გადააგდე,+ რადგან უმჯობესია, სხეულის ერთი ნაწილი დაკარგო, ვიდრე მთელი შენი სხეული ჩავარდეს+ გეენაში;
30 და თუ მარჯვენა ხელი გაბრკოლებს, მოიკვეთე და გადააგდე,+ რადგან უმჯობესია, სხეულის ერთი ნაწილი დაკარგო, ვიდრე მთელი შენი სხეული აღმოჩნდეს გეენაში.
31 ისიც თქმულა: „ვინც ცოლს ეყრება,+ მას გაყრის მოწმობა მისცეს“,+
32 მე კი გეუბნებით: ვინც ცოლს სიძვის მიზეზის გარეშე ეყრება,+ მას მრუშობის საბაბს აძლევს+ და ვინც განქორწინებულ ქალზე ქორწინდება, მრუშობს.+
33 ისიც გსმენიათ, რაც ძველი ხალხისთვის უთქვამთ: „არ დაიფიცო+ ტყუილუბრალოდ, არამედ შეუსრულე იეჰოვას შენი აღთქმები“,+
34 მე კი გეუბნებით: საერთოდ არ დაიფიცოთ,+ არც ზეცა, რადგან ის ღვთის ტახტია,+
35 არც დედამიწა, რადგან ის მისი ფეხსადგამია,+ არც იერუსალიმი, რადგან ის დიდი მეფის ქალაქია,+
36 არც საკუთარი თავი დაიფიცოთ, რადგან არ შეგიძლიათ თმის ერთი ღერის გათეთრება ან გაშავება.
37 თქვენი დიახ იყოს დიახ, არა კი — არა.+ რაც ამაზე მეტია, ბოროტისგან არის.+
38 თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: „თვალის სანაცვლოდ თვალი და კბილის სანაცვლოდ კბილი“,+
39 მე კი გეუბნებით: ნუ შეეწინააღმდეგებით ბოროტ კაცს. თუ ვინმე მარჯვენა ლოყაში გაგაწნავს სილას,+ მეორე ლოყაც მიუშვირე.
40 თუ ვინმე სასამართლოში გიჩივის და შენი ტანსაცმლის მისაკუთრება უნდა, მოსასხამიც მიეცი,+
41 და თუ ვინმე, ძალაუფლების მქონე, ერთ კილომეტრზე გაყოლას გაიძულებს, ორზე გაჰყევი.+
42 მთხოვნელს მიეცი და ვისაც შენგან სარგებლის გარეშე სურს სესხის აღება, ზურგს ნუ შეაქცევ.+
43 თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: „მოყვასი გიყვარდეს+ და მტერი გძულდეს“,+
44 მე კი გეუბნებით: გიყვარდეთ თქვენი მტრები+ და ილოცეთ თქვენი მდევნელებისთვის,+
45 რათა იყოთ თქვენი ზეციერი მამის შვილები,+ რადგან მას მზე ბოროტებისთვისაც ამოჰყავს და კეთილებისთვისაც და წვიმას მართლებსაც უგზავნის და უმართლოებსაც,+
46 რადგან, თუ ისინი გიყვართ, ვისაც თქვენ უყვარხართ, რა საზღაურს ელით?+ განა გადასახადების ამკრეფნიც ასევე არ იქცევიან?
47 თუ მხოლოდ თქვენს ძმებს ესალმებით, განსაკუთრებულს რას აკეთებთ? განა უცხოტომელებიც ასევე არ იქცევიან?
48 მაშ, იყავით სრულყოფილები, როგორც თქვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი».+