მათე 6:1—34

6  «ერიდეთ სიმართლის კეთებას+ ადამიანთა თვალწინ, მათ დასანახავად, თორემ თქვენი ზეციერი მამისგან საზღაურს ვერ მიიღებთ.  მაშ, როცა მოწყალებას გასცემ,+ ნუ გაახმაურებ,+ როგორც თვალთმაქცები აკეთებენ სინაგოგებსა და ქუჩებში, რომ ხალხმა განადიდოს ისინი. ჭეშმარიტებას გეუბნებით: მათ უკვე სრულად მიიღეს თავიანთი საზღაური.  შენ კი, როცა მოწყალებას გასცემ, შენს მარცხენას ნუ გააგებინებ, რას აკეთებს შენი მარჯვენა,  რათა შენი მოწყალება დაფარული იყოს, და მამა, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგიზღავს შენ.+  როცა ლოცულობთ, ნუ მოიქცევით თვალთმაქცებივით, რადგან მათ უყვართ სინაგოგებსა და მთავარი ქუჩების კუთხეებში დგომა+ და ლოცვა სხვების დასანახავად.+ ჭეშმარიტებას გეუბნებით: მათ უკვე სრულად მიიღეს თავიანთი საზღაური.  შენ კი, როცა ლოცულობ, შედი შენს ოთახში,+ ჩაიკეტე კარი და ლოცვით მიმართე დაფარულში მყოფ შენს მამას,+ და მამა, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგიზღავს შენ.  ლოცვის დროს ნუ გაიმეორებთ ერთსა და იმავეს გაუთავებლად+ უცხოტომელებივით, რომლებსაც ჰგონიათ, რომ თავიანთი მრავალსიტყვაობის გამო შესმენილ იქნებიან.  ნუ დაემსგავსებით მათ, რადგან ღმერთმა, თქვენმა მამამ, მანამდე იცის, რა გჭირდებათ,+ სანამ სთხოვთ.  ამიტომ, ასე ილოცეთ:+ „ჩვენო ზეციერო მამა, განიწმინდოს+ შენი სახელი.+ 10  მოვიდეს შენი სამეფო+ და იყოს შენი ნება+ როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე.+ 11  მოგვეცი დღეისთვის სამყოფი პური.+ 12  გვაპატიე ჩვენი ვალები, როგორც ჩვენ ვპატიობთ ჩვენს მოვალეებს,+ 13  და ნუ შეგვიყვან ცდუნებაში,+ არამედ გვიხსენი ბოროტისგან“.+ 14  თუ თქვენ პატიობთ სხვებს მათ შეცოდებებს, თქვენც გაპატიებთ თქვენი ზეციერი მამა,+ 15  ხოლო თუ თქვენ არ პატიობთ სხვებს მათ შეცოდებებს, არც თქვენ გაპატიებთ თქვენსას ზეციერი მამა.+ 16  როცა მარხულობთ,+ ნუღარ მიიღებთ დაღვრემილ სახეს თვალთმაქცებივით, რადგან ისინი სახეებს იღუშავენ, რათა სხვებს დაანახვონ, რომ მარხულობენ.+ ჭეშმარიტებას გეუბნებით: მათ უკვე სრულად მიიღეს თავიანთი საზღაური. 17  შენ კი, როცა მარხულობ, თავზე ზეთი იცხე* და პირი დაიბანე,+ 18  რათა სხვებმა კი არ დაგინახონ, რომ მარხულობ, არამედ დაფარულში მყოფმა შენმა მამამ,+ და მამა, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგიზღავს შენ. 19  ნუღარ მოაგროვებთ განძს+ დედამიწაზე, სადაც ჩრჩილი და ჟანგი ჭამს და ქურდები ტეხენ და იპარავენ. 20  მოაგროვეთ განძი ზეცაში,+ სადაც არც ჩრჩილი და ჟანგი ჭამს+ და არც ქურდები ტეხენ და იპარავენ, 21  რადგან, სადაც შენი განძია, იქ იქნება შენი გულიც. 22  სხეულის ლამპარი თვალია.+ ამიტომ, თუ თვალი სუფთა გაქვს, მთელი სხეული ნათელი გექნება, 23  ხოლო თუ თვალი ბოროტი გაქვს,+ მთელი სხეული ბნელი გექნება. თუკი სინათლე, რომელიც შენშია, სიბნელეა, რამდენად დიდია ეს სიბნელე!+ 24  ვერავინ იქნება ორი ბატონის მონა, რადგან ან ერთს შეიძულებს და მეორეს შეიყვარებს,+ ან ერთს ზედ გადაჰყვება და მეორეს არაფრად ჩააგდებს. ვერ იქნებით ღვთის მონაც და სიმდიდრისაც.+ 25  ამიტომაც გეუბნებით: ნუღარ წუხხართ+ თქვენი სულისთვის*, რა ჭამოთ ან რა სვათ, ნურც სხეულისთვის, რა ჩაიცვათ.+ განა სული საჭმელზე ძვირფასი არ არის და სხეული — ტანსაცმელზე?+ 26  დააკვირდით ცის ფრინველებს:+ ისინი არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლებში აგროვებენ, მაგრამ თქვენი ზეციერი მამა კვებავს მათ. განა თქვენ მათზე ძვირფასნი არა ხართ?+ 27  რომელ თქვენგანს შეუძლია წუხილით სიცოცხლე ერთი წყრთით გაიხანგრძლივოს?+ 28  ან ჩაცმაზე რაღას წუხხართ? ისწავლეთ მინდვრის შროშანებისგან,+ როგორ იზრდებიან: არც შრომობენ, არც ართავენ. 29  გეუბნებით: დიდებული სოლომონიც+ კი არ შემოსილა ისე, როგორც ერთი ამათგანი. 30  თუკი ღმერთი ასე მოსავს მინდვრის ბალახს, რომელიც დღეს არის, ხვალ კი თონეში ჩაიყრება, თქვენ უფრო მეტად არ შეგმოსავთ, მცირე რწმენისანო?+ 31  ასე რომ, ნურასოდეს დაიწყებთ წუხილს+ და ნუ იტყვით: „რა ვჭამოთ?“ ან: „რა ვსვათ?“ ან: „რა ჩავიცვათ?“ 32  რადგან ყოველივე ამას უცხოტომელები ეძებენ მთელი მონდომებით და თქვენმა ზეციერმა მამამ იცის, რომ გჭირდებათ ყოველივე ეს.+ 33  ამიტომ უპირველესად ეძებეთ სამეფო და მამის სიმართლე+ და სხვა დანარჩენი შეგემატებათ.+ 34  მაშ, ნურასოდეს იქნება თქვენი საწუხარი ხვალინდელი დღე+ — ხვალინდელ დღეს თავისი საწუხარი ექნება; ყოველ დღეს საკმარისად აქვს თავისი გასაჭირი».

სქოლიოები

ებრაელები თმის მოსავლელად ზეთს იყენებდნენ.
ბერძნულად ფსიქე. იხილეთ დანართი 2ა.