მათე 7:1—29
7 «ნუღარ გაასამართლებთ,+ რომ არც თქვენ გასამართლდეთ,
2 რადგან რა სასამართლოთიც ასამართლებთ,+ იმავეთი გასამართლდებით და რა საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ.+
3 მაშ, რატომ უყურებ ბალახის ღერს შენი ძმის თვალში, საკუთარ თვალში კი მორსაც ვერ ამჩნევ?+
4 ან როგორ ეუბნები შენს ძმას, მოდი თვალიდან ბალახის ღერს ამოგიღებო, როცა თვითონ შენ მორი გაქვს თვალში?+
5 თვალთმაქცო! ჯერ საკუთარი თვალიდან ამოიღე მორი და მერე უკეთ დაინახავ, როგორ ამოუღო შენს ძმას თვალიდან ბალახის ღერი.
6 ნურასოდეს მისცემთ წმინდას ძაღლებს,+ ნურც თქვენს მარგალიტებს დაუყრით ღორებს, რათა ზედ არ შედგნენ,+ მერე თქვენ არ შემოგიბრუნდნენ და არ დაგგლიჯონ.
7 ითხოვეთ+ და მოგეცემათ, ეძებეთ და იპოვით, აკაკუნეთ+ და გაგეღებათ,
8 რადგან ვინც ითხოვს, იღებს,+ ვინც ეძებს, პოულობს, და ვინც აკაკუნებს, გაეღება.
9 რომელი თქვენგანი მიაწვდის საკუთარ შვილს ქვას,+ თუ ის პურსა სთხოვს?
10 ანდა — გველს, თუ ის თევზსა სთხოვს?
11 ამიტომ, თუ თქვენ, ბოროტები,+ აძლევთ თქვენს შვილებს იმას, რაც კარგია, მით უმეტეს თქვენი ზეციერი მამა მისცემს მათ,+ ვინც სთხოვს!
12 ამიტომ ყველაფერში, როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები,+ თქვენც ისევე მოექეცით მათ, რადგან ეს არის კანონისა და წინასწარმეტყველთა წიგნების არსი.+
13 შედით ვიწრო ჭიშკრით,+ რადგან განიერი და ფართოა გზა, რომელსაც დაღუპვამდე მიჰყავს, და მრავალი დადის ამ გზით;
14 ვიწროა ჭიშკარი და ვიწროა გზა, რომელსაც სიცოცხლემდე მიჰყავს, და ცოტანი პოვებენ მას.+
15 უფრთხილდით ცრუწინასწარმეტყველებს,+ რომლებიც თქვენთან ცხვრის სამოსლით მოდიან,+ შიგნით კი მტაცებელი მგლები არიან.+
16 მათ მათივე ნაყოფით იცნობთ.+ განა კრეფენ ეკლიდან ყურძენს ან ნარიდან ლეღვს?+
17 ასევე კარგი ხე ნაყოფსაც კარგს ისხამს, ხოლო ცუდი ხე ნაყოფსაც უვარგისს ისხამს.+
18 კარგი ხე უვარგის ნაყოფს ვერ მოისხამს, ვერც ცუდი ხე მოისხამს კარგ ნაყოფს.
19 ხეს, რომელიც კარგ ნაყოფს არ ისხამს, ჭრიან და ცეცხლში აგდებენ.+
20 ასე რომ, მათივე ნაყოფით იცნობთ მათ.+
21 ვინც მეუბნება: „უფალო, უფალო“, ყველა ვერ შევა ზეციერ სამეფოში, არამედ ის, ვინც ასრულებს+ ჩემი ზეციერი მამის ნებას.+
22 ბევრი მეტყვის იმ დღეს: „უფალო, უფალო,+ განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვდევნიდით დემონებს და შენი სახელით არ ვახდენდით მრავალ სასწაულს?“+
23 მაშინ მე განვუცხადებ მათ: არასოდეს გიცნობდით თქვენ!+ გამშორდით, უკანონობის მოქმედნო!+
24 ამიტომ, ვინც ისმენს ჩემს ამ სიტყვებს და ასრულებს მათ, ჰგავს გონიერ კაცს, რომელმაც კლდოვან ადგილზე აიშენა სახლი.+
25 დაუშვა წვიმამ, მოვარდნენ ნიაღვრები, დაუბერა ქარმა და ეკვეთნენ ამ სახლს, მაგრამ ის არ დაინგრა, რადგან კლდეზე იყო დაფუძნებული.
26 ხოლო ვინც ისმენს ჩემს ამ სიტყვებს და არ ასრულებს+ მათ, ჰგავს უგუნურ კაცს,+ რომელმაც ქვიშაზე აიშენა სახლი.
27 დაუშვა წვიმამ, მოვარდნენ ნიაღვრები, დაუბერა ქარმა და ეკვეთნენ ამ სახლს.+ ისიც დაინგრა და დიდი იყო მისი დანგრევა».+
28 როცა დაასრულა იესომ ეს სიტყვები, ხალხი განცვიფრებული+ იყო იმით, თუ როგორ ასწავლიდა,
29 რადგან ასწავლიდა როგორც ძალაუფლების მქონე+ და არა როგორც მათი მწიგნობრები.