მათე 8:1—34

8  როდესაც ის მთიდან ჩამოვიდა, დიდძალი ხალხი გაჰყვა.  და აი, მივიდა მასთან კეთროვანი,+ მდაბლად თაყვანი სცა და შეევედრა: „უფალო, თუკი გსურს, შეგიძლია ჩემი განწმენდა“.  იესომ ხელი გაიწოდა, შეეხო მას და უთხრა: „მსურს, განიწმინდე!“+ და ისიც მაშინვე განიწმინდა კეთრისგან.+  მაშინ იესომ უთხრა: „იცოდე, არავის მოუყვე.+ წადი, მღვდელს ეჩვენე+ და შესწირე ის ძღვენი,+ რაც მოსემ დააწესა, მათთვის დასამოწმებლად“.  როცა იესო კაპერნაუმში შევიდა,+ ასისთავი მივიდა მასთან და შეეხვეწა:  „ბატონო, ჩემი მსახური დამბლადაცემული წევს სახლში და საშინლად იტანჯება“.  იესომ უთხრა: „როცა მოვალ, განვკურნავ“.  ასისთავმა მიუგო: «ბატონო, არა ვარ იმის ღირსი, რომ ჩემს ჭერქვეშ შემოხვიდე, მხოლოდ სიტყვა თქვი და განიკურნება ჩემი მსახური,  რადგან მეც სხვისი ძალაუფლების ქვეშა ვარ და ხელქვეითადაც მყავს ჯარისკაცები; ერთს ვეუბნები: „წადი!“+ და ისიც მიდის, მეორეს — „მოდი!“ და მოდის, ჩემს მონას — „ეს გააკეთე!“ და აკეთებს». 10  იესო გააოცა ამის მოსმენამ და მათ, ვინც მას მიჰყვებოდა, უთხრა: „ჭეშმარიტებას გეუბნებით: ისრაელში არავის შევხვედრივარ, ასეთი დიდი რწმენა რომ ჰქონოდა.+ 11  მაგრამ გეუბნებით: ბევრნი მოვლენ აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან+ და აბრაამთან, ისაკთან და იაკობთან ერთად იქნებიან ზეციერ+ სამეფოში,+ 12  სამეფოს ძეები+ კი გარეთ, სიბნელეში გადაიყრებიან. იქ იქნება მათი ტირილი და კბილთა ღრჭენა“.+ 13  შემდეგ იესომ ასისთავს უთხრა: „წადი და შენი რწმენისამებრ მოგეგოს“.+ მაშინვე განიკურნა მისი მსახური. 14  ამის შემდეგ იესო პეტრეს სახლში მივიდა და დაინახა, რომ მის სიდედრს+ ციებ-ცხელება ჰქონდა და იწვა.+ 15  იესო ხელზე შეეხო+ და ქალს ციებ-ცხელებამ გაუარა; ადგა და მოემსახურა იესოს.+ 16  როცა მოსაღამოვდა, დემონებით შეპყრობილი მრავალი ადამიანი მიუყვანეს. მან სიტყვით განდევნა სულები* და ყველა ავადმყოფი განკურნა, 17  რათა შესრულებულიყო ესაია წინასწარმეტყველის პირით ნათქვამი: „მან თვითონ აიღო ჩვენი უძლურებანი და ატარებდა ჩვენს სნეულებებს“.+ 18  როდესაც იესომ თავის გარშემო ხალხი დაინახა, ბრძანა, გაღმა გასულიყვნენ.+ 19  მასთან ერთი მწიგნობარი მივიდა და უთხრა: „მოძღვარო, სადაც წახვალ, ყველგან გამოგყვები“.+ 20  იესომ მიუგო: „მელიებს სოროები აქვთ და ცის ფრინველებს — ბუდეები, კაცის ძეს კი თავის დასადები ადგილი არ გააჩნია“.+ 21  სხვა მოწაფემ უთხრა: „უფალო, ნება მომეცი, ჯერ წავიდე და მამაჩემი დავმარხო“. 22  იესომ მიუგო: „შენ მე გამომყევი, მკვდრებმა კი თვითონ დამარხონ თავიანთი მკვდრები“.+ 23  როცა ის ნავში ჩაჯდა,+ მისი მოწაფეებიც მიჰყვნენ. 24  და აი, ზღვა ძალიან აღელდა, ნავს ტალღები ფარავდა, მას კი ეძინა.+ 25  ისინი მივიდნენ, გააღვიძეს+ და უთხრეს: „უფალო, გვიხსენი, ვიღუპებით!“ 26  მან უთხრა მათ: „რამ შეგაშინათ, მცირე რწმენისანო?“+ წამოდგა, შერისხა ქარი და ზღვა, და დიდი სიწყნარე ჩამოვარდა.+ 27  გაოცებული მოწაფეები ამბობდნენ: „ვინ არის ასეთი,+ რომ ქარიცა და ზღვაც მას ემორჩილება?“ 28  როცა ის გაღმა, გადარელთა მხარეში+ გავიდა, დემონებით შეპყრობილი ორი კაცი+ შეხვდა, რომლებიც სამარხებიდან გამოდიოდნენ. ისინი გაშმაგებულები იყვნენ, რის გამოც ვერავინ ბედავდა იმ გზაზე გავლას. 29  მათ ყვირილი მორთეს: „რა გვაქვს შენთან საერთო, ღვთის ძეო?+ აქ იმიტომ მოხვედი, რომ დანიშნულ დროზე+ ადრე დაგვტანჯო?“+ 30  მათგან მოშორებით, მინდორში ღორების დიდი კოლტი იყო. 31  დემონებმა იესოს ხვეწნა დაუწყეს: „თუ გაგვდევნი, ღორების კოლტში შეგვიშვი“.+ 32  მან უთხრა მათ: „წადით!“ ისინიც გამოვიდნენ მათგან და ღორებში შევიდნენ. ღორების მთელი კოლტი კბოდედან ზღვაში გადაეშვა და დაიხოცა.+ 33  მწყემსები კი გაიქცნენ, მივიდნენ ქალაქში და ყველაფერს მოჰყვნენ, დემონებით შეპყრობილების ამბავსაც. 34  მაშინ მთელი ქალაქი გამოვიდა იესოს შესახვედრად და როცა დაინახეს, შეეხვეწნენ, რომ იქაურობას გასცლოდა.+

სქოლიოები

ბერძნულად პნევმა. იხილეთ დანართი 2ბ.