მათე 9:1—38

9  ჩაჯდა იგი ნავში, გავიდა გაღმა და მივიდა თავის ქალაქში.+  და აი, მას საწოლზე მწოლიარე დამბლადაცემული მიუყვანეს.+ მათი რწმენის დანახვაზე იესომ დამბლადაცემულს უთხრა: „გამაგრდი, შვილო, გეპატია ცოდვები“.+  ამაზე ზოგმა მწიგნობარმა თავისთვის ჩაილაპარაკა: „ეს კაცი ღმერთსა გმობს“.+  იესომ იცოდა მათი აზრები+ და უთხრა: „რატომ ფიქრობთ გულში ბოროტს?+  რისი თქმა უფრო ადვილია: გეპატია ცოდვები, თუ — ადექი და იარე?+  რათა იცოდეთ, რომ კაცის ძეს ცოდვების პატიების ძალაუფლება აქვს დედამიწაზე. . .“,+ დამბლადაცემულს უთხრა: „ადექი, აიღე შენი საწოლი და წადი სახლში“.+  ისიც წამოდგა და წავიდა სახლში.  ამის დანახვაზე ხალხი შიშმა შეიპყრო და ადიდებდნენ ღმერთს,+ რომელმაც ადამიანებს ასეთი ძალაუფლება მისცა.+  იქიდან რომ მიდიოდა, იესომ დაინახა ერთი კაცი, სახელად მათე, რომელიც საგადასახადოში იჯდა და უთხრა: „გამომყევი“.+ ისიც ადგა და გაჰყვა.+ 10  მოგვიანებით, როცა ის სახლში სუფრასთან იყო,+ ბევრი ცოდვილი და გადასახადების ამკრეფი მივიდა და იესოსა და მის მოწაფეებს შეუერთდა. 11  ამის დანახვაზე ფარისევლებმა მის მოწაფეებს ჰკითხეს: „რატომ ჭამს თქვენი მოძღვარი გადასახადების ამკრეფებთან და ცოდვილებთან?“+ 12  იესომ გაიგონა ეს და უთხრა მათ: «ექიმი ჯანმრთელებს კი არა, ავადმყოფებს+ სჭირდებათ. 13  ამიტომ წადით და ისწავლეთ, რას ნიშნავს: „გულმოწყალება მინდა და არა მსხვერპლი“.+ მე მოვედი არა მართალთა, არამედ ცოდვილთა მოსახმობად». 14  მაშინ იოანეს მოწაფეები მივიდნენ მასთან და ჰკითხეს: „ჩვენ და ფარისევლები რომ ვმარხულობთ, შენი მოწაფეები რატომ არ მარხულობენ?“+ 15  იესომ მიუგო: „რა აქვთ საგლოვი ნეფის მეგობრებს, სანამ ნეფე+ მათთან არის?! მოვა დრო, როცა ნეფეს წაართმევენ+ და მაშინ იმარხულებენ.+ 16  ძველ მოსასხამს არავინ ადებს ისეთი ქსოვილის საკერებელს, რომელიც ჯერ არ შემდგარა, რადგან, როცა შედგება, ძველსაც მოხევს და ნახვრეტიც უფრო გადიდდება.+ 17  არც ახალ ღვინოს ასხამენ ძველ ტიკებში, თორემ, თუ ჩაასხეს, ტიკები დასკდება და გაფუჭდება, ღვინო კი დაიღვრება.+ ახალ ღვინოს ახალ ტიკებში ასხამენ და ორივე ინახება“.+ 18  როცა მათ ამას ეუბნებოდა, ერთი მმართველი+ მივიდა მასთან, მდაბლად თაყვანი სცა+ და უთხრა: „ჩემი ასული უკვე მკვდარი იქნება,+ მაგრამ წამოდი, ხელი დაადე და გაცოცხლდება“.+ 19  იესო წამოდგა და გაჰყვა მას, ასევე მოწაფეებიც. 20  და აი, ერთი ქალი, რომელიც თორმეტი წელი სისხლდენით იტანჯებოდა,+ უკნიდან მიუახლოვდა მას და ტანსაცმლის ფოჩზე შეეხო,+ 21  რადგან თავისთვის ამბობდა, ტანსაცმელზეც რომ შევეხო, გამოვჯანმრთელდებიო.+ 22  იესო მიბრუნდა, დაინახა ის და უთხრა: „გამაგრდი, შვილო, შენმა რწმენამ გამოგაჯანმრთელა“.+ ქალი მაშინვე გამოჯანმრთელდა.+ 23  მმართველის სახლში მისვლისას+ იესომ მესალამურეები და აჩოჩქოლებული ხალხი დაინახა+ 24  და უთხრა: „გადით გარეთ, გოგონა არ მომკვდარა, მხოლოდ სძინავს“.+ მათ ეს სიცილად არ ეყოთ.+ 25  როგორც კი ხალხი გავიდა, ის შევიდა, გოგონას ხელზე ხელი მოჰკიდა+ და ისიც წამოდგა.+ 26  ეს ამბავი მთელ იმ მხარეს მოედო. 27  იქიდან რომ მიდიოდა, ორი უსინათლო+ აედევნა ყვირილით: „შეგვიწყალე,+ დავითის ძეო!“ 28  როცა იესო სახლში შევიდა, უსინათლოები მასთან მივიდნენ. იესომ ჰკითხა მათ: „გწამთ,+ რომ შემიძლია ამის გაკეთება?“ „დიახ, უფალო“, — უპასუხეს მათ. 29  მაშინ თვალებზე შეეხო+ მათ და უთხრა: „თქვენი რწმენისამებრ მოგეგოთ“. 30  და აეხილათ თვალები. იესომ მკაცრად გააფრთხილა ისინი: „იცოდეთ, არავინ გაიგოს!“+ 31  მაგრამ ისინი გავიდნენ და მთელ იმ მხარეს მოსდეს მისი ამბავი.+ 32  ისინი რომ გადიოდნენ, მასთან მიიყვანეს დემონით შეპყრობილი მუნჯი კაცი.+ 33  დემონის განდევნის შემდეგ მუნჯი ალაპარაკდა.+ გაოცებული ხალხი+ ამბობდა: „ასეთი რამ ისრაელში არავის უნახავს“. 34  ფარისევლები კი ამბობდნენ, დემონების მმართველის ძალით დევნისო დემონებს.+ 35  დადიოდა იესო ყველა ქალაქსა და სოფელში, ასწავლიდა სინაგოგებში, ქადაგებდა სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ და კურნავდა ნებისმიერ ავადმყოფობასა და უძლურებას.+ 36  ხალხს რომ ხედავდა, გული ეწვოდა+ მათ გამო, რადგან უმწყემსო ცხვარივით იყვნენ გასავათებული და დაფანტული.+ 37  მაშინ თავის მოწაფეებს უთხრა: „სამკალი ბევრია, მუშები კი ცოტანი არიან.+ 38  ამიტომ ევედრეთ სამკლის ბატონს, მუშები გამოგზავნოს თავის სამკალში“.+

სქოლიოები