მალაქია 1:1—14

1  განაჩენი. იეჰოვას სიტყვა+ ისრაელზე, მალაქიას პირით ნათქვამი:  „მე მიყვარხართ,+ — ამბობს იეჰოვა. თქვენ კი ამბობთ: როგორ გიყვარვართო?!+ განა ესავი იაკობის ძმა არ იყო?!+ — ამბობს იეჰოვა, — მაგრამ მე იაკობი შევიყვარე,+  ესავი+ კი შევიძულე, გავაპარტახე+ მისი მთები და უდაბნოს ტურების სამკვიდროდ ვაქციე მისი მემკვიდრეობა.+  ედომი რომ ამბობს, დაქცეულები ვართ, მაგრამ მაინც დავბრუნდებით და ავაშენებთო ჩვენს განადგურებულ ადგილებს, — ამბობს ლაშქართა* ღმერთი იეჰოვა, — კი ააშენებენ, მაგრამ მე დავანგრევ.+ ხალხი უწოდებს მათ ბოროტების მხარეს და სამარადისოდ იეჰოვას შერისხულ+ ხალხს.  საკუთარი თვალით იხილავთ ამას და იტყვით: განდიდდესო იეჰოვა ისრაელის მიწაზე!+  შვილი პატივს სცემს მამას+ და მსახური თავის ბატონს.+ თუ მამა ვარ,+ სად არის ჩემდამი პატივისცემა?!+ თუ ბატონი ვარ, სად არის ჩემდამი შიში?!+ — თქვენ მოგმართავთ, მღვდლებო, ჩემი სახელის მოძულენო,+ ლაშქართა ღმერთი იეჰოვა. თქვენ ამბობთ: რითი შევიძულეთო შენი სახელი?  იმით, რომ წაბილწული პური მოგაქვთ ჩემს სამსხვერპლოზე.+ თქვენ ამბობთ: რითი წაგბილწეთო? იმით, რომ ამბობთ: საძულველიაო+ იეჰოვას სუფრა.+  იმით, რომ ბრმა ცხოველს მწირავთ და ამბობთ: ცუდი არაფერიაო ამაში. კოჭლი და სნეული მოგყავთ და ამბობთ: ცუდი არაფერიაო ამაში.+ მიართვი ის შენს გამგებელს, განა მოგიწონებს ის ან გულთბილად მიგიღებს?!“ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა.  „ახლა გული მოულბეთ ღმერთს,+ რომ შეგვიწყალოს,+ რადგან თქვენი ხელით ხდებოდა ეს. განა გულთბილად მიგიღებთ რომელიმეს?!“ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა. 10  „უსასყიდლოდ რომელი თქვენგანი დაკეტავს კარებს+ და დაანთებს ცეცხლს ჩემს სამსხვერპლოზე?!+ არ იმსახურებთ ჩემ მოწონებას, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, — და არ მსიამოვნებს თქვენი საძღვნო შესაწირავი.+ 11  მზის ამოსავლიდან მზის ჩასავლამდე დიდებული იქნება ჩემი სახელი ხალხებში.+ ყველგან ამიბოლებენ შესაწირავს+ და წმინდა ძღვენს მიუძღვნიან ჩემს სახელს,+ რადგან დიდებული იქნება ჩემი სახელი ხალხებში“,+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა. 12  „თქვენ კი შეურაცხმყოფთ+ იმით, რომ ამბობთ: წაბილწულიაო იეჰოვას სუფრა და საძულველიაო მასზე დაწყობილი შესაწირავი.+ 13  ამბობთ: როგორი დამქანცველიაო.+ და გძულთ ის, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, — ძღვნად მოგყავთ მოტაცებული, კოჭლი და სნეული.+ განა მეამება ამის მიღება თქვენი ხელიდან?!“+ — ამბობს იეჰოვა. 14  „დაწყევლილია ის, ვინც ცბიერად იქცევა, რომელსაც ფარაში საღი მამალი ცხოველი ჰყავს, აღთქმას დებს და დასახიჩრებულს სწირავს იეჰოვას.+ დიდებული მეფე ვარ,+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, — და შიშს მოჰგვრის ჩემი სახელი ხალხებს“.+

სქოლიოები

იგივე ცაბაოთი.