მალაქია 3:1—18

3  „აი, ვგზავნი ჩემს მაცნეს+ და ის გამიმზადებს გზას.+ უეცრად მოვა თავის ტაძარში+ ჭეშმარიტი უფალი,+ რომელსაც ეძებთ, და შეთანხმების+ მაცნე,+ რომლის მოსვლაც გწადიათ.+ აი, უეჭველად მოვა ის“, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა.+  „ვინ გადაიტანს მისი მოსვლის დღეს+ და ვინ გაუძლებს მის გამოჩენას?+ რადგან გამომდნობლის ცეცხლივით+ და მრეცხავთა+ ნაცარტუტივით+ იქნება ის.  დაჯდება ვერცხლის გამომდნობელივითა+ და გამწმენდელივით და განწმენდს ლევის ძეებს;+ ოქრო-ვერცხლივით გაწმენდს მათ+ და იქცევიან ხალხად, რომელიც სიმართლით მიუტანს იეჰოვას საძღვნო შესაწირავს.+  სასიამოვნო იქნება იუდასა და იერუსალიმის საძღვნო შესაწირავი იეჰოვასთვის,+ როგორც ძველად, როგორც უხსოვარ დროში.+  მოვალ თქვენთან, რომ გაგასამართლოთ,+ და ვიჩქარებ,+ რომ დავამოწმო გრძნეულთა,+ მრუშთა,+ ცრუდ მოფიცართა+ და მათ წინააღმდეგ, ვინც თაღლითობს მოჯამაგირესთან,+ ქვრივთან+ და უმამო ბავშვთან,+ და ვინც არღვევს ხიზნის უფლებებს+ და ჩემი არ ეშინია“,+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა.  „მე ვარ იეჰოვა, მე არ შევცვლილვარ,+ თქვენ იაკობის ძეები ხართ და არ დაღუპულხართ.+  თქვენი მამა-პაპის დროიდან მოყოლებული გადადიოდით ჩემს წესებს და არ იცავდით მათ.+ დამიბრუნდით და მეც დაგიბრუნდებით,+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა. თქვენ ამბობთ: როგორ დავბრუნდეთო?“  „განა მოჰპარავს ადამიანი ღმერთს რამეს?! მაგრამ თქვენ მპარავთ. ამბობთ: რას გპარავთო? მეათედებსა და შესაწირავებს.  მთელი ერი მწყევლით+ და მპარავთ. 10  მოიტანეთ მთელი მეათედი+ საცავში, რომ იყოს საკვები ჩემს სახლში+ და გამომცადეთ ამაში,+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, — თუ არ გაგიხსნათ ცის კარიბჭეები+ და არ გადმოვცალო თქვენზე უხვი კურთხევა.+ 11  თქვენი გულისთვის შევრისხავ სიავის მქნელს+ და არ დააზიანებს ის თქვენი მიწის ნაყოფს, არც თქვენი ვაზი იქნება უნაყოფო“,+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა. 12  „ყველა ხალხი ბედნიერს გიწოდებთ,+ რადგან ნეტარების ქვეყნად იქცევით“,+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა. 13  „ძლიერ სიტყვებს ამბობთ ჩემ წინააღმდეგ,+ — ამბობს იეჰოვა. ამბობთ: რას ვეუბნებითო ერთმანეთს შენ წინააღმდეგ?“+ 14  «თქვენ ამბობთ: „არ ღირს ღვთისთვის მსახურება.+ რა გვარგო იმან, რომ ვასრულებდით ჩვენს ვალდებულებას მის წინაშე და დამწუხრებულები დავდიოდით ლაშქართა ღვთის, იეჰოვას გამო?!+ 15  ახლა ბედნიერს ვუწოდებთ კადნიერებს.+ აშენდნენ ბოროტმოქმედები,+ ღმერთს სცდიან, მაგრამ უვნებლები რჩებიან“».+ 16  იმ დროს ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ იეჰოვას მოშიშნი,+ თითოეული თავის მოძმეს, და ყურს უგდებდა იეჰოვა და უსმენდა.+ სამახსოვრო წიგნი იწერება მის წინაშე+ იეჰოვას მოშიშთათვის და მათთვის, ვინც მის სახელზე ფიქრობს.+ 17  „ჩემი იქნებიან ისინი,+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, — იმ დღეს, როცა გამორჩეულ საკუთრებად ვაქცევ მათ.+ შევიბრალებ მათ, როგორც კაცი შეიბრალებს თავის ვაჟს, თავის მსახურს.+ 18  კვლავ დაინახავთ განსხვავებას მართალსა და ბოროტს შორის,+ ღვთის მსახურსა და იმას შორის, ვინც არ ემსახურება მას“.+

სქოლიოები