მალაქია 4:1—6

4  „აი, მოდის ღუმელივით გავარვარებული+ დღე და ყველა კადნიერი და ბოროტმოქმედი ნამჯასავით+ იქნება. შთანთქავს მათ ეს მომავალი დღე, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, — და არ შეარჩენს მათ არც ფესვს და არც ტოტს.+  თქვენ კი, ჩემი სახელის მოშიშნო, ამოგიბრწყინდებათ სიმართლის მზე,+ რომლის ფრთებიდანაც+ იქნება განკურნება. თქვენც გამოხვალთ და ნასუქი ხბოებივით აკუნტრუშდებით.+  გათელავთ ბოროტებს, რადგან მტვრად იქცევიან ისინი თქვენს ფეხქვეშ იმ დღეს, როცა ვიმოქმედებ“,+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა.  „გაიხსენეთ ჩემი მსახური მოსეს კანონი, რომელიც გამოვუცხადე მას ხორებში მთელი ისრაელისთვის, წესები და სამართალი.+  აი, გიგზავნით ელია წინასწარმეტყველს+ იეჰოვას დიდი და შიშის მომგვრელი დღის დადგომამდე.+  ის გულს მოუბრუნებს მამებს ძეებისკენ და ძეებს მამებისკენ, რომ არ მოვიდე და არ დავკრა დედამიწას გასანადგურებლად“.+

სქოლიოები