მარკოზი 12:1—44
12 შემდეგ იესო მათ მაგალითებით ელაპარაკებოდა: «ერთმა კაცმა ვენახი+ გააშენა, ღობე შემოავლო, შიგნით საწნახელი ამოკვეთა, კოშკი ააგო+ და მევენახეებს მიაქირავა,+ თვითონ კი სხვა ქვეყანაში წავიდა.+
2 დანიშნულ დროს მევენახეებს მონა გაუგზავნა, რომ ვენახის ნაყოფის ნაწილი წამოეღო.+
3 მაგრამ მევენახეებმა დაიჭირეს იგი, სცემეს და ხელცარიელი გაუშვეს.+
4 სხვა მონაც გაუგზავნა, რომელსაც თავი გაუტეხეს და შეურაცხყოფა მიაყენეს.+
5 კიდევ გაგზავნა მონა. ის კი მოკლეს. სხვაც ბევრი გაუგზავნა, მაგრამ ზოგი სცემეს, ზოგიც მოკლეს.
6 ერთიც ჰყავდა, საყვარელი ძე.+ ბოლოს ის გაუგზავნა, ამბობდა, ჩემს ძეს პატივისცემით მოეპყრობიანო.+
7 მაგრამ მევენახეებმა ერთმანეთს გადაულაპარაკეს, ეს მემკვიდრეა,+ მოდი მოვკლათ და მემკვიდრეობა ჩვენ დაგვრჩებაო.+
8 დაიჭირეს, მოკლეს+ და ვენახიდან გაათრიეს.+
9 რას იზამს ვენახის პატრონი? მივა, დახოცავს იმ მევენახეებს და თავის ვენახს+ სხვებს მისცემს.+
10 ნუთუ არასოდეს წაგიკითხავთ დაწერილი: „მშენებლების მიერ დაწუნებული ქვა+ მთავარ ქვაკუთხედად იქცა.+
11 ეს იეჰოვამ მოახდინა და ჩვენს თვალში საოცრებაა“».+
12 ამის შემდეგ ეძებდნენ შემთხვევას, რომ შეეპყროთ იგი, რადგან მიხვდნენ, რომ მათ გულისხმობდა ამ მაგალითში, მაგრამ ხალხისა ეშინოდათ. ამიტომ თავი დაანებეს და წავიდნენ.+
13 შემდეგ მიუგზავნეს რამდენიმე ფარისეველი და ჰეროდეს+ მომხრე, რომ სიტყვაში გამოეჭირათ.+
14 მათ უთხრეს: „მოძღვარო, ვიცით, რომ ყოველთვის ჭეშმარიტებას ლაპარაკობ და სხვისი აზრი არ გაშინებს, რადგან არ უყურებ ადამიანის გარეგნობას და ჭეშმარიტებით ასწავლი ღვთის გზას.+ ნებადართულია სულადობრივი გადასახადის გადახდა კეისრისთვის?
15 გადავიხადოთ თუ არა?“+ ის მიუხვდა თვალთმაქცობას და უთხრა მათ: „რატომ მცდით? მომიტანეთ დინარი“.+
16 მათაც მიუტანეს. მან ჰკითხა: „ვისია ეს გამოსახულება და წარწერა?“ „კეისრისა“,+ — უპასუხეს მათ.
17 მაშინ იესომ თქვა: „კეისრისა კეისარს მიეცით,+ ღვთისა კი — ღმერთს“.+ მათ გაუკვირდათ მისი ნათქვამი.+
18 მასთან სადუკეველებიც მივიდნენ, რომლებიც ამბობენ, მკვდრეთით აღდგომა არ არისო, და ჰკითხეს:+
19 „მოძღვარო, მოსემ დაგვიწერა, რომ, თუ ვინმეს ძმა მოუკვდება, რომელსაც ცოლი ჰყავდა, მაგრამ შვილი არ ჰყოლია, მისმა ძმამ+ უნდა შეირთოს მისი ცოლი და ძმას შთამომავლობა აღუდგინოს.+
20 იყო შვიდი ძმა. პირველმა მოიყვანა ცოლი, მაგრამ ისე მოკვდა, რომ შთამომავალი არ ჰყოლია.+
21 ის ქალი მეორემ შეირთო, მაგრამ ისიც ისე მოკვდა, რომ შთამომავალი არ ჰყოლია. მესამესაც ასე დაემართა.
22 შვიდიდან არც ერთს არ ჰყოლია შთამომავალი. ბოლოს ქალიც მოკვდა.+
23 აღდგომისას რომლის ცოლი იქნება იგი? ის ხომ შვიდივეს ჰყავდა“.+
24 იესომ მიუგო: «ცდებით, რადგან არც წმინდა წერილები იცით და არც ღვთის ძალა.+
25 მკვდრეთით აღდგენილები არც ცოლს ირთავენ და არც თხოვდებიან, არამედ არიან როგორც ზეცაში ანგელოზები.+
26 ხოლო იმაზე, რომ მკვდრები აღდგებიან, ნუთუ არ წაგიკითხავთ მოსეს წიგნში, ეკლიანი ბუჩქის შესახებ რომ დაწერა, რა უთხრა მას ღმერთმა: „მე აბრაამის, ისაკისა და იაკობის ღმერთი ვარ“.+
27 ის მკვდრების ღმერთი კი არა, ცოცხლებისაა. თქვენ ძალიან ცდებით».+
28 ერთ-ერთმა იქ მისულმა მწიგნობარმა, რომელიც მათ დავას ისმენდა და იცოდა, რომ იესომ კარგად უპასუხა, ჰკითხა მას: „რომელია უპირველესი მცნება?“+
29 იესომ მიუგო: «პირველია: „ისმინე, ისრაელო, იეჰოვა, ჩვენი ღმერთი, ერთია იეჰოვა,+
30 გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით*, მთელი გონებით და მთელი ძალით“.+
31 მეორე კი: „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“.+ ამ მცნებებზე დიდი მცნება არ არსებობს».
32 მწიგნობარმა უთხრა მას: «მოძღვარო, შენ კარგად და ჭეშმარიტად თქვი: „ის არის ერთი და სხვა არავინ“.+
33 მთელი გულით, მთელი შეგნებით და მთელი ძალით მის სიყვარულსა და საკუთარი თავივით მოყვასის სიყვარულს ბევრად მეტი ფასი აქვს, ვიდრე მთლიანად დასაწვავ შესაწირავსა და მრავალ მსხვერპლს».+
34 იესომ დაინახა, რომ მან ჭკვიანურად თქვა, და უთხრა: „შორს არა ხარ ღვთის სამეფოსგან“. ამის შემდეგ ვეღარავინ უბედავდა შეკითხვის დასმას.+
35 ტაძარში რომ ასწავლიდა, იესომ ერთ-ერთ კითხვაზე ასე უპასუხა: «როგორ ამბობენ მწიგნობრები, რომ ქრისტე დავითის ძეა?+
36 დავითი წმინდა სულით+ თავად ამბობს: „იეჰოვამ ჩემს უფალს უთხრა: იჯექი ჩემ მარჯვნივ, სანამ შენს მტრებს შენ ფეხქვეშ არ მოვაქცევო“.+
37 თუ თვითონ დავითი მას „უფალს“ უწოდებს, მისი ძე როგორღაა?»+
დიდძალი ხალხი სიამოვნებით უსმენდა მას.+
38 მერე როცა ასწავლიდა, თქვა: „ერიდეთ მწიგნობრებს,+ რომლებსაც უყვართ გრძელი სამოსლით სიარული, მისალმება მოედნებზე,
39 წინა ადგილები სინაგოგებში და საპატიო ადგილები ვახშმებზე.+
40 ისინი ჭამენ ქვრივთა სახლებს+ და მოსაჩვენებლად დიდხანს ლოცულობენ. ისინი უფრო მკაცრ სასჯელს მიიღებენ.+
41 შემდეგ იესო ისე დაჯდა, რომ ფულის ჩასაყრელს+ ხედავდა, და უყურებდა, როგორ ყრიდა ხალხი ფულს. მდიდრები ბევრს ყრიდნენ.+
42 მივიდა ერთი ღარიბი ქვრივი და ორი პატარა მონეტა* ჩააგდო.+
43 იესომ თავის მოწაფეებს მოუხმო და უთხრა: „ჭეშმარიტებას გეუბნებით: ამ ღარიბმა ქვრივმა ყველაზე მეტი ჩააგდო.+
44 ყველამ ის ჩაყარა, რაც ზედმეტი ჰქონდა, ის კი სიდუხჭირეში ცხოვრობს, მაგრამ ყველაფერი ჩაყარა, რაც თავის სარჩენად გააჩნდა“.+
სქოლიოები
^ ბერძნულად ფსიქე. იხილეთ დანართი 2ა.
^ ბერძნულად ლეპტონ, ძალინ მცირე ღირებულების პატარა მონეტა.