მარკოზი 13:1—37

13  ტაძრიდან რომ გამოდიოდა, ერთმა მოწაფემ უთხრა: „მოძღვარო, ნახე, რა ქვები და რა შენობებია!“+  იესომ უთხრა მას: „ხომ ხედავ ამ დიდებულ შენობებს?+ ქვა ქვაზე არ დარჩება,+ ყველაფერი დაინგრევა“.+  როცა იესო ზეთისხილის მთაზე იჯდა და ტაძარს გადაჰყურებდა, პეტრემ,+ იაკობმა, იოანემ და ანდრიამ ცალკე ჰკითხეს:+  „გვითხარი, როდის მოხდება ეს და რა იქნება იმ დროის ნიშანი, როცა ეს ყველაფერი დასრულდება?“+  იესომ დაიწყო: «ფრთხილად იყავით, შეცდომაში არავინ შეგიყვანოთ.+  ბევრი მოვა ჩემი სახელით და იტყვის: „მე ვარ ის“, და ბევრს შეიყვანს შეცდომაში.+  როცა მოისმენთ ომების ხმებს და ცნობებს ომების შესახებ, ნუ შეძრწუნდებით. ეს ყველაფერი უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის აღსასრული.+  ერი ერის წინააღმდეგ აღსდგება და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ,+ იქნება მიწისძვრები+ ხან ერთ და ხან მეორე ადგილას, და საკვების უკმარისობა.+ ეს ყველაფერი მშობიარობის ტკივილების დასაწყისია.+  თქვენ კი ფრთხილად იყავით, რადგან ჩემ გამო გადაგცემენ სასამართლოებს,+ გცემენ სინაგოგებში,+ დაგაყენებენ გამგებელთა და მეფეთა წინაშე, მათთვის დასამოწმებლად.+ 10  მაგრამ ჯერ სასიხარულო ცნობა+ უნდა ექადაგოს ყველა ხალხს.+ 11  როცა გადასაცემად წაგიყვანენ, წინასწარ ნუ შეგაწუხებთ იმაზე ფიქრი, რა ილაპარაკოთ.+ რაც მაშინ მოგეცემათ, ის ილაპარაკეთ, რადგან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ წმინდა სული.+ 12  ძმა ძმას გადასცემს სასიკვდილოდ და მამა — შვილს.+ შვილები მშობლებს აუმხედრდებიან და დახოცავენ.+ 13  ყველა შეგიძულებთ ჩემი სახელის გამო.+ ბოლომდე მომთმენი+ კი გადარჩება.+ 14  როცა დაინახავთ გამაპარტახებელ+ სისაძაგლეს,+ რომელიც იქ იდგება, სადაც არ უნდა იდგეს (წამკითხველმა გონიერებას მოუხმოს),+ მაშინ იუდეაში მყოფნი მთებში გაიქცნენ.+ 15  ბანზე მყოფი ძირს ნუ ჩამოვა და ნუ შევა სახლში რაიმეს ასაღებად.+ 16  ნურც მინდორში მყოფი დაბრუნდება უკან მოსასხამის ასაღებად.+ 17  ვაი ორსულებსა და მეძუძურ ქალებს იმ დღეებში!+ 18  ილოცეთ, რომ ეს ზამთარში არ მოხდეს,+ 19  რადგან იმ დღეებში ისეთი გასაჭირი დადგება,+ როგორიც არ ყოფილა ღვთის ქმნილებათა შექმნიდან იმ დრომდე და არც აღარასოდეს იქნება.+ 20  იეჰოვას რომ არ+ შეემოკლებინა ის დღეები, ვერავითარი ხორციელი ვერ გადარჩებოდა, მაგრამ რჩეულთა+ გულისთვის, რომლებიც თავად ამოირჩია,+ შეამოკლა ის დღეები.+ 21  მაშინ თუ ვინმე გეტყვით: აი, აქ არის ქრისტე, ან იქ არისო,+ არ დაიჯეროთ,+ 22  რადგან გამოჩნდებიან ცრუქრისტეები+ და ცრუწინასწარმეტყველები და მოახდენენ ნიშნებსა და საკვირველებებს,+ რათა გზა აუბნიონ რჩეულებს, თუკი შეძლებენ.+ 23  ამიტომ ფხიზლად+ იყავით. წინასწარ გითხარით ყველაფერი.+ 24  იმ დღეებში, იმ გასაჭირის შემდეგ, მზე დაბნელდება და მთვარე აღარ გაანათებს, 25  ციდან ვარსკვლავები ჩამოცვივა და ციური ძალები შეირყევა.+ 26  მაშინ იხილავენ ღრუბლებში მომავალ კაცის ძეს+ დიდი ძლიერებითა და დიდებით.+ 27  მაშინ გაგზავნის თავის ანგელოზებს და შეკრებს თავის რჩეულებს+ ქარის ოთხივე მიმართულებიდან, დედამიწის კიდიდან ცის კიდემდე.+ 28  ლეღვის მაგალითიდან ისწავლეთ: როგორც კი ყლორტები დაურბილდება და შეიფოთლება, იცით, რომ ახლოა ზაფხული.+ 29  თქვენც, როცა დაინახავთ, რომ ყველაფერი ეს ხდება, იცოდეთ, რომ ის კარზეა მომდგარი.+ 30  ჭეშმარიტებას გეუბნებით: ეს თაობა არ შეწყვეტს არსებობას, სანამ ეს ყველაფერი არ მოხდება.+ 31  ცა+ და დედამიწა განადგურდება, მაგრამ ჩემი სიტყვები+ შეუსრულებელი არ დარჩება.+ 32  იმ დღეზე ან საათზე კი მამის გარდა არავინ იცის: არც ზეციერმა ანგელოზებმა და არც ძემ.+ 33  ფრთხილად იყავით და იფხიზლეთ,+ რადგან არ იცით, როდის დადგება დანიშნული დრო.+ 34  ეს ისევეა, სხვა ქვეყანაში მიმავალმა კაცმა+ სახლი რომ დატოვოს, უფლებამოსილება თავის მონებს გადასცეს, თითოეულს თავისი საქმე მიუჩინოს, დარაჯს კი უბრძანოს, იფხიზლეო. 35  ამიტომ იფხიზლეთ,+ რადგან არ იცით, როდის მოვა სახლის პატრონი: დღის ბოლოს, შუაღამისას, მამლის ყივილზე თუ დილით ადრე,+ 36  რათა მოულოდნელად რომ მოვიდეს, მძინარეებს არ მოგისწროთ.+ 37  რასაც თქვენ გეუბნებით, ყველას ვეუბნები: იფხიზლეთ».+

სქოლიოები