მარკოზი 15:1—47

15  როგორც კი გარიჟრაჟდა, უფროსმა მღვდლებმა მაშინვე უხუცესებთან და მწიგნობრებთან, მთელ სინედრიონთან* ერთად მოითათბირეს.+ შებოჭეს იესო, წაიყვანეს და პილატეს გადასცეს.+  პილატემ ჰკითხა მას: „შენა ხარ იუდეველთა მეფე?“+ „შენ თვითონ ამბობ“,+ — მიუგო იესომ.  უფროსი მღვდლები კი ბევრ რამეში სდებდნენ ბრალს.+  პილატემ ისევ ჰკითხა: „არაფერს უპასუხებ?+ ხომ ხედავ, რამდენ რამეში გადანაშაულებენ“.+  იესომ აღარაფერი უპასუხა, რამაც გააოცა პილატე.+  ყოველ დღესასწაულზე იგი ხალხს ერთ პატიმარს უთავისუფლებდა, რომელსაც სთხოვდნენ.+  იმ დროისთვის შებორკილი იყო ვინმე ბარაბა მეამბოხეებთან ერთად, რომლებმაც ამბოხებისას მკვლელობა ჩაიდინეს.+  მივიდა ხალხი პილატესთან და იმას სთხოვდა, რასაც უსრულებდა ხოლმე მათ.  ამაზე პილატემ ჰკითხა: „გინდათ, იუდეველთა მეფე გაგითავისუფლოთ?“+ 10  მან იცოდა, რომ უფროსმა მღვდლებმა ის შურით+ გადასცეს.+ 11  უფროსი მღვდლები კი აქეზებდნენ ხალხს, რომ მის ნაცვლად ბარაბას გათავისუფლება მოეთხოვათ.+ 12  ამაზე პილატემ ჰკითხა: „იმას რაღა ვუყო, ვისაც იუდეველთა+ მეფეს+ ეძახით?“ 13  მათ კვლავ დაიყვირეს: „ბოძზე გააკარი!“+ 14  „რატომ, რა ჩაიდინა?“ — იკითხა პილატემ. ისინი კი უფრო აყვირდნენ: „ბოძზე გააკარი!“+ 15  მაშინ ხალხის მოსამადლიერებლად+ პილატემ ბარაბა გაათავისუფლა, იესო კი გააშოლტვინა და ბოძზე გასაკვრელად გადასცა.+ 16  ჯარისკაცებმა იგი გამგებლის სასახლის ეზოში შეიყვანეს და მთელი რაზმი შეკრიბეს.+ 17  მას ძოწისფერი მოსასხამი მოასხეს, ეკლებისგან გვირგვინი დაწნეს და დაადგეს.+ 18  ეუბნებოდნენ: „მოგესალმებით,+ იუდეველთა მეფეო!“ 19  თავში ლერწამს ურტყამდნენ, აფურთხებდნენ, მუხლს იდრეკდნენ და მდაბლად თაყვანს სცემდნენ.+ 20  ბოლოს, მასხრად რომ აიგდეს, ძოწისფერი მოსასხამი მოხსნეს, თავისივე ტანსაცმელი ჩააცვეს და ბოძზე გასაკვრელად წაიყვანეს.+ 21  გზაზე მინდვრიდან მომავალი კირენელი სიმონი, ალექსანდრესა და რუფუსის მამა, აიძულეს, მისი წამების ბოძი* ეტარებინა.+ 22  მიიყვანეს იგი გოლგოთად წოდებულ ადგილზე, რაც თხემს ნიშნავს.+ 23  მიაწოდეს სმირნით შეზავებული გამაბრუებელი ღვინო,+ მაგრამ არ შესვა.+ 24  შემდეგ ბოძზე გააკრეს და მისი ტანსაცმელი+ წილისყრით გაინაწილეს.+ 25  მესამე საათი*+ იყო, როცა ის ბოძზე გააკრეს. 26  თავს ზემოთ ასეთი საბრალდებო წარწერა+ ჰქონდა: „იუდეველთა მეფე“.+ 27  მასთან ერთად ბოძებზე ორი ყაჩაღი გააკრეს: ერთი მის მარჯვნივ, მეორე მარცხნივ.+ 28  —— 29  გამვლელები გმობდნენ+ მას, თავს აქნევდნენ და ამბობდნენ: „ეი, ტაძრის დამანგრეველო და სამ დღეში ამშენებელო!+ 30  იხსენი თავი და ჩამოდი წამების ბოძიდან“.+ 31  უფროსი მღვდლები და მწიგნობრებიც მასხრად იგდებდნენ მას და ერთმანეთში ამბობდნენ: „სხვებს იხსნიდა, საკუთარი თავის ხსნა კი არ შეუძლია!+ 32  აბა, ჩამოვიდეს ქრისტე, ისრაელის მეფე, წამების ბოძიდან, რომ დავინახოთ და ვირწმუნოთ“.+ მასთან ერთად ბოძებზე გაკრულებიც კი ლანძღავდნენ მას.+ 33  მეექვსე საათი* რომ შესრულდა, მთელ იმ მიწაზე სიბნელე ჩამოწვა მეცხრე საათამდე*.+ 34  მეცხრე საათზე იესომ ხმამაღლა დაიძახა: «ელი, ელი, ლამა საბაქთანი, რაც ასე ითარგმნება: „ჩემო ღმერთო, ჩემო ღმერთო, რატომ მიმატოვე“?»+ 35  ამის მოსმენაზე ზოგიერთმა იქ მდგომმა თქვა: „ნახე, ელიას ეძახის“.+ 36  ამ დროს ვიღაც გაიქცა, ღრუბელი ძმრით გაჟღინთა, ლერწამზე წამოაგო და დასალევად მიაწოდა.+ თან ამბობდა: „იყოს და ვნახოთ, თუ მოვა ელია მის ჩამოსახსნელად“.+ 37  იესომ ხმამაღლა დაიძახა და მოკვდა.+ 38  მაშინ საწმინდრის ფარდა+ ორად გაიხა, ზემოდან ძირამდე.+ 39  შორიახლოს მდგომმა ასისთავმა რომ დაინახა, რაც იესოს სიკვდილისას მოხდა, თქვა: „ეს ნამდვილად ღვთის ძე იყო“.+ 40  ამ ყველაფერს შორიდან ქალებიც უყურებდნენ.+ მათ შორის იყვნენ მაგდალელი მარიამი, იაკობ მცირისა და იოსეს დედა მარიამი, და სალომე,+ 41  რომლებიც თან დაჰყვებოდნენ+ და ემსახურებოდნენ მას გალილეაში ყოფნის დროს, და სხვა მრავალი ქალი, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ ასულები იერუსალიმში.+ 42  როცა მოსაღამოვდა, თანაც სამზადისის დღე* იყო, ანუ შაბათის წინა დღე, 43  იოსებ არიმათეელმა, საბჭოს პატივცემულმა წევრმა, რომელიც ღვთის სამეფოს ელოდა,+ გამბედაობა მოიკრიბა, შევიდა პილატესთან და იესოს ცხედარი+ გამოითხოვა. 44  პილატეს უნდოდა გაეგო, უკვე მკვდარი იყო თუ არა იესო. მოუხმო ასისთავს და ჰკითხა, უკვე მკვდარიაო თუ არა. 45  როცა ასისთავისგან პასუხი მიიღო, ცხედარი იოსებს გაატანა.+ 46  იოსებმა საუკეთესო სელის ტილო იყიდა, ცხედარი ჩამოხსნა, შიგ გაახვია, კლდეში გამოკვეთილ სამარხში+ დაასვენა+ და სამარხის შესასვლელს ლოდი მიაგორა.+ 47  მაგდალელი მარიამი და იოსეს დედა მარიამი კი თვალს არ აცილებდნენ იმ ადგილს, სადაც ის დაასვენეს.+

სქოლიოები

ებრაელების უზენაესი სასამართლო.
იხილეთ დანართი 3გ.
დაახლოებით დილის 9 საათი, მესამე საათი მზის ამოსვლიდან.
დაახლოებით დღის 12 საათი.
დაახლოებით დღის 3 საათი.
იხილეთ მთ. 27:62-ის სქოლიო.