მარკოზი 16:1—20

16  შაბათი+ რომ გავიდა, მაგდალელმა მარიამმა,+ იაკობის დედამ მარიამმა და სალომემ სურნელოვანი მცენარეები იყიდეს, რომ მისულიყვნენ და მისთვის ეცხოთ.+  კვირის პირველ დღეს,+ დილით ადრე, როცა მზე ამოვიდა, ისინი სამარხთან მივიდნენ.+  ერთმანეთში ლაპარაკობდნენ: „ლოდს ვინ გადაგვიგორებს სამარხის შესასვლელიდან?“  მაგრამ შეხედეს და დაინახეს, რომ უშველებელი ლოდი უკვე გადაგორებული იყო.+  სამარხში რომ შევიდნენ, მარჯვნივ თეთრ გრძელ სამოსელში მჯდომი ახალგაზრდა კაცი დაინახეს და შეეშინდათ.+  მან უთხრა მათ: „ნუ გეშინიათ. თქვენ ეძებთ იესო ნაზარეთელს, რომელიც ბოძზე გააკრეს.+ ის აღდგა,+ აქ აღარ არის. აი აქ ესვენა.+  ახლა წადით და უთხარით მის მოწაფეებსა და პეტრეს, რომ ის თქვენზე ადრე წავა გალილეაში,+ იქ ნახავთ მას, როგორც გითხრათ“.+  გამოვიდნენ სამარხიდან და გაიქცნენ, რადგან კანკალმა და დიდმა მღელვარებამ აიტანა ისინი. არავისთვის არაფერი უთქვამთ, რადგან შეშინებულები იყვნენ.+ მოკლე დაბოლოება ზოგიერთ გვიანდელ ხელნაწერსა და თარგმანში მარკოზის 16:8-ს მოკლე დაბოლოება მოსდევს: ყველაფერი, რაც ნაბრძანები ჰქონდათ, მოკლედ უამბეს პეტრესთან მყოფებს. ამ ყველაფრის შემდეგ იესომ მათი მეშვეობით მარადიული ხსნის წმინდა და უხრწნელი ცნობა აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე გაავრცელა. ვრცელი დაბოლოება ზოგიერთი ძველი ხელნაწერი (ალექსანდრიის, ეფრემისა და ბეზას კოდექსები) და თარგმანი (ლათინური ვულგატა, კურტონის ხელნაწერი და სირიული ფეშიტა) შეიცავს ვრცელ დაბოლოებას, რომელიც სინურ და ვატიკანის კოდექსებში, სინა-სირიის ხელნაწერსა და სომხურ თარგმანში არ გვხვდება:  კვირის პირველ დღეს, დილით ადრე, მკვდრეთით აღმდგარი იესო პირველად მაგდალელ მარიამს ეჩვენა, რომლისგანაც შვიდი დემონი ჰყავდა განდევნილი. 10  წავიდა მარიამი და შეატყობინა მათ, ვინც იესოსთან იყვნენ ხოლმე. ისინი იმ დროს ტიროდნენ და გლოვობდნენ. 11  როცა გაიგეს, რომ მარიამმა ის ცოცხალი ნახა, არ დაიჯერეს. 12  ამის შემდეგ სხვა გარეგნობით კიდევ ორ მათგანს ეჩვენა, რომლებიც მინდორში მიდიოდნენ. 13  ისინი უკან დაბრუნდნენ და დანარჩენებს შეატყობინეს. არც მათ დაუჯერეს. 14  მოგვიანებით კი იმ თერთმეტს ეჩვენა სუფრასთან და ურწმუნოებისა და გულქვაობის გამო უსაყვედურა, რადგან არ დაუჯერეს მათ, ვინც იგი მკვდრეთით აღმდგარი იხილა. 15  უთხრა მათ: „მოიარეთ მთელი ქვეყნიერება და სასიხარულო ცნობა ყველა ქმნილებას უქადაგეთ. 16  ვინც ირწმუნებს და მოინათლება, გადარჩება, ხოლო ვინც არ ირწმუნებს, მსჯავრი დაედება. 17  მორწმუნეები კი ასეთ ნიშნებს მოახდენენ: ჩემი სახელით დემონებს განდევნიან, უცხო ენებზე ილაპარაკებენ, 18  გველებს ხელში აიყვანენ და სასიკვდილო რამეც რომ დალიონ, არაფერი დაუშავდებათ. ავადმყოფებს ხელებს დაადებენ და გამოაჯანმრთელებენ“. 19  მათთან ლაპარაკის შემდეგ უფალი იესო ზეცად ამაღლდა და ღვთის მარჯვნივ დაჯდა. 20  ისინიც წავიდნენ და ყველგან ქადაგებდნენ. უფალი ეხმარებოდა მათ, ნიშნებს ახდენდა და მხარს უჭერდა ცნობას.

სქოლიოები