მარკოზი 2:1—28

2  რამდენიმე დღის შემდეგ იესო კვლავ კაპერნაუმში მივიდა. ხმა რომ გავარდა, სახლშიაო,+  იმდენმა ხალხმა მოიყარა თავი, რომ კართანაც კი აღარ იყო ადგილი. ის მათ სასიხარულო ცნობას+ გადასცემდა.  ოთხ კაცს ერთი დამბლადაცემული მიჰყავდა მასთან,+  მაგრამ ხალხმრავლობის გამო პირდაპირ იესოსთან რომ ვერ მიიყვანეს, სახლს სახურავი იმ ადგილას აჰყარეს, სადაც იგი იყო, და დამბლადაცემული საკაცით ჩაუშვეს.+  მათი რწმენა რომ დაინახა,+ იესომ დამბლადაცემულს უთხრა: „შვილო, გეპატია ცოდვები“.+  იქვე რამდენიმე მწიგნობარი იჯდა და გულში მსჯელობდა:+  „ასე რატომ ლაპარაკობს? ღმერთს გმობს. ღვთის გარდა ვის შეუძლია ცოდვების პატიება?“+  იესო თავისი სულით მაშინვე მიხვდა, რაზეც მსჯელობდნენ და უთხრა მათ: „ასე რატომ მსჯელობთ გულში?+  რის თქმა უფრო ადვილია დამბლადაცემულისთვის: გეპატია ცოდვები, თუ — ადექი, აიღე საკაცე და იარე?+ 10  რათა იცოდეთ, რომ კაცის ძეს+ ცოდვების პატიების ძალაუფლება აქვს დედამიწაზე,+ — დამბლადაცემულს უთხრა: — 11  შენ გეუბნები, ადექი, აიღე საკაცე და წადი სახლში“.+ 12  ისიც წამოდგა, მაშინვე აიღო საკაცე და ხალხის წინ გამოვიდა.+ ისინი აღფრთოვანებულები იყვნენ, ადიდებდნენ ღმერთს და ამბობდნენ: „მსგავსი არაფერი გვინახავს“.+ 13  იესო ისევ ზღვისკენ წავიდა და მთელი ხალხი მასთან მიდიოდა. ის კი ასწავლიდა მათ. 14  გზად ალფეს ვაჟი ლევი+ დაინახა, რომელიც საგადასახადოში იჯდა, და უთხრა: „გამომყევი“. ისიც ადგა და გაჰყვა.+ 15  მოგვიანებით, როცა იესო და მისი მოწაფეები სუფრასთან იყვნენ მის სახლში, მათთან ერთად იყო ბევრი ცოდვილი და გადასახადების ამკრეფი,+ რადგან მისი მიმდევრები გახდნენ.+ 16  მწიგნობრებმა და ფარისევლებმა კი, როცა დაინახეს, რომ იესო ცოდვილებთან და გადასახადების ამკრეფებთან ჭამდა, მის მოწაფეებს ჰკითხეს: „გადასახადების ამკრეფებთან და ცოდვილებთან ჭამს?“+ 17  ამის გაგონებაზე იესომ უთხრა მათ: „ექიმი ჯანმრთელებს კი არა, ავადმყოფებს სჭირდებათ. მე მოვედი არა მართალთა, არამედ ცოდვილთა მოსახმობად“.+ 18  იოანეს მოწაფეები და ფარისევლები მარხულობდნენ ხოლმე. ისინი მივიდნენ იესოსთან და ჰკითხეს: „იოანესა და ფარისევლების მოწაფეები რომ მარხულობენ, შენი მოწაფეები რატომ არ მარხულობენ?“+ 19  იესომ მიუგო: „განა იმარხულებენ ნეფის მეგობრები, სანამ ნეფე მათთან არის?+ სანამ ნეფე მათთან არის, ნეფის მეგობრები ვერ იმარხულებენ.+ 20  მაგრამ მოვა დრო, როცა ნეფეს წაართმევენ და მაშინ იმარხულებენ.+ 21  ძველ მოსასხამს არავინ ადებს ისეთი ქსოვილის საკერებელს, რომელიც ჯერ არ შემდგარა, თორემ, როცა შედგება, ძველსაც მოხევს და ნახვრეტიც უფრო გადიდდება.+ 22  არც ახალ ღვინოს ასხამენ ძველ ტიკებში, თორემ, თუ ჩაასხეს, ღვინო დახეთქავს ტიკებს და დაიღვრება, ტიკები კი აღარაფრად ივარგებს.+ ახალ ღვინოს ახალ ტიკებში ასხამენ“.+ 23  შაბათს იესომ ყანაზე გაიარა. მისი მოწაფეები გზადაგზა თავთავებს+ გლეჯდნენ.+ 24  ამაზე ფარისევლებმა ჰკითხეს მას: „რატომ აკეთებენ შაბათს იმას, რაც ნებადართული არ არის?“+ 25  იესომ მიუგო: „არასოდეს წაგიკითხავთ, რა ქნა დავითმა,+ როცა მას და მასთან მყოფებს გაუჭირდათ და მოშივდათ,+ 26  როგორ შევიდა ღვთის სახლში, უფროსი მღვდლის, აბიათარის+ შესახებ მონათხრობის თანახმად, შეჭამა წარსადგენი პური,+ რის ჭამაც მღვდლების გარდა არავისთვის იყო ნებადართული,+ და თავისთან მყოფებსაც მისცა?“+ 27  შემდეგ დასძინა: „შაბათი ადამიანისთვის არის+ და არა ადამიანი შაბათისთვის.+ 28  ამიტომ კაცის ძე შაბათის უფალიც არის“.+

სქოლიოები