მარკოზი 3:1—35
3 ის კვლავ სინაგოგაში შევიდა; იქ ერთი ხელგამხმარი კაცი იყო.+
2 ფარისევლები უთვალთვალებდნენ, განკურნავდა თუ არა იმ კაცს შაბათს, რათა ბრალი დაედოთ მისთვის.+
3 მან ხელგამხმარ კაცს უთხრა: „ადექი, შუაში გამოდი“.
4 შემდეგ ჰკითხა მათ: „ნებადართულია შაბათს კარგის ან ცუდის კეთება, სულის* ხსნა ან მოკვლა?“+ ხმას არავინ იღებდა.
5 მათი უგულობით აღშფოთებულმა და უზომოდ დამწუხრებულმა,+ თვალი მოავლო მათ და ხელგამხმარ კაცს უთხრა: „გაიწოდე ხელი!“ მანაც გაიწოდა ხელი და მოურჩა.+
6 მაშინ ფარისევლები გავიდნენ და ჰეროდეს+ მომხრეებთან დაიწყეს მსჯელობა, რათა მოეკლათ იგი.+
7 იესო მოწაფეებთან ერთად იქაურობას გაეცალა და ზღვისკენ გაემართა. დიდძალი ხალხი მიჰყვებოდა გალილეიდან და იუდეიდან.+
8 იერუსალიმიდან და იდუმეიდან, იორდანის გაღმიდან და ტვიროსისა+ და სიდონის შემოგარენიდანაც კი უამრავი ხალხი მივიდა მასთან, როცა გაიგეს, რამდენ რამეს აკეთებდა.
9 მან უთხრა თავის მოწაფეებს, პატარა ნავი ყოველთვის მზად ჰქონოდათ, თუ ხალხი შეავიწროებდა,
10 რადგან უამრავ ხალხს კურნავდა და მძიმედ დაავადებულები ზედ აწყდებოდნენ, რომ შეხებოდნენ.+
11 უწმინდური სულებიც*+ კი, დაინახავდნენ თუ არა, მის წინაშე ემხობოდნენ და ყვიროდნენ: „შენ ღვთის ძე ხარ!“+
12 მან კი არაერთხელ გააფრთხილა ისინი მკაცრად, არ გაემჟღავნებინათ მისი ვინაობა.+
13 შემდეგ მთაზე ავიდა, მოუხმო მათ, ვინც მას უნდოდა,+ და ისინიც გაჰყვნენ.+
14 ამოარჩია თორმეტი, რომლებსაც მოციქულები უწოდა, რათა მასთან ყოფილიყვნენ და გაეგზავნა საქადაგებლად+
15 და ჰქონოდათ დემონების განდევნის ძალაუფლება.+
16 აი მისი ამორჩეული თორმეტი: სიმონი, რომელსაც პეტრე+ შეარქვა,
17 ზებედეს ვაჟი იაკობი და იაკობის ძმა იოანე+ (მათ შეარქვა ბოანერგესი, რაც ქუხილის ძეებს ნიშნავს),
18 ანდრია, ფილიპე, ბართლომე, მათე, თომა, ალფეს ვაჟი იაკობი, თადეოზი, სიმონ კანანელი
19 და იუდა ისკარიოტელი, რომელმაც გასცა იგი.+
სახლში რომ მივიდა,
20 კვლავ იმდენმა ხალხმა მოიყარა თავი, რომ ჭამის საშუალებასაც კი არ აძლევდნენ მათ.+
21 ეს რომ მისმა ნათესავებმა+ გაიგეს, თქვეს, ჭკუაზე შეიშალაო,+ და მის წამოსაყვანად წავიდნენ.
22 იერუსალიმიდან ჩამოსული მწიგნობრები კი ამბობდნენ: „ბელზებელი* ჰყავს და დემონების მმართველის დახმარებით დევნის დემონებს“.+
23 იესომ მოუხმო მათ და მაგალითი მოუყვანა: „როგორ განდევნის სატანა სატანას?
24 სამეფო, რომელიც თავისივე წინააღმდეგ გაიყოფა, გაპარტახდება,+
25 და სახლი, რომელიც თავისივე წინააღმდეგ გაიყოფა, დაიქცევა.+
26 და თუ სატანა თავის თავს აღუდგა წინ და თავისივე წინააღმდეგ გაიყო, ვერ გაძლებს, რადგან აღსასრული უახლოვდება.+
27 ვერავინ, ვინც ძლიერი კაცის სახლში შევა, ვერ გაიტაცებს+ ქონებას, თუ ჯერ მას არ შებოჭავს. მერე კი გაუძარცვავს სახლს.+
28 ჭეშმარიტებას გეუბნებით: ადამიანის შვილებს ყველანაირი ცოდვა, მკრეხელობა და გმობა ეპატიებათ,+
29 მაგრამ ვინც წმინდა სულს გმობს, იმას არასოდეს ეპატიება, რადგან მარადიულ ცოდვაშია დამნაშავე“.+
30 ეს იმიტომ უთხრა, რომ ამბობდნენ, უწმინდური სულიაო მასში.+
31 მივიდნენ დედამისი და მისი ძმები,+ გარეთ დადგნენ და დასაძახებლად ვიღაცა შეუგზავნეს.+
32 ირგვლივ ხალხი ეჯდა, რომლებმაც უთხრეს: „დედაშენი და შენი ძმები გარეთ არიან და გეძებენ“.+
33 მან მიუგო: „ვინ არიან დედაჩემი და ჩემი ძმები?“+
34 ირგვლივ მსხდომთ თვალი მოავლო და თქვა: „აი დედაჩემი და ჩემი ძმები!+
35 ვინც ღვთის ნებას ასრულებს, ის არის ჩემი ძმაც, დაც და დედაც“.+
სქოლიოები
^ ბერძნულად ფსიქე. იხილეთ დანართი 2ა.
^ ბერძნულად პნევმა. იხილეთ დანართი 2ბ.
^ იგულისხმება სატანა.