მარკოზი 6:1—56

6  წავიდა იქიდან იესო და მშობლიურ მხარეში მივიდა. მოწაფეებიც უკან მიჰყვებოდნენ.+  შაბათ დღეს მან სწავლება დაიწყო სინაგოგაში. მრავალი მსმენელი განცვიფრებული ამბობდა: „საიდანა აქვს ამ კაცს ეს ყველაფერი?+ რატომ მიეცა მას ეს სიბრძნე და რატომ ხდება მისი ხელით ასეთი სასწაულები?  განა ეს დურგალი+ არ არის, მარიამის ვაჟი,+ იაკობის,+ იოსების, იუდასა და სიმონის ძმა,+ და მისი დები აქვე, ჩვენთან არ არიან?“ ბრკოლდებოდნენ ისინი მის გამო.+  იესომ უთხრა მათ: „წინასწარმეტყველს ყველგან სცემენ პატივს მშობლიური მხარის,+ ნათესავებისა და სახლის გარდა“,+  და აღარ მოუხდენია იქ სასწაულები, მხოლოდ რამდენიმე უძლურს დაადო ხელი და განკურნა.  უკვირდა მათი ურწმუნოება. დადიოდა ახლომახლო სოფლებში და ასწავლიდა.+  მოუხმო თორმეტს, რომ ორ-ორად გაეგზავნა,+ და მისცა ძალაუფლება უწმინდურ სულებზე.+  მითითებებიც მისცა, რომ ხელჯოხის მეტი გზაში არაფერი წაეღოთ: არც პური, არც საგზლის აბგა,+ არც სპილენძის ფული სარტყლით;+  სანდლები შეეკრათ და გამოსაცვლელი ტანსაცმელი არ წაეღოთ.+ 10  შემდეგ უთხრა მათ: „რომელ სახლშიც შეხვალთ,+ იქ დარჩით, სანამ წამოხვალთ იმ ადგილიდან.+ 11  სადაც არ მიგიღებენ და არ მოგისმენენ, იმ ადგილიდან წამოსვლისას მათთვის დასამოწმებლად ფეხებიდან ჭუჭყი დაიბერტყეთ“.+ 12  ისინიც წავიდნენ და ქადაგებდნენ, რათა ხალხს მოენანიებინა.+ 13  მრავალ დემონს დევნიდნენ,+ ბევრ ავადმყოფს ზეთს სცხებდნენ+ და კურნავდნენ.+ 14  იესოს ამბავმა მეფე ჰეროდეს* ყურამდე მიაღწია, რადგან გაითქვა სახელი. ხალხი ამბობდა: „იოანე ნათლისმცემელი მკვდრეთით აღმდგარა და სასწაულებს ახდენს“.+ 15  ზოგი კი ამბობდა, ელიააო;+ ზოგიც — რომელიმე წინასწარმეტყველის მსგავსი წინასწარმეტყველიო.+ 16  ეს რომ ჰეროდემ გაიგო, თქვა: „იოანე, რომელსაც თავი მოვკვეთე, მკვდრეთით აღმდგარა“.+ 17  ჰეროდემ თავად გაგზავნა კაცები, შეაპყრობინა იოანე, შეაბორკვინა და საპყრობილეში ჩააგდებინა თავისი ძმის ფილიპეს ცოლის ჰეროდიას გამო, რადგან ახლა თვითონ ჰყავდა ის ცოლად.+ 18  იოანეს არაერთხელ ჰქონდა ნათქვამი ჰეროდესთვის, არა გაქვს ძმის ცოლის ყოლის უფლებაო.+ 19  ჰეროდია კი ბრაზობდა+ იოანეზე და მისი მოკვლა უნდოდა, მაგრამ არ შეეძლო,+ 20  რადგან ეშინოდა ჰეროდეს+ იოანესი, იცოდა, რომ მართალი და წმინდა კაცი+ იყო იგი და მის უსაფრთხოებაზე ზრუნავდა. მისი მოსმენის შემდეგ+ დიდ დაბნეულობაში ვარდებოდა და აღარ იცოდა, რა ექნა, მაგრამ მაინც სიამოვნებით უსმენდა. 21  დადგა ხელსაყრელი დრო,+ როცა ჰეროდემ თავის დაბადების დღეს+ ვახშამი გაუმართა დიდებულებს, ათასისთავებსა და გალილეის წარჩინებულებს. 22  შემოვიდა ჰეროდიას ქალიშვილი, იცეკვა და ასიამოვნა ჰეროდესა და მის სტუმრებს.+ მეფემ უთხრა მას: „რაც გინდა, მთხოვე და მოგცემ“. 23  და დაუფიცა: „რასაც მთხოვ, მოგცემ,+ თუნდაც ჩემი სამეფოს ნახევარს“.+ 24  ის გავიდა და დედამისს ჰკითხა: „რა ვთხოვო?“ მან მიუგო: „იოანე ნათლისმცემლის თავი“.+ 25  მაშინვე შებრუნდა მეფესთან და სთხოვა: „მსურს ახლავე მომართვა იოანე ნათლისმცემლის თავი ლანგრით“. 26  მეფე დიდად დამწუხრდა, მაგრამ ფიცისა და სტუმრების გამო უარი ვეღარ უთხრა.+ 27  მაშინვე გაგზავნა მეფემ თავისი მცველი და უბრძანა, იოანეს თავი მოეტანა. ისიც წავიდა, მოჰკვეთა მას საპყრობილეში თავი+ 28  და ქალიშვილს ლანგრით მიართვა, ქალიშვილმა კი — დედამისს.+ 29  ეს რომ იოანეს მოწაფეებმა გაიგეს, მივიდნენ, აიღეს მისი ცხედარი და სამარხში დაასვენეს.+ 30  შეიკრიბნენ მოციქულები იესოსთან და აცნობეს ყველაფერი, რაც გააკეთეს და რაც ხალხს ასწავლეს.+ 31  მან უთხრა მათ: „მოდი სადმე წავიდეთ, რომ განვმარტოვდეთ+ და ცოტა დავისვენოთ“,+ რადგან ბევრი ხალხი მიდი-მოდიოდა და საჭმელადაც კი ვეღარ იცლიდნენ.+ 32  მარტოები წავიდნენ ნავით უკაცრიელ ადგილას.+ 33  ხალხმა დაინახა, რომ მიდიოდნენ, ბევრმაც შეიტყო ეს, ერთად გაიქცნენ ყველა ქალაქიდან და მათზე ადრე მივიდნენ.+ 34  ნავიდან გადმოსვლისას იესომ უამრავი ხალხი დაინახა და გული დაეწვა+ მათ გამო, რადგან უმწყემსო ცხვრებივით იყვნენ,+ და ბევრ რამეს ასწავლიდა მათ.+ 35  მოსაღამოვდა. მივიდნენ მასთან მოწაფეები და უთხრეს: „ეს ადგილი უკაცრიელია, თანაც უკვე გვიანია.+ 36  გაუშვი ეს ხალხი, რომ წავიდნენ და ახლომახლო დაბებსა და სოფლებში თავიანთთვის საჭმელი იყიდონ“.+ 37  იესომ მიუგო: „თქვენ მიეცით საჭმელი“. მათ ჰკითხეს: „ხომ არ წავიდეთ, ორასი დინარის პური ვიყიდოთ და ხალხს მივცეთ საჭმელად?“+ 38  მან ჰკითხა მათ: „რამდენი პური გაქვთ? წადით, ნახეთ!“ გაიგეს რამდენიც ჰქონდათ და უთხრეს: „ხუთი, ორიც თევზი“.+ 39  მერე ბრძანა, ჯგუფებად დამსხდარიყვნენ+ მწვანე ბალახზე.+ 40  ისინიც ასკაციან და ორმოცდაათკაციან ჯგუფებად დასხდნენ.+ 41  შემდეგ აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ცას ახედა და ილოცა,+ მერე პურები დაამტვრია+ და მოწაფეებს მისცა, რომ ხალხისთვის ჩამოერიგებინათ. ორი თევზიც ყველას გაუნაწილა. 42  ყველამ ჭამა და გაძღა.+ 43  თუ თევზს არ ჩავთვლით, დარჩენილი ნატეხებით თორმეტი კალათი აავსეს. 44  პური ხუთი ათასმა კაცმა ჭამა.+ 45  ამის შემდეგ დაუყოვნებლივ უბრძანა თავის მოწაფეებს, ნავში ჩამსხდარიყვნენ და გაღმა გასულიყვნენ ბეთსაიდის მხარეს, თვითონ კი ხალხი გაუშვა.+ 46  გამოემშვიდობა მათ და მთაზე ავიდა, რომ ელოცა.+ 47  მოსაღამოვდა. ნავი უკვე შუა ზღვაში იყო, თვითონ კი მარტო დარჩა ნაპირზე.+ 48  დაინახა, რომ პირქარის გამო ცურვა უჭირდათ+ და ღამის მეოთხე გუშაგობისას ზღვაზე სვლით მათკენ გაემართა, ოღონდ მათთვის გვერდის ავლა უნდოდა. 49  ზღვაზე მოსიარულე რომ დაინახეს, გაიფიქრეს, მოჩვენებააო და ყვირილი ატეხეს.+ 50  ყველამ დაინახა იგი და აფორიაქდა. იესო მაშინვე დაელაპარაკა მათ: „გამაგრდით, მე ვარ, ნუ გეშინიათ!“+ 51  მივიდა, ნავში ჩაუჯდა მათ და ქარიც ჩადგა. ამან ისინი ძალიან გააოცა,+ 52  რადგან პურების მნიშვნელობაც ვერ გაიგეს, დახშული ჰქონდათ გულები.+ 53  გაღმა რომ გავიდნენ და გენესარეთში მივიდნენ, ღუზა ჩაუშვეს.+ 54  როგორც კი ნავიდან გადმოვიდნენ, ხალხმა იცნო ის. 55  შემოირბინეს მთელი მხარე და ავადმყოფები საკაცეებით მიჰყავდათ იქ, სადაც გაგებული ჰქონდათ, რომ იესო იყო. 56  რომელ სოფელში, ქალაქსა თუ დაბაშიც+ არ უნდა შესულიყო, ყველგან ავადმყოფები მიჰყავდათ მასთან, მოედნებზე ათავსებდნენ და ეხვეწებოდნენ, მხოლოდ მოსასხამის ფოჩზე+ შეგეხებითო.+ ვინც კი შეეხო, ყველა განიკურნა.+

სქოლიოები

ანუ ჰეროდე ანტიპა, ჰეროდე დიდის ვაჟი.