მარკოზი 9:1—50

9  იესომ განაგრძო: „ჭეშმარიტებას გეუბნებით: აქ მდგომთაგან ზოგიერთები არ იგემებენ სიკვდილს, სანამ არ იხილავენ ღვთის სამეფოს, ძლიერებით მოსულს“.+  ექვსი დღის შემდეგ იესომ თან წაიყვანა პეტრე, იაკობი და იოანე, აიყვანა მაღალ მთაზე და მათ წინაშე გარდაიქმნა.+  ტანსაცმელი გაუქათქათდა და ისე გაუთეთრდა, რომ დედამიწაზე ვერც ერთი მრეცხავი ვერ გაათეთრებდა.+  ეჩვენნენ მათ მოსე და ელია, რომლებიც იესოს ესაუბრებოდნენ.+  ამის დანახვაზე პეტრემ იესოს უთხრა: „რაბი, კარგია, აქ რომ ვართ. მოდი, სამ კარავს დავდგამთ: ერთს შენთვის, ერთს მოსესთვის და ერთსაც ელიასთვის“.+  ისე იყო შეშინებული, რომ არ იცოდა, რა ეთქვა.  ამასობაში ღრუბელი გაჩნდა, დაჩრდილა ისინი და ღრუბლიდან ხმა გაისმა:+ „ეს არის ჩემი საყვარელი ძე,+ მას უსმინეთ“.+  უეცრად, რომ მიმოიხედეს, იესოს მეტი ვეღარავინ დაინახეს.+  მთიდან ჩამოსვლისას იესომ მკაცრად გააფრთხილა ისინი, რომ სანამ კაცის ძე მკვდრეთით არ აღდგებოდა,+ ნანახი არავისთვის მოეყოლათ.+ 10  მათ გულში ჩაიმარხეს ეს სიტყვები, მაგრამ ერთმანეთში მსჯელობდნენ, რას ნიშნავდა ეს მკვდრეთით აღდგომა. 11  შემდეგ ჰკითხეს მას: „რატომ ამბობენ მწიგნობრები, ჯერ ელია+ უნდა მოვიდესო?“+ 12  მან მიუგო: „ელია მართლა პირველი მოდის და ყველაფერს აღადგენს,+ მაგრამ კაცის ძეზე როგორღა წერია, ბევრი უნდა იტანჯოს+ და უგულებელყოფილ იქნესო?+ 13  გეუბნებით: ელია+ უკვე მოვიდა და ისე მოექცნენ, როგორც უნდოდათ, როგორც დაწერილია მასზე“.+ 14  როცა სხვა მოწაფეებთან მივიდნენ, დაინახეს, რომ მათ ირგვლივ უამრავი ხალხი შეკრებილიყო. მოწაფეებს მწიგნობრები ედავებოდნენ.+ 15  როგორც კი თვალი მოჰკრეს იესოს, ხალხს ძალიან გაუკვირდა. მირბოდნენ მასთან და ესალმებოდნენ. 16  იესომ ჰკითხა მათ: „რაზე ეკამათებით?“ 17  ხალხიდან ვიღაცამ მიუგო: „მოძღვარო, ჩემი ბიჭი მოგიყვანე, სიმუნჯის სული ჰყავს.+ 18  სადაც კი შეიპყრობს, მაშინვე მიწაზე ანარცხებს, დუჟი გადმოსდის, კბილებს აღრჭიალებს და ძალა ეცლება. შენს მოწაფეებს ვუთხარი, განდევნეთ-მეთქი, მაგრამ ვერ შეძლეს“.+ 19  მაშინ იესომ უთხრა მათ: „ოჰ, ურწმუნო თაობავ,+ როდემდე უნდა ვიყო თქვენთან? როდემდე უნდა გითმინოთ? აქ მომიყვანეთ!“+ 20  და მიუყვანეს. სულმა მისი დანახვისთანავე კრუნჩხვებში ჩააგდო ბავშვი; მიწაზე დაეცა, გორაობდა და დუჟი გადმოსდიოდა.+ 21  იესომ ბავშვის მამას ჰკითხა: „რამდენი ხანია, რაც ასე ემართება?“ „ბავშვობიდან“, — მიუგო მან. 22  „ხან ცეცხლში აგდებს, ხან — წყალში, რომ მოკლას.+ თუ რამის გაკეთება შეგიძლია, შეგვიბრალე და დაგვეხმარე“. 23  იესომ უთხრა: „რა თქვი, თუ შეგიძლიაო?! ვისაც სწამს, მისთვის ყველაფერი შესაძლებელია“.+ 24  ბავშვის მამამ მაშინვე წამოიძახა: „მწამს! ოღონდ დამეხმარე იმაში, რაშიც რწმენა მაკლია!“+ 25  როცა შენიშნა იესომ, რომ ხალხი მათკენ გამორბოდა, შერისხა+ უწმინდური სული და უთხრა: „სიმუნჯის და სიყრუის სულო, გიბრძანებ, გამოხვიდე მისგან და აღარასოდეს შეხვიდე!“ 26  სულმა დაიყვირა, ბევრჯერ შეინჯღრა და გამოვიდა.+ ბავშვი მკვდარს დაემსგავსა. ბევრი ამბობდა კიდეც, მოკვდაო. 27  იესომ ხელი მოჰკიდა, წამოაყენა და ისიც წამოდგა.+ 28  სახლში რომ შევიდა, მოწაფეებმა ცალკე ჰკითხეს: „ჩვენ რატომ ვერ განვდევნეთ?“+ 29  „ესენი სხვანაირად ვერ გამოვლენ, თუ არა ლოცვით“,+ — უთხრა იესომ. 30  იქიდან გალილეის გავლით წამოვიდნენ, მაგრამ მას არ უნდოდა, ეს ვინმეს გაეგო. 31  თავის მოწაფეებს ასწავლიდა: „კაცის ძე ადამიანებს უნდა გადაეცეს ხელში, მას მოკლავენ,+ მაგრამ მესამე დღეს აღდგება“.+ 32  მათ ნათქვამის მნიშვნელობა ვერ გაიგეს, კითხვის დასმისა კი ეშინოდათ.+ 33  ისინი კაპერნაუმში მივიდნენ. სახლში ყოფნისას ჰკითხა მათ: „რაზე კამათობდით გზაში?“+ 34  ხმას არ იღებდნენ, რადგან გზაში იმაზე კამათობდნენ, ვინ უფრო დიდი იყო.+ 35  იგი დაჯდა, თორმეტივეს მოუხმო და უთხრა: „ვისაც უნდა, რომ პირველი იყოს, ის ყველაზე ბოლო უნდა იყოს და ყველას ემსახუროს.+ 36  შემდეგ ერთი ბავშვი მოიყვანა, მათ შუა ჩააყენა, ხელი მოხვია და უთხრა მათ:+ 37  „ვინც იღებს ასეთ ბავშვს ჩემი სახელით, მე მიღებს, და ვინც მე მიღებს, მარტო მე კი არ მიღებს, არამედ ჩემს გამომგზავნელსაც“.+ 38  იოანემ უთხრა მას: „მოძღვარო, ჩვენ ერთი კაცი ვნახეთ, რომელიც დემონებს დევნიდა შენი სახელით, და დავუშალეთ,+ რადგან ჩვენ არ დაგვყვებოდა“.+ 39  იესომ მიუგო: „ნუ დაუშლით, რადგან ვინც ჩემი სახელით ახდენს სასწაულებს, მალევე ვერ დაიწყებს ჩემს ლანძღვას,+ 40  ვინაიდან ვინც ჩვენ წინააღმდეგ არ არის, ის ჩვენ მხარეზეა.+ 41  ვინც ერთ სასმის+ წყალს დაგალევინებთ იმის გამო, რომ ქრისტესნი ხართ,+ ჭეშმარიტებას გეუბნებით: არ დაეკარგება თავისი საზღაური. 42  იმისთვის კი, ვინც დააბრკოლებს ერთ ამ მცირეთაგანს, რომელსაც სწამს, უმჯობესი იქნებოდა კისერზე დოლაბი* დაეკიდათ და ზღვაში ჩაეგდოთ.+ 43  თუ ხელი გაბრკოლებს, მოიკვეთე. გიჯობს დასახიჩრებული შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი ხელით წახვიდე გეენაში*, ჩაუქრობელ ცეცხლში.+ 44  —— 45  თუ ფეხი გაბრკოლებს, მოიკვეთე. გიჯობს კოჭლი შეხვიდე სიცოცხლეში,+ ვიდრე ორი ფეხით ჩავარდე გეენაში.+ 46  —— 47  ხოლო თუ თვალი გაბრკოლებს, გადააგდე.+ გიჯობს ცალი თვალით შეხვიდე ღვთის სამეფოში, ვიდრე ორი თვალით ჩავარდე გეენაში,+ 48  სადაც მატლი არ კვდება და ცეცხლი არ ქრება.+ 49  ყველა ცეცხლით უნდა დამარილდეს.+ 50  მარილი კარგია, მაგრამ, თუ ძალას დაკარგავს, რიღათი შეანელებთ მას?+ გქონდეთ თქვენში მარილი+ და მშვიდობიანად+ იყავით ერთმანეთთან“.

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — დოლაბი, რომელსაც ვირი ატრიალებს.
იხილეთ დანართი 2დ.