მიქა 1:1—16

1  იეჰოვას სიტყვა, რომელიც გამოეცხადა მორეშეთელ მიქას+ იუდას მეფეების+ იოთამის,+ ახაზისა+ და ხიზკიას+ დროს, და რომელიც იხილა სამარიისა+ და იერუსალიმის+ შესახებ:  „ისმინეთ, ხალხებო! ყური უგდოს დედამიწამ და ყველაფერმა, რაც მასზეა!+ უზენაესი უფალი იეჰოვა იყოს მოწმე თქვენ წინააღმდეგ,+ იეჰოვა თავისი წმინდა ტაძრიდან.+  აი, გამოდის იეჰოვა თავისი ადგილიდან.+ ჩამოვა ის და ივლის დედამიწის მაღლობებზე.+  მთები დადნება მის ფეხქვეშ+ და ველები ისე დაიშლება, როგორც ცვილი ცეცხლისგან,+ როგორც ქარაფიდან ვარდნილი წყალი.  იაკობის ურჩობის გამოა ეს ყველაფერი, ისრაელის სახლის ცოდვების გამო.+ რა არის იაკობის ურჩობა? განა სამარია+ არ არის?! რა არის იუდას მაღლობები?+ განა იერუსალიმი არ არის?!  მინდორში დაყრილ ნანგრევების გროვად+ და ვენახის გასაშენებელ ადგილად ვაქცევ სამარიას. ველზე დავყრი მის ქვებს და გავაშიშვლებ მის საძირკვლებს.+  ნამტვრევებად იქცევა მისი ქანდაკებები+ და ცეცხლში დაიწვება მისთვის გასამრჯელოს სანაცვლოდ მიცემული საჩუქრები,+ გავანადგურებ მის კერპებს. მან მეძაობის გასამრჯელოთი მოაგროვა ისინი და კვლავაც მეძაობის გასამრჯელოდ იქცევიან“.+  ამიტომ მოთქმას მოვყვები და ვიღრიალებ,+ ფეხშიშველი და ტანშიშველი ვივლი,+ ტურასავით ვიკივლებ და დედალი სირაქლემასავით ვიკვნესებ.  უკურნებელია მისი ჭრილობა,+ იუდასაც მისწვდა ის;+ ჩემი ხალხის კარიბჭესაც, იერუსალიმსაც მისწვდა წყლული.+ 10  „ნუ ამცნობთ ამას გათში, ნუ იტირებთ!+ აფრას სახლში იგორავეთ მტვერში.+ 11  სამარცხვინოდ შიშველი წადი,+ შაფირის მკვიდრო ქალო! არ გამოსულა ცაანანის მკვიდრი ქალი. ბეთ-ეცელის მოთქმა წაგართმევთ თავშესაფარს. 12  კარგს ელოდა+ მაროთის მკვიდრი ქალი, მაგრამ იეჰოვასგან ცუდი ეწია იერუსალიმის კარიბჭეს.+ 13  ბედაურები შეაბი ეტლში, ლაქიშის მკვიდრო ქალო!+ ის იყო სიონის ასულის ცოდვის დასაბამი,+ რადგან შენშია ნაპოვნი ისრაელის ურჩობა.+ 14  ამიტომაც მისცემ ძღვენს მორეშეთ-გათს+ განშორებისას. სიცრუე აღმოჩნდა აქციბის+ სახლები ისრაელის მეფეებისთვის. 15  მოგიყვან იმას, ვინც ქონებას წაგართმევს,+ მარეშას+ მკვიდრო ქალო. ადულამამდე+ მივა ისრაელის დიდება. 16  თავი გაიმელოტე და გადაიპარსე შენი ნეტარების ვაჟების გამო.+ არწივივით გაიქაჩლე თავი, რადგან გადაასახლეს ისინი შენგან“.+

სქოლიოები