მიქა 2:1—13

2  «ვაი მათ, ვინც წვანან საწოლში და ავს იზრახავენ, ბოროტების ჩადენაზე ფიქრობენ!+ განთიადისას ახორციელებენ ჩანაფიქრს,+ რადგან მათ ხელს შესწევს ამის ძალა.+  მოუნდებათ მინდვრები და იტაცებენ მათ;+ მოუნდებათ სახლები და ისაკუთრებენ; სძალავენ ვაჟკაცსა და მის სახლეულს,+ სძალავენ კაცს მემკვიდრეობას.+  ამიტომ, აი რას ამბობს იეჰოვა: „უბედურებას+ ვიზრახავ ამ ოჯახისთვის,+ რასაც ვერ გადაიგდებთ ქედიდან+ და ვეღარ ივლით ამპარტავნულად,+ რადგან უბედურების დროა ეს.+  იმ დღეს ანდაზას შეთხზავენ+ თქვენზე და გოდებას მოჰყვებიან და გიგლოვებენ.+ იტყვიან: გავიძარცვეთ!+ სხვას აძლევსო ის ჩვენი ხალხის წილს.+ როგორ გვართმევსო! ორგულს უნაწილებსო ჩვენს მინდვრებს.  ამიტომ არ გეყოლება იეჰოვას კრებულში წილის+ მიხედვით თოკის გამჭიმავი.  არ იწინასწარმეტყველოთ!+ ისინი იწინასწარმეტყველებენ. ისინი არ იწინასწარმეტყველებენ ამაზე. არ მოშორდებათ დამცირება.+  ასე არ ამბობენ, ისრაელის სახლო,+ განა უკმაყოფილოაო იეჰოვას სული და განა ასე მოქმედებსო ის?!+ განა სასიკეთო არ არის ჩემი სიტყვები+ იმისთვის, ვინც სიმართლით დადის?!+  ჩემი ხალხი ნამდვილი მტერივით აღმიდგა გუშინ.+ ტანსაცმლიდან გლეჯთ საუცხოო მორთულობას მათ, ვინც არხეინად მიდის ბრძოლიდან დაბრუნებულივით.  ჩემი ხალხის ქალებს აძევებთ სახლიდან, რომელიც სიამეს ჰგვრის ქალს; მათ შვილებს სამუდამოდ+ ართმევთ ჩემს დიდებას.+ 10  ადექით და წადით,+ რადგან ეს არ არის მოსასვენებელი ადგილი!+ თავისი უწმინდურების+ გამო ნადგურდება ის; მტკივნეულია ეს განადგურება.+ 11  თუ კაცი, რომელიც ქარს და სიცრუეს მიჰყვება, ტყუილს ამბობს,+ ღვინოზე და სხვა მათრობელ სასმელზე გიწინასწარმეტყველებო, ის უწინასწარმეტყველებს კიდეც ამ ხალხს.+ 12  შევკრებ მთელ იაკობს,+ თავს მოვუყრი ისრაელის დარჩენილ ნაწილს; გავაერთიანებ მათ+ და იქნებიან, როგორც ფარა ფარეხში, როგორც ფარა თავის საძოვარზე.+ ახმაურდებიან ადამიანთა სიმრავლის გამო“.+ 13  კედლის გამრღვევი დადგება მათ წინაშე+ და ისინიც გაივლიან; გაივლიან კარიბჭეს და გარეთ გავლენ.+ მათი მეფე გაივლის მათ წინაშე და იეჰოვა იდგება მათ სათავეში».+

სქოლიოები