მიქა 3:1—12
3 ვთქვი: «ისმინეთ, იაკობის თავკაცებო და ისრაელის სახლის მეთაურებო!+ განა არ უნდა იცოდეთ სამართალი?!+
2 სიკეთის მოძულენი ხართ+ და ბოროტების მოყვარულნი,+ ტყავს აძრობთ ხალხს და ძვლებიდან ხორცს გლეჯთ;+
3 ჩემი ხალხის ხორცს ჭამთ+ და ტყავს აძრობთ მათ, ძვლებს უმტვრევთ და უქუცმაცებთ, როგორც ხორცსა და ძვლებს ფართოპირიან ქვაბში, როგორც ხორცს ქვაბში.+
4 მაშინ შველას სთხოვენ იეჰოვას, ის კი არ უპასუხებს მათ,+ სახეს დამალავს იმ დროს+ მათგან მათი ბოროტი საქმეების გამო.+
5 აი რას ამბობს იეჰოვა წინასწარმეტყველებზე, რომლებიც ახეტიალებენ ჩემს ხალხს,+ კბილებით კბეჩენ ლუკმას+ და თან გაიძახიან, მშვიდობააო,+ და ვინც პირში არაფერს ჩაუდებს მათ, ომს უცხადებენ*:+
6 „ამიტომ დაგიდგებათ ღამე+ ხილვის გარეშე+ და დაგიბნელდებათ, რომ ვეღარ იმკითხაოთ. ჩაესვენება მზე წინასწარმეტყველთათვის და დღე დაბნელდება მათთვის.+
7 შერცხვებიან+ წინასწარმხილველნი+ და იმედი გაუცრუვდებათ მკითხავებს,+ ულვაშს დაიფარავს+ ყოველი მათგანი, რადგან პასუხს ვერ მიიღებენ ღვთისგან“».+
8 მე ავივსე ძალით, იეჰოვას სულით, სამართლიანობითა და ძლიერებით,+ რათა გავაგებინო იაკობს თავისი ურჩობა და ისრაელს — თავისი ცოდვა.+
9 ისმინეთ, იაკობის სახლის თავკაცებო და ისრაელის სახლის მეთაურებო,+ რომლებსაც გძულთ სამართალი და რომლებიც ამრუდებთ ყოველივე სწორს,+
10 სისხლის ღვრით აშენებთ სიონს და უსამართლობით — იერუსალიმს.+
11 მისი თავკაცები ქრთამისთვის+ ასამართლებენ, მისი მღვდლები საფასურისთვის ასწავლიან+ და მისი წინასწარმეტყველები ფულისთვის მკითხაობენ;+ მაინც იეჰოვათი იიმედებენ თავს და ამბობენ: განა იეჰოვა არ არისო ჩვენთან?!+ არ გვეწევაო უბედურება.+
12 თქვენ გამო მინდორივით გადაიხვნება სიონი, ნანგრევების გროვად იქცევა იერუსალიმი+ და ტყიან მაღლობად — ტაძრის მთა.
სქოლიოები
^ სიტყვასიტყვით — ომს განწმენდენ მის წინააღმდეგ.