მიქა 4:1—13

4  უკანასკნელ დღეებში+ იეჰოვას სახლის+ მთა+ განმტკიცდება მთების მწვერვალებს ზემოთ, გორებზე მაღლა აღიმართება+ და მისკენ დაიწყებენ დენას ხალხები.+  წავა მრავალი ერი და იტყვის: „მოდით,+ ავიდეთ იეჰოვას მთაზე, იაკობის ღვთის სახლში!+ ის გვასწავლის თავის გზებს+ და ჩვენც ვივლით მისი ბილიკებით“,+ რადგან კანონი სიონიდან გამოვა და იეჰოვას სიტყვა — იერუსალიმიდან.+  ის სამართლიან განაჩენს გამოიტანს ხალხებისთვის+ და საქმეებს მოაგვარებს შორს მცხოვრები+ ძლიერი ერებისთვის.+ ისინი თავიანთი მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავენ და შუბებისგან — სასხლავებს.+ ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს და აღარ ისწავლიან ომს.+  თითოეული თავისი ვაზისა და ლეღვის ძირში იჯდება+ და არავინ დააფრთხობს მათ,+ რადგან ლაშქართა ღვთის, იეჰოვას ბაგე ლაპარაკობს ამას.+  ყველა ხალხი თავისი ღვთის სახელით+ ივლის, ჩვენ კი იეჰოვას, ჩვენი ღვთის სახელით ვივლით+ მარადიულად, სამარადისოდ.+  „იმ დღეს, — ამბობს იეჰოვა, — შევკრებ ხალხს, რომელიც კოჭლობდა,+ თავს მოვუყრი გაფანტულებს,+ რომლებიც დავსაჯე.  კოჭლი ხალხისგან+ დავტოვებ ნაწილს, ძლიერ ხალხად ვაქცევ შორს გადახვეწილებს.+ იეჰოვა იქნება მათი მეფე სიონის მთაზე ახლაც და მარადიულადაც.+  შენ კი, ფარის კოშკო, სიონის ასულის გორაკო,+ დაგიბრუნდება ის, დაგიბრუნდება თავდაპირველი სამფლობელო,+ იერუსალიმის ასულის კუთვნილი სამეფო.+  მაშ, რატომ გაყვირი?+ განა არ არის მეფე შენში ან დაიღუპა შენი მრჩეველი, მშობიარე ქალის ტკივილებს რომ შეუპყრიხარ?!+ 10  მშობიარე ქალივით მწვავე ტკივილებით იტანჯებოდე და იჭინთებოდე, სიონის ასულო,+ რადგან ახლა მოგიწევს ქალაქის დატოვება და მინდორში ცხოვრება.+ ბაბილონამდე მიხვალ და იქ გათავისუფლდები.+ იქ გამოგისყიდის+ იეჰოვა შენი მტრების ხელიდან.+ 11  შენ წინააღმდეგ შეიკრიბება უამრავი ხალხი, რომელიც ამბობს: წაიბილწოს ის, ზემოდან დავხედოთო სიონს!+ 12  მათ არ იციან იეჰოვას ზრახვები, მათ არ ესმით მისი განზრახვა.+ ის მოაგროვებს მათ, როგორც ძნებს კალოზე.+ 13  ადექი და ლეწე, სიონის ასულო,+ რადგან რქას რკინად გიქცევ და ჩლიქებს — სპილენძად! გააცამტვერებ მრავალ ხალხს.+ გამოაცალკევებ და იეჰოვას მიუძღვნი მათ უკანონო შემოსავალს+ და მათ სიმდიდრეს — მთელი დედამიწის ჭეშმარიტ უფალს“.+

სქოლიოები