მიქა 5:1—15
5 „ახლა თავს ისერავ,+ დაპყრობილო ასულო, ალყა შემოგვარტყეს.+ ჯოხს შემოჰკრავენ სახეში ისრაელის მსაჯულს.+
2 შენ კი, ეფრათას ბეთლემო,+ ძალიან პატარა ხარ საიმისოდ, რომ იუდას+ ათასთა შორის იყო, მაგრამ შენგან+ გამომივა მმართველი ისრაელში;+ ძველი დროიდანაა მისი წარმოშობა, უხსოვარი დროიდან.+
3 ამიტომ ის მიატოვებს+ მათ, სანამ მშობიარე არ შობს+ და მისი დანარჩენი ძმები დაუბრუნდებიან ისრაელის ძეებს.
4 დადგება ის და დამწყემსავს იეჰოვას ძალით,+ თავისი ღვთის, იეჰოვას სახელის სიდიადით.+ მშვიდად იცხოვრებენ ისინი,+ რადგან დედამიწის კიდეებს მისწვდება მისი დიდება.+
5 ის მოიტანს მშვიდობას.+ როცა ასურელი მოვა ჩვენს მიწაზე და გათელავს ჩვენს საცხოვრებელ კოშკებს,+ მის წინააღმდეგ გამოვიყვანთ შვიდ მწყემსს, რვა მთავარს ადამიანთა მოდგმიდან.
6 მახვილით დამწყემსავენ ისინი ასურეთის მიწას+ და ნიმროდის მიწას+ — მის შესასვლელებში. ის გვიხსნის ასურელისგან,+ როცა მოვა იგი ჩვენს მიწაზე და გათელავს ჩვენს სამფლობელოს.
7 იქნება იაკობის+ დარჩენილი ნაწილი მრავალ ხალხს შორის, როგორც ნამი იეჰოვასგან,+ როგორც შხაპუნა წვიმა მცენარეებისთვის,+ რომელიც კაცზე არ არის დაიმედებული და ადამიანის ძეებს არ ელოდება.+
8 იქნება იაკობის დარჩენილი ნაწილი ერებში, მრავალ ხალხს შორის, როგორც ლომი ტყის მხეცებს შორის, როგორც ფაფრიანი ლომი ცხვრის ფარაში, ჩავლისას რომ თელავს და გლეჯს,+ და არავინაა მხსნელი.
9 შენი ხელი შენს მოწინააღმდეგეებზე+ აღიმართება და მოიკვეთებიან შენი მტრები“.+
10 „იმ დღეს, — ამბობს იეჰოვა, — მოგისპობ ცხენებს და გაგინადგურებ ეტლებს,+
11 მოგისპობ შენი ქვეყნის ქალაქებს და დაგინგრევ სიმაგრეებს,+
12 ხელიდან მოგგკვეთ ჯადოქრობას და აღარ გეყოლება ჯადოქრები,+
13 მოგისპობ ქანდაკებებსა და სვეტებს და მეტად აღარ დაემხობი შენი ნახელავის წინაშე,+
14 ამოგიძირკვავ წმინდა ბოძებს+ და გავანადგურებ შენს ქალაქებს.
15 რისხვითა და მრისხანებით ვიძიებ შურს დაუმორჩილებელ ხალხებზე“.+