მიქა 6:1—16

6  ისმინეთ, რას ამბობს იეჰოვა!+ ადექი, მთების წინაშე წარმართე სასამართლო საქმე და ისმინონ გორებმა შენი ხმა!+  ისმინეთ, მთებო, იეჰოვას სასამართლო საქმე, და თქვენც, საუკუნოვანო კლდეებო, დედამიწის საფუძვლებო,+ რადგან სასამართლო საქმე აქვს იეჰოვას თავის ხალხთან, ისრაელს შეედავება ის:+  „ჩემო ხალხო,+ რა გაგიკეთე? რით დაგღალე?+ დაამოწმე ჩემ წინააღმდეგ!+  ეგვიპტის მიწიდან გამოგიყვანე+ და მონობის სახლიდან გამოგისყიდე.+ წინ წაგიმძღვარე მოსე, აარონი და მირიამი.+  ჩემო ხალხო, გაიხსენე,+ რას იზრახავდა მოაბის მეფე ბალაკი,+ და რა უპასუხა მას ბალაამმა, ბეორის ძემ.+ ასე იყო შიტიმიდან+ გილგალამდე,+ რათა ცნობილი გამხდარიყო იეჰოვას მართალი საქმეები“.+  რით შევეგებები+ იეჰოვას? რით ვცემ თაყვანს მაღალ ღმერთს?+ შევეგებები მას მთლიანად დასაწვავი შესაწირავებით,+ ერთწლიანი ხბოებით?  ესიამოვნება კი იეჰოვას ათასობით ვერძი, ათობით ათასი ზეთის მდინარე?!+ მივცე ჩემი პირველი ძე ჩემი ურჩობისთვის, ჩემი მუცლის ნაყოფი — ჩემი სულის ცოდვისთვის?+  მან გითხრა, ადამიანო, რა არის კარგი.+ რას ითხოვს იეჰოვა შენგან, თუ არა სამართლის ქმნას,+ სიკეთის* სიყვარულსა+ და მოკრძალებულად+ სიარულს შენს ღმერთთან ერთად?!+  იეჰოვას ხმა მოუხმობს ქალაქს,+ ბრძენს* შეეშინდება შენი სახელის.+ უსმინეთ კვერთხს და მას, ვინც დაადგინა იგი.+ 10  კიდევ არის ბოროტის სახლში ბოროტების საგანძური+ და ეფის ნაკლული, დაწუნებული საწყაო? 11  განა ვიქნები წმინდა არასწორი სასწორითა და მატყუარა ქვის საწონების აბგით?!+ 12  ძალადობით აივსნენ მისი მდიდრები და მისი მკვიდრები სიცრუეს ლაპარაკობენ,+ მზაკვარი ენა აქვთ პირში.+ 13  „მეც დაგკრავ და დაგასნეულებ,+ გაპარტახდები შენი ცოდვების გამო.+ 14  შეჭამ და ვერ გაძღები, გამოცარიელდები.+ გამოიტან ნივთებს, მაგრამ უსაფრთხოდ ვერ წაიღებ; და თუ რამეს უსაფრთხოდ წაიღებ, მახვილს მივცემ მას.+ 15  თესლს დათესავ, მაგრამ ვერ მოიმკი; ზეთისხილს დასრეს, მაგრამ ზეთს ვერ იცხებ; მაჭარს დაწურავ, მაგრამ ღვინოს ვერ დალევ.+ 16  ომრის+ წესებსა და ახაბის სახლის მთელ საქმიანობას მიჰყვებიან.+ თქვენც მათი რჩევებით დადიხართ,+ რათა გაოგნდეს ხალხი თქვენი შემხედვარე და სტვენა დავაწყებინო+ ხალხს მის მკვიდრთა გამო; ხალხთაგან შეურაცხყოფას იტვირთებთ“.+

სქოლიოები

ანუ ერთგული სიყვარული. ებრაულად ხესედ, რაც ნიშნავს სიყვარულით გამოვლენილ სიკეთეს.
ანუ პრაქტიკული სიბრძნის მქონეს.