მიქა 7:1—20

7  ვაიმე,+ რადგან შეგროვილ ზაფხულის ხილსა* და მომცვრეულ ყურძენს დავემსგავსე! ყურძნის ერთი მტევანიც აღარ დარჩა+ საჭმელად, აღარც საადრეო ლეღვი, ჩემი სულისთვის სასურველი!+  მოისპო დედამიწაზე ერთგული ადამიანი და არ არის მართალი კაცი ადამიანთა შორის.+ ყველანი სისხლის დასაღვრელად არიან ჩასაფრებულნი;+ თითოეული თავის ძმაზე ნადირობს ბადით.+  გაწაფული აქვთ ხელი ბოროტების საკეთებლად.+ რაღაცას ითხოვს მთავარი, მოსამართლე საჩუქრის მისაღებად ასამართლებს,+ დიდებული თავისი სულის წადილს გამოთქვამს;+ ისინი ერთად ხლართავენ ამას.  მათ შორის საუკეთესო ასკილის ბუჩქივითაა,+ მათ შორის ყველაზე მართალი ეკლის ღობეზე უარესია. დადგება შენი გუშაგების დღე, შენი განკითხვის დღე.+ მალე საგონებელში ჩავარდები.+  ნუ დაუჯერებთ მოძმეს, ნუ ენდობით ახლო მეგობარს.+ ბაგე დაიცავი მისგან, ვინც უბეში გიწევს.+  ვაჟი არაფრად აგდებს მამას, ასული დედის წინააღმდეგ გამოდის+ და რძალი — დედამთილის წინააღმდეგ;+ კაცის მტრები მისი ოჯახის წევრები არიან.+  მე კი კვლავაც იეჰოვასკენ მექნება მიპყრობილი მზერა.+ მოთმინებით დაველოდები ჩემი ხსნის ღმერთს.+ მომისმენს ჩემი ღმერთი.+  ნუ ხარობ ჩემზე, ქალო, ჩემო მტერო!+ დავეცი, მაგრამ წამოვდგები,+ სიბნელეში ვცხოვრობ,+ მაგრამ იეჰოვა იქნება ჩემი ნათელი.+  ვიტვირთებ იეჰოვას მრისხანებას — რადგან შევცოდე მას+ — სანამ არ განიხილავს ჩემს სასამართლო საქმეს და არ გამიჩენს სამართალს.+ სინათლეში გამომიყვანს ის; დავინახავ მის სიმართლეს.+ 10  დაინახავს ამას ჩემი მტერი და სირცხვილი დაფარავს მას,+ ვინც მეუბნებოდა: სად არისო შენი ღმერთი იეჰოვა?!+ ჩემი თვალი იხილავს ჩემს მტერს.+ გაითელება ის და ქუჩის ტალახივით აიზილება.+ 11  შენი გალავნის აგების დღეს, იმ დღეს შორს იქნება დადგენილება.+ 12  იმ დღეს მოვლენ შენთან ასურეთიდან და ეგვიპტის ქალაქებიდან, მიწებიდან, რომლებიც გადაჭიმულია ეგვიპტიდან მდინარემდე*,+ ზღვიდან ზღვამდე და მთიდან მთამდე.+ 13  გაპარტახდება მიწა მასზე მცხოვრებთა გამო, მათი საქმეთა ნაყოფის გამო.+ 14  მწყემსე შენი ხალხი შენი კვერთხით,+ შენი სამემკვიდრო ფარა, რომელიც მარტო ცხოვრობდა ტყეში, შუა ხილნარში.+ მოძოვონ მათ ბაშანსა და გალაადში,+ როგორც ძველად.+ 15  „გიჩვენებთ საოცრებებს, როგორც ეგვიპტის მიწიდან თქვენი გამოსვლის დღეს.+ 16  დაინახავენ ხალხები და შეარცხვენს მათ მათი ძლევამოსილება.+ პირზე ხელს აიფარებენ+ და დაყრუვდებიან. 17  გველივით მტვერს ალოკავენ,+ შეშფოთებულნი გამოცვივდებიან თავიანთი სიმაგრეებიდან დედამიწის ქვეწარმავლებივით.+ კანკალით მოვლენ იეჰოვასთან, ჩვენს ღმერთთან, და შეეშინდებათ მისი“.+ 18  შენსავით რომელი ღმერთი+ პატიობს დანაშაულს და გვერდს უვლის ცოდვას,+ რომელიც მისი მემკვიდრეობის დარჩენილ ნაწილს ჩაუდენია?+ მარადიულად არ იქნები განრისხებული, რადგან სიკეთე* გახარებს.+ 19  კვლავაც შეგვიწყალებ,+ დათრგუნავ ჩვენს დანაშაულს.+ შენ მოისვრი ზღვის სიღრმეებში მთელ ჩვენს ცოდვებს.+ 20  შენ უბოძებ მათ იაკობისთვის გამჟღავნებულ ჭეშმარიტებას და აბრაამისადმი გამოვლენილ სიკეთეს, რის მიცემასაც ფიცით დაჰპირდი ჩვენს მამა-პაპას დიდი ხნის წინათ.+

სქოლიოები

იგულისხმება ლეღვი, შესაძლოა ფინიკიც.
ანუ ევფრატამდე.
იხილეთ 6:8-ის სქოლიო.