მსაჯულები 11:1—40

11  გალაადელი+ იფთახი+ ძლიერი და მამაცი კაცი+ იყო. მეძავი+ ქალის შვილი იყო იფთახი. გალაადს შეეძინა იგი.  გალაადს ცოლმაც გაუჩინა ვაჟები. როცა ცოლის ვაჟები გაიზარდნენ, გააგდეს იფთახი და უთხრეს: „არ გეკუთვნის მემკვიდრეობა მამაჩვენის სახლში,+ რადგან სხვა ქალის შვილი ხარ“.  გაიქცა იფთახი თავისი ძმების გამო და ტობის მიწაზე+ დასახლდა. უსაქმური კაცები იკრიბებოდნენ ხოლმე იფთახთან და მასთან ერთად დათარეშობდნენ.+  გავიდა ხანი და ამონის ძეები ისრაელს შეებრძოლნენ.+  როცა ამონის ძეები ისრაელს შეებრძოლნენ,+ გალაადის უხუცესები მაშინვე წავიდნენ ტობის მიწაზე,+ რომ იფთახი წამოეყვანათ.  უთხრეს იფთახს: „წამოდი, ჩვენი მეთაური იყავი და შევებრძოლოთ ამონის ძეებს“.  იფთახმა მიუგო გალაადის უხუცესებს:+ „თქვენ არ იყავით, რომ შემიძულეთ და მამაჩემის სახლიდან გამომაგდეთ?!+ ახლა გაგიჭირდათ და იმიტომ მომაკითხეთ?!“+  გალაადის უხუცესებმა იფთახს უთხრეს: „ამიტომ მოვედით;+ უნდა გამოგვყვე, შეებრძოლო ამონის ძეებს და მთელი გალაადის მკვიდრთა წინამძღოლი გახდე“.+  მიუგო იფთახმა გალაადის უხუცესებს: „თუ წამიყვანთ ამონის ძეებთან საბრძოლველად და იეჰოვა ხელში ჩამიგდებს+ მათ, გავხდები თქვენი წინამძღოლი“. 10  გალაადის უხუცესებმა იფთახს უთხრეს: „იეჰოვა იყოს მოწმე ჩვენ შორის,+ თუ შენი სიტყვისამებრ არ მოვიქცეთ“.+ 11  გაჰყვა იფთახი გალაადის უხუცესებს და ხალხმა ის წინამძღოლად და მეთაურად დაისვა.+ თქვა იფთახმა თავისი სიტყვები მიცფაში+ იეჰოვას წინაშე.+ 12  გაუგზავნა იფთახმა მაცნეები ამონის+ ძეთა მეფეს და შეუთვალა: „რატომ მოხვედი ჩემთან+ საბრძოლველად ჩემს მიწაზე?“ 13  ამონის ძეთა მეფემ იფთახის მაცნეებს უთხრა: „იმიტომ, რომ ეგვიპტიდან გამოსული ისრაელი ჩემს მიწას დაეუფლა,+ არნონიდან+ მოყოლებული იაბოკამდე და იორდანემდე.+ მშვიდობიანად დამიბრუნე“. 14  კიდევ გაუგზავნა იფთახმა მაცნეები ამონის ძეთა მეფეს 15  და შეუთვალა: «აი რას ამბობს იფთახი: „არც მოაბის+ მიწას დაუფლებია ისრაელი და არც ამონის ძეების+ მიწას. 16  ეგვიპტიდან გამოსულმა ისრაელმა უდაბნოში იარა წითელ ზღვამდე+ და კადეშს+ მიადგა. 17  გაუგზავნა ისრაელმა ედომის+ მეფეს მაცნეები და სთხოვა, შენს მიწაზე გამატარეო, მაგრამ ედომის მეფემ ყური არ დაუგდო. მოაბის+ მეფესაც შეუთვალეს, მაგრამ არც ის დათანხმდა, და კადეშში+ ცხოვრობდა ისრაელი. 18  უდაბნოში რომ დადიოდნენ, შემოუარეს ედომის+ მიწასა და მოაბის მიწას, წავიდნენ მოაბის+ მიწის აღმოსავლეთით და არნონის მხარეში დაბანაკდნენ; მოაბის საზღვარი+ არ გადაუკვეთავთ, რადგან არნონი მოაბის საზღვარი+ იყო. 19  გაუგზავნა ისრაელმა მაცნეები ამორეველთა მეფე სიხონს და ხეშბონის მეფეს+ და სთხოვა ისრაელმა, გაგვატარე შენს მიწაზე, რომ ჩვენს ადგილზე მივიდეთო.+ 20  არ თანხმდებოდა სიხონი ისრაელს, რომ თავის მიწაზე გაეტარებინა; შეკრიბა სიხონმა თავისი ხალხი და იაჰაცში+ დაბანაკდა ისრაელთან საბრძოლველად.+ 21  ხელში ჩაუგდო ისრაელს იეჰოვამ, ისრაელის ღმერთმა სიხონი და მთელი მისი ხალხი; შეუტია ისრაელმა და დაეუფლა ამორეველთა მთელ მიწას.+ 22  ასე დაეუფლნენ ამორეველთა მთელ მიწას არნონიდან იაბოკამდე და უდაბნოდან იორდანემდე.+ 23  იეჰოვამ, ისრაელის ღმერთმა განდევნა ამორეველები თავისი ხალხის,+ ისრაელისგან, შენ კი ამ ხალხს დევნი. 24  განა არ განდევნი იმას, ვისაც შენი ღმერთი, ქემოში+ განგადევნინებს?! ჩვენც იმას განვდევნით, ვისაც იეჰოვა, ჩვენი ღმერთი განგვადევნინებს.+ 25  რით სჯობიხარ მოაბის მეფეს,+ ბალაკ ციფორის ძეს? თუ შედავებია ის ისრაელს ან თუ შებრძოლებია?! 26  უკვე სამასი წელია, რაც ისრაელი ხეშბონსა და მის მიმდებარე ქალაქებში+ ცხოვრობს, აროერსა+ და მის მიმდებარე ქალაქებში, არნონის გაღმა-გამოღმა მდებარე ქალაქებში. რატომ მაშინვე არ დაიბრუნე ისინი?+ 27  მე არ შემიცოდავს შენ წინაშე, შენ კი ბოროტად მექცევი და მებრძვი. იეჰოვამ, ჩვენმა მოსამართლემ+ განსაჯოს ისრაელის ძეები და ამონის ძეები“». 28  ყური არ დაუგდო ამონის ძეთა მეფემ იფთახის შემონათვალს.+ 29  გადმოვიდა იფთახზე იეჰოვას სული,+ გაიარა გალაადი, მენაშე, გალაადის მიცფე და გალაადის მიცფიდან+ ამონის ძეებისკენ წავიდა. 30  აღთქმა+ დაუდო იფთახმა იეჰოვას: „თუ ხელში ჩამიგდებ ამონის ძეებს, 31  როცა ამონის ძეებისგან მშვიდობით დავბრუნდები,+ ვინც ჩემი სახლის კარებიდან გამომეგებება, იეჰოვასი იყოს;+ შევწირავ მას, როგორც დასაწვავ შესაწირავს“.+ 32  მივიდა იფთახი ამონის ძეებთან საბრძოლველად და იეჰოვამ ხელში ჩაუგდო მას ისინი. 33  აროერიდან შეუტიეს მინითამდე,+ ოცი ქალაქი აიღეს და ხოცვა-ჟლეტით მივიდნენ აბელ-კერამიმამდე. დაიმორჩილეს ამონის ძეები ისრაელის ძეებმა. 34  ბოლოს იფთახი მიცფაში+ ჩავიდა, თავის სახლში, და რას ხედავს! მისი ასული გამოეგება მას დაირის დაკვრითა და ცეკვით,+ ერთადერთი შვილი! მის გარდა იფთახს არც ვაჟი ჰყოლია და არც ასული. 35  მის დანახვაზე ტანსაცმელი შემოიხია+ და თქვა: „ვაიმე, შვილო! ეს რა მიყავი! თურმე შენ გაგრიყე, შვილო, მაგრამ სიტყვა მივეცი იეჰოვას და უკან ვერ წავიღებ!“+ 36  მან კი მიუგო: „მამა, თუ სიტყვა მიეცი იეჰოვას, შენი სიტყვისამებრ მომექეცი,+ რადგან შური იძია იეჰოვამ შენს მტრებზე, ამონის ძეებზე“. 37  უთხრა მამას: „ერთ რამესა გთხოვ: გამიშვი ორი თვით, მთაში წავალ და ჩემს დობილებთან ერთად გამოვიტირებ ჩემს ქალწულობას“.+ 38  მან მიუგო: „წადი!“ ისიც წავიდა ორი თვით. წავიდა თავის დობილებთან ერთად და მთაში გამოიტირა ქალწულობა. 39  ორი თვის შემდეგ მამამისთან დაბრუნდა, და მანაც დადებული აღთქმა შეასრულა.+ არ დაწოლილა იფთახის ასული მამაკაცთან. ისრაელში წესად დაიდო, 40  რომ ყოველწლიურად ისრაელის ასულები გალაადელი იფთახის ასულთან მიდიოდნენ და აქებდნენ მას, წელიწადში ოთხ დღეს.+

სქოლიოები