მსაჯულები 13:1—25

13  კვლავ დაიწყეს ბოროტების ჩადენა ისრაელის ძეებმა იეჰოვას თვალში,+ რის გამოც ფილისტიმელთა+ ხელში ამყოფა ისინი იეჰოვამ ორმოც წელიწადს.  დანის+ საგვარეულოში იყო ერთი ცორელი+ კაცი, სახელად მანოახი.+ მას უშვილო ცოლი ჰყავდა და შვილი არ ჰყოლია.+  გამოეცხადა იმ ქალს იეჰოვას ანგელოზი+ და უთხრა: „უშვილო ხარ და შვილი არ გყოლია. დაორსულდები და ვაჟს გააჩენ.+  თავს გაუფრთხილდი, არ დალიო არც ღვინო და არც სხვა მათრობელი სასმელი,+ არც უწმინდური ჭამო რამე,+  რადგან დაორსულდები და ვაჟს გააჩენ; სამართებელი არ მიაკარო მის თავს,+ რადგან ბავშვი მუცლიდანვე+ ღვთის ნაზირი*+ იქნება და ის იხსნის ისრაელს ფილისტიმელთა ხელიდან“.+  წავიდა ქალი და თავის ქმარს უთხრა: „ჭეშმარიტი ღვთის კაცი მოვიდა ჩემთან; ჭეშმარიტი ღვთის ანგელოზს+ ჰგავდა და შიშის მომგვრელი+ იყო. არ მიკითხავს, საიდან იყო და არც მას უთქვამს თავისი სახელი.+  ასე მითხრა, დაორსულდები და ვაჟს გააჩენო.+ არ დალიო არც ღვინო და არც სხვა მათრობელი სასმელი, არც უწმინდური ჭამო რამე, რადგან ბავშვი მუცლიდანვე ღვთის ნაზირი იქნება სიკვდილამდეო“.+  შეევედრა მანოახი იეჰოვას: „მაპატიე, იეჰოვა,+ მაგრამ იქნებ ის ჭეშმარიტი ღვთის კაცი, შენ რომ გამოგზავნე, კიდევ მოვიდეს და გვასწავლოს,+ რა ვუყოთ ბავშვს, რომელიც დაიბადება“.+  ჭეშმარიტმა ღმერთმაც მოისმინა მანოახის+ ხმა და ჭეშმარიტი ღვთის ანგელოზი კვლავ მივიდა მინდორში მჯდომ ქალთან; მანოახი, მისი ქმარი, იქ არ იყო. 10  ქალი მაშინვე გაიქცა და ქმარს შეატყობინა:+ „ის კაცი გამომეცხადა, იმ დღეს რომ იყო მოსული“.+ 11  ადგა მანოახი, გაჰყვა თავის ცოლს, მივიდა იმ კაცთან და ჰკითხა: „შენ ელაპარაკე ამ ქალს?“+ მან მიუგო: „მე ველაპარაკე“. 12  მანოახმა უთხრა: „შენი სიტყვისამებრ იყოს. როგორი ცხოვრება ექნება ბავშვს და რას გააკეთებს?“+ 13  იეჰოვას ანგელოზმა მანოახს მიუგო: „ერიდოს ქალი ყველაფერს, რაც ვუთხარი.+ 14  ვაზისგან მოწეული არაფერი ჭამოს, არც ღვინო დალიოს და არც სხვა მათრობელი სასმელი,+ არც უწმინდური ჭამოს+ რამე. ყველაფერი დაიცვას, რაც ვუთხარი“.+ 15  უთხრა მანოახმა იეჰოვას ანგელოზს: „ცოტა ხანს დაგაყოვნებ, თიკანს დაგიკლავ“.+ 16  იეჰოვას ანგელოზმა მანოახს მიუგო: „რომც დამაყოვნო, შენს პურს მაინც არ შევჭამ, მაგრამ თუ დასაწვავ შესაწირავს შესწირავ იეჰოვას,+ შესწირე“. არ იცოდა მანოახმა, რომ ის იეჰოვას ანგელოზი იყო. 17  ჰკითხა მანოახმა იეჰოვას ანგელოზს: „რა გქვია?+ როცა შენი სიტყვა შესრულდება, პატივს გცემთ“. 18  იეჰოვას ანგელოზმა მიუგო: „სახელს რატომ მეკითხები? საოცარია ეს სახელი“. 19  წაიყვანა მანოახმა თიკანი, წაიღო მარცვლეული შესაწირავი და ქვაზე შესწირა იეჰოვას,+ მან კი საოცრება მოახდინა მანოახისა და მისი ცოლის თვალწინ. 20  როცა სამსხვერპლოდან ალი ცად ავარდა, იეჰოვას ანგელოზი სამსხვერპლოს ალს აჰყვა მანოახისა და მისი ცოლის თვალწინ.+ ისინი მაშინვე პირქვე დაემხვნენ მიწაზე.+ 21  იეჰოვას ანგელოზი მეტად აღარ გამოსცხადებია მანოახსა და მის ცოლს. მაშინ მიხვდა მანოახი, რომ ის იეჰოვას ანგელოზი იყო.+ 22  უთხრა მანოახმა თავის ცოლს: „მოვკვდებით,+ რადგან ღმერთი ვიხილეთ“.+ 23  მისმა ცოლმა მიუგო: „იეჰოვას ჩვენი სიკვდილი რომ ნდომებოდა, არ მიიღებდა ჩვენი ხელიდან დასაწვავ შესაწირავსა+ და მარცვლეულ შესაწირავს, არ გვაჩვენებდა და არ მოგვასმენინებდა ამ ყველაფერს“.+ 24  გააჩინა ქალმა ვაჟი და სამსონი+ დაარქვა. იზრდებოდა ბიჭი და იეჰოვა კურთხევას არ აკლებდა.+ 25  დაიწყო იეჰოვას სულმა+ მასზე მოქმედება მახანე-დანში,+ ცორასა+ და ეშთაოლს+ შორის.

სქოლიოები

ანუ გამორჩეული, მიძღვნილი, გამოცალკევებული.