მსაჯულები 14:1—20

14  ჩავიდა სამსონი თიმნაში+ და ნახა ერთი ფილისტიმელი ქალი.  წავიდა თავის დედ-მამასთან და უთხრა: „თიმნაში ერთი ფილისტიმელი ქალი ვნახე და ცოლად მომიყვანეთ“.+  დედ-მამამ უთხრა მას: „დაილია ქალები შენს ძმებსა და ჩემს ხალხს შორის,+ წინადაუცვეთელ ფილისტიმელთაგან+ რომ არ მოიყვანო ცოლი?!“ სამსონი კი არ ეშვებოდა მამამისს: „ის მომიყვანე, მე ის მომწონს“.  მამამისმა და დედამისმა არ იცოდნენ, რომ ეს იეჰოვასგან იყო;+ ის ხელსაყრელ შემთხვევას ეძებდა ფილისტიმელთა წინააღმდეგ, რადგან ფილისტიმელები იმ დროს ისრაელზე ბატონობდნენ.+  ჩავიდა სამსონი თიმნაში+ დედ-მამასთან ერთად. მიუახლოვდა თიმნას ვენახებს და რას ხედავს! ლომი ღრიალით მოემართება მისკენ.  ამოქმედდა სამსონზე იეჰოვას სული+ და თიკანივით შუაზე გახლიჩა მან ლომი; ხელში არაფერი სჭერია. არ უთქვამს დედ-მამისთვის, რაც გააკეთა.  ჩავიდა და ელაპარაკა იმ ქალს; კვლავ მოსწონდა სამსონს იგი.+  რამდენიმე ხანში წამოსაყვანად ჩააკითხა.+ გზაში ლომის მძორის სანახავად გადაუხვია და შიგ ფუტკრები და თაფლი ნახა.+  გამოფხიკა, ხელისგულზე გადმოიღო და გზადაგზა ჭამდა.+ დედ-მამას რომ დაეწია, მათაც აჭამა, მაგრამ არ უთქვამს, რომ თაფლი ლომის მძორიდან გამოიღო. 10  მივიდა მამამისი იმ ქალთან და სამსონმა იქვე გამართა ნადიმი,+ როგორც ჭაბუკები აკეთებდნენ ხოლმე. 11  როცა დაინახეს იგი, მაშინვე მიუყვანეს მაყრები და გვერდით დაუსვეს. 12  უთხრა მათ სამსონმა: „ერთ გამოცანას გეტყვით.+ თუ შვიდდღიანი+ ნადიმის განმავლობაში გამოიცნობთ, ოცდაათ ხელ საცვალსა და ტანსაცმელს მოგცემთ,+ 13  თუ ვერ გამოიცნობთ, მაშინ თქვენ მომეცით ოცდაათი ხელი საცვალი და ტანსაცმელი“. მათ მიუგეს: „გვითხარი შენი გამოცანა და მოგისმენთ“. 14  მან უთხრა: „მჭამელისგან+ საჭმელი გამოვიდა და ძლიერისგან — ტკბილი“.+ სამ დღეში ვერ გამოიცნეს. 15  მეოთხე დღეს უთხრეს მათ სამსონის ცოლს: „დაიყოლიე შენი ქმარი, რომ გვითხრას გამოცანის ახსნა,+ თორემ გადაგწვავთ შენც და მამაშენის სახლსაც.+ იმიტომ მოგვიწვიეთ, რომ გაგვძარცვოთ?“+ 16  მოჰყვა ტირილს სამსონის ცოლი:+ „გძულვარ, არ გიყვარვარ.+ გამოცანა გითქვამს ჩემი ხალხისთვის,+ პასუხს კი არ მეუბნები“. მან მიუგო: „საკუთარი დედ-მამისთვის არ მითქვამს+ და შენ გეტყვი?!“ 17  შვიდ დღეს ტიროდა ქალი, რამდენ ხანსაც ნადიმი გრძელდებოდა, და მეშვიდე დღეს უთხრა, რადგან იძულებული გახადა.+ მან კი თავის ხალხს უთხრა გამოცანა.+ 18  მეშვიდე დღეს, სანამ იგი შიდა ოთახში შევიდოდა, ქალაქში მცხოვრებმა კაცებმა უთხრეს მას:+ „რა არის თაფლზე ტკბილი და ლომზე ძლიერი?!“+ მან მიუგო: „ჩემი დეკეულით რომ არ მოგეხნათ,+ ვერ გამოიცნობდით ჩემს გამოცანას“.+ 19  ამოქმედდა მასზე იეჰოვას სული,+ ჩავიდა იგი აშკელონში,+ მოკლა ოცდაათი კაცი, წამოიღო, რაც მათ გახადა, მისცა ტანსაცმელი მათ, ვინც გამოცანა გამოიცნო,+ და გაცეცხლებული წავიდა მამამისის სახლში. 20  სამსონის ცოლი+ მის გვერდით მყოფმა ერთ-ერთმა მაყარმა+ შეირთო.

სქოლიოები