მსაჯულები 15:1—20

15  გავიდა დრო და ხორბლის მკის დროს სამსონი თავისი ცოლის სანახავად წავიდა და თან თიკანი+ წაიყვანა, ამბობდა, შევალო ჩემს ცოლთან შიდა ოთახში,+ მაგრამ ქალის მამამ არ შეუშვა.  უთხრა ქალის მამამ: „ვთქვი, მართლა სძულებია-მეთქი+ და ერთ-ერთ შენს მაყარს+ მივათხოვე. უმცროსი და არა სჯობია მას? მის ნაცვლად ის წაიყვანე“.  სამსონმა თქვა: „უდანაშაულო ვიქნები ფილისტიმელთა წინაშე, თუ მათ შავ დღეს დავაყენებ“.+  წავიდა სამსონი და სამასი მელა+ დაიჭირა; აიღო ჩირაღდნები, მელიები კუდებით გადააბა და კუდებს შორის თითო ჩირაღდანი ჩაამაგრა;  ჩირაღდნებს ცეცხლი მოუკიდა და მელიები ფილისტიმელთა ყანებში გაუშვა. ასე გადაწვა ძნებიცა და სამკალიც, ვენახებიცა და ზეთისხილის ბაღებიც.+  ფილისტიმელები კითხულობდნენ, ეს ვინ ჩაიდინაო? უთხრეს, სამსონმა, თიმნელის სიძემ, რადგან მან მისი ცოლი ერთ-ერთ მაყარს+ მიათხოვაო. წავიდნენ ფილისტიმელები და ის ქალიცა და მამამისიც ცეცხლში დაწვეს.+  სამსონმა უთხრა მათ: „რაკი ასე იქცევით, ვერ მოვისვენებ, თუ შური არ ვიძიე თქვენზე“.+  ურტყა მათ, ფეხები და ბარძაყები დააჭრა და ერთმანეთზე დაახვავა. წავიდა და ეტამის კლდის ნაპრალში+ დასახლდა.  ავიდნენ ფილისტიმელები+ იუდაში+ და იქ დაბანაკდნენ; ლეხთან+ დათარეშობდნენ. 10  იუდეველებმა ჰკითხეს მათ: „რატომ ამოხვედით?“ მათ მიუგეს: „სამსონის შესაპყრობად ამოვედით; ჩვენც ისე უნდა მოვექცეთ, როგორც ის მოგვექცა“. 11  ჩავიდა სამასი კაცი იუდადან ეტამის კლდის ნაპრალთან+ და სამსონს უთხრა: „არ იცი, რომ ფილისტიმელები ბატონობენ ჩვენზე?!+ ეს რა გვიყავი?! მან მიუგო: „როგორც ისინი მომექცნენ, მეც ისე მოვექეცი“.+ 12  მათ უთხრეს: „შენ შესაპყრობად ჩამოვედით, რომ ფილისტიმელებს გადაგცეთ ხელში“. სამსონმა მიუგო: „შემომფიცეთ, რომ არაფერს დამიშავებთ“. 13  მათ უთხრეს: „არაფერს დაგიშავებთ, მხოლოდ შეგბოჭავთ და მათ გადაგცემთ ხელში; მოკვლით არ მოგკლავთ“. შეკრეს იგი ორი ახალი თოკით+ და წაიყვანეს. 14  როგორც კი ლეხთან მივიდა, ფილისტიმელებმა მის დანახვაზე ყიჟინა დასცეს.+ ამოქმედდა მასზე იეჰოვას სული;+ მხრებზე შემოხვეული თოკები დამწვარ სელს დაემსგავსა+ და ხელებიდან ბორკილები დასცვივდა. 15  დაინახა ახალმოკლული ვირის ყბა, სტაცა ხელი და ათასი კაცი მოკლა.+ 16  სამსონმა თქვა: „ვირის ყბით ერთიორად დავახვავე! ვირის ყბით მოვკალი ათასი“.+ 17  ეს რომ თქვა, მოისროლა ყბა და იმ ადგილს რამათ-ლეხი*+ უწოდა. 18  ძალიან მოსწყურდა და იეჰოვას მოუხმო: „შენ მოიმოქმედე ეს დიდებული ხსნა შენი მსახურის ხელით+ და ახლა წყურვილით მოვკვდე და წინადაუცვეთელებს+ ჩავუვარდე ხელში?“ 19  ღმერთმა ნაპრალი გააჩინა ლეხში და იქიდან წყალი+ გადმოვიდა; დალია, სული მოითქვა+ და გამოცოცხლდა.+ ამიტომ დაარქვა მას ენ-ჰაკორე*, რომელიც დღემდე ლეხშია. 20  ოც წელიწადს იყო იგი ფილისტიმელთა დროს ისრაელის მსაჯული.+

სქოლიოები

ნიშნავს ყბის მაღლობს.
ნიშნავს მომხმობის წყაროს.