მსაჯულები 19:1—30
19 იმ დროს მეფე არ ჰყავდა ისრაელს.+ ერთი ლევიანი ცხოვრობდა ეფრემის შორეულ მთიან მხარეში.+ მან ხარჭა+ მოიყვანა ცოლად იუდას ბეთლემიდან.+
2 იმრუშა+ მისმა ხარჭამ და უორგულა მას. წავიდა იგი მამამისის სახლში, იუდას ბეთლემში, და იქ ოთხი სრული თვე დარჩა.
3 ადგა მისი ქმარი და ჩააკითხა, რომ მისი გული მოეგო და უკან წამოეყვანა; თან ჰყავდა მსახური+ და ორი ვირი. ქალმა იგი მამამისის სახლში შეიყვანა. დაინახა ის ახალგაზრდა ქალის მამამ და სიხარულით შეეგება.
4 არ გაუშვა იგი სიმამრმა, ახალგაზრდა ქალის მამამ, და სამ დღეს დარჩა მასთან. ჭამდნენ და სვამდნენ; იქ ათევდა ღამეს.+
5 მეოთხე დღეს, როცა ჩვეულებისამებრ დილით ადრე ადგნენ და წასვლა დააპირა, ახალგაზრდა ქალის მამამ სიძეს უთხრა: „ცოტა პური ჭამე+ და მერე წადით“.
6 დასხდნენ ორივენი, ჭამეს და სვეს. ახალგაზრდა ქალის მამამ იმ კაცს სთხოვა: „მოდი, დღესაც დარჩი+ და გული გაიმხიარულე“.+
7 წასვლა რომ დააპირა, არ მოეშვა სიმამრი, და კიდევ ერთი ღამე დარჩა.+
8 მეხუთე დღეს, როცა დილით ადრე წასვლა დააპირა, ახალგაზრდა ქალის მამამ უთხრა: „ჯერ დანაყრდი“.+ აყოვნებდნენ ისინი დღის ბოლომდე და განაგრძობდნენ ჭამას.
9 ადგა ის კაცი+ და წასვლა დააპირა თავის ხარჭასთან+ და მსახურთან+ ერთად. უთხრა სიმამრმა, ახალგაზრდა ქალის მამამ: „უკვე მოსაღამოვდა, ეს ღამეც გაათიეთ,+ დღე უკვე ილევა, აქ გაათიე ღამე და გული გაიმხიარულე.+ დილით ადრე ადექით, გზას დაადექით და მიდით თქვენს კარავში“.
10 არ დათანხმდა ის კაცი ღამის გათევაზე; ადგა, წავიდა და იებუსთან,+ იგივე იერუსალიმთან მივიდა;+ თან წაიყვანა ორი შეკაზმული ვირი, ხარჭა და მსახური.
11 იებუსს რომ მიადგნენ, დღე უკვე მიწურული იყო+ და მსახურმა თავის ბატონს უთხრა: „მოდი, შევიდეთ იებუსელთა+ ქალაქში და იქ გავათიოთ ღამე“.
12 ბატონმა მიუგო: „ნუ შევალთ უცხოელთა+ ქალაქში, სადაც ისრაელის ძეები არ არიან. გიბამდე მივიდეთ“.+
13 უთხრა თავის მსახურს: „წამო, წავიდეთ და ან გიბაში გავათიოთ ღამე, ან რამაში“.+
14 განაგრძეს გზა და ბენიამინის გიბასთან შემოაღამდათ.
15 გადაუხვიეს და გიბაში შევიდნენ ღამის გასათევად. ქალაქის მოედანზე მივიდნენ და იქ დასხდნენ; ისეთი არავინ გამოჩნდა, ვინც სახლში წაიყვანდა ღამის გასათევად.+
16 საღამო ხანს ერთი მოხუცი გამოჩნდა,+ რომელიც მინდვრიდან ბრუნდებოდა; ის ეფრემის მთიანი მხარიდან+ იყო და დროებით გიბაში ცხოვრობდა, იქაურები კი ბენიამინელები+ იყვნენ.
17 ასწია თავი მოხუცმა და ქალაქის მოედანზე მგზავრი რომ დაინახა, ჰკითხა: „საიდან მოდიხარ და საით მიდიხარ?“+
18 მან მიუგო: „იუდას ბეთლემიდან ეფრემის შორეულ მთიან მხარეში+ მივდივართ, იქაური ვარ. იუდას ბეთლემში+ ვიყავი, ახლა სახლში მივდივარ და არავინ გამოჩნდა, რომ შინ შევეყვანე.+
19 ბზეც მაქვს და საკვებიც+ ვირებისთვის, პურიცა+ და ღვინოც — ჩემთვის, შენი მხევლისთვის+ და შენი მორჩილის მსახურისთვის.+ არაფერი გვაკლია“.
20 მოხუცმა უთხრა: „მშვიდობა შენდა!+ თუ რამე გაკლია, ჩემზე იყოს,+ ოღონდ მოედანზე ნუ გაათევ ღამეს“.
21 წაიყვანა სახლში,+ ვირებს საკვები დაუყარა,+ ფეხები დაიბანეს+ და დაიწყეს ჭამა-სმა.
22 გულს რომ იმხიარულებდნენ,+ იმ ქალაქის უვარგისი კაცები+ შემოეხვივნენ სახლს+ და ერთმანეთს კარზე ახეთქებდნენ; ეუბნებოდნენ იმ მოხუცს, სახლის პატრონს: „გამოიყვანე ის კაცი, სახლში რომ გყავს, რომ დავწვეთ მასთან!“+
23 გავიდა სახლის პატრონი მათთან და უთხრა:+ „არა, ძმებო,+ ცუდს ნურაფერს ჩაიდენთ, რადგან ეს კაცი ჩემს სახლშია მოსული. ნუ ჩაიდენთ სამარცხვინო საქმეს.+
24 აი ჩემი ქალწული, აი მისი ხარჭა, მათ გამოგიყვანთ; თუ გინდათ გააუპატიურეთ,+ ან რაც გინდათ, ის უყავით, ოღონდ ამ კაცთან არ ჩაიდინოთ ეს სამარცხვინო საქმე“.
25 არ მოუსმინეს მას. მაშინ ხელი მოჰკიდა იმ კაცმა თავის ხარჭას+ და გაუყვანა მათ. წვებოდნენ მასთან+ და მთელი ღამე, დილამდე აუპატიურებდნენ;+ მხოლოდ განთიადისას გაუშვეს.
26 გამთენიისას მივიდა ქალი და იმ კაცის სახლის შესასვლელთან დაეცა, სადაც მისი ბატონი იყო,+ და დილამდე იქ ეგდო.
27 ადგა დილით ადრე მისი ბატონი, გააღო სახლის კარი, რომ წასულიყო, და რას ხედავს! ის ქალი, თავისი ხარჭა,+ სახლის შესასვლელთან გდია და ხელები ზღურბლზე უყრია!
28 უთხრა, ადექი, წავიდეთო, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო.+ აიყვანა მან იგი, ვირს გადაჰკიდა და წავიდა.+
29 სახლში რომ მივიდა, აიღო დასაკლავი დანა, მოჰკიდა ხელი თავის ხარჭას, თორმეტ ნაწილად,+ ასო-ასო დაჭრა და ისრაელის ყველა კუთხეში დაგზავნა.+
30 ყველამ, ვინც ეს დაინახა, თქვა: „ასეთი რამ არც დღემდე მომხდარა და არც იმ დღიდან მოყოლებული უნახავს ვინმეს, რაც ისრაელის ძეები ეგვიპტის მიწიდან გამოვიდნენ. დაუკვირდით, იმსჯელეთ+ და თქვით!“