მსაჯულები 20:1—48

20  გამოვიდნენ+ ისრაელის ძეები და მთელი კრებული, როგორც ერთი კაცი,+ შეიკრიბა იეჰოვას წინაშე მიცფაში,+ დანიდან+ ბეერ-შებამდე,+ გალაადის+ ჩათვლით.  მთელი ხალხის, ისრაელის ტომთა თავკაცებმა თავ-თავიანთი ადგილები დაიკავეს ჭეშმარიტი ღვთის ხალხის კრებულში,+ სადაც მახვილის ამღები ოთხასი ათასი ქვეითი იყო.+  გაიგეს ბენიამინის ძეებმა, რომ ისრაელის ძეები მიცფაში+ ასულიყვნენ. ისრაელის ძეებმა უთხრეს მათ: „გვითხარით, როგორ მოხდა ეს ბოროტება?“+  ამაზე ლევიანმა,+ მოკლული ქალის ქმარმა მიუგო: „ღამის გასათევად ბენიამინის გიბაში+ მივედი ჩემს ხარჭასთან+ ერთად.  ჩემ წინააღმდეგ გამოვიდნენ გიბელები, ღამით გარს შემოერტყნენ სახლს და მოკვლა დამიპირეს. ბოლოს გამიუპატიურეს ხარჭა+ და მოკვდა იგი.+  ავიყვანე ჩემი ხარჭა, დავჭერი და ისრაელის სამკვიდროს+ ყველა კუთხეში დავგზავნე, რადგან სამარცხვინო საქმე+ ჩაიდინეს ისრაელში.+  ისრაელის ძეებო, თქვით თქვენი სიტყვა და აქვე გადაწყვიტეთ!“+  ყველა ერთი კაცივით ადგა+ და თქვა: „არც ერთი ჩვენგანი არ წავა თავის კარავში და არც ერთი — თავის სახლში.+  აი, როგორ მოვექცევით გიბას, წილისყრით+ გავილაშქრებთ მასზე. 10  შევარჩიოთ ისრაელის თითოეულ ტომში ასიდან ათი კაცი, ათასიდან — ასი, ათი ათასიდან — ათასი, რათა საგზალი მოვატანინოთ ხალხისთვის, რომელიც ბენიამინის გიბაზე გაილაშქრებს იმ სამარცხვინო+ საქციელის გამო, რაც ისრაელში ჩაიდინეს“. 11  მთელი ისრაელი შეიკრიბა ქალაქის წინააღმდეგ და ერთი კაცივით გაერთიანდა. 12  კაცები გაუგზავნეს ისრაელის ტომებმა ბენიამინის+ ტომს და შეუთვალეს: „ეს რა ბოროტება მომხდარა თქვენ შორის?!+ 13  გადმოგვეცით+ უვარგისი+ გიბელები,+ რომ დავხოცოთ+ და აღმოვფხვრათ ბოროტება ისრაელიდან!“+ მაგრამ არ მოუსმინეს ბენიამინის ძეებმა თავიანთ ძმებს, ისრაელის ძეებს.+ 14  გიბაში შეიკრიბნენ ბენიამინის ძეები თავ-თავიანთი ქალაქებიდან ისრაელის ძეებთან საბრძოლველად. 15  შეიკრიბნენ ბენიამინის ძეები თავ-თავიანთი ქალაქებიდან, მახვილის ამღები+ ოცდაექვსი ათასი კაცი შეუერთდა გიბას მკვიდრთ, რომელთაგანაც შვიდასი რჩეული კაცი იყო. 16  მთელ ხალხში შვიდასი რჩეულიდან ყველა ცაცია+ იყო; ისე ისროდნენ ქვებს,+ რომ თმის ღერს არ აცილებდნენ. 17  შეიკრიბნენ ისრაელები ბენიამინელთა გარდა, მახვილის ამღები+ ოთხასი ათასი კაცი, ყველა მეომარი. 18  ადგნენ, ბეთელში ავიდნენ და ღმერთს დაეკითხნენ;+ ჰკითხეს ისრაელის ძეებმა: „რომელი ჩვენგანი უნდა გავიდეს პირველი ბენიამინის ძეებთან საბრძოლველად?“+ იეჰოვამ მიუგო: „პირველი იუდა გავიდეს“.+ 19  ადგნენ დილით ისრაელის ძეები და გიბასთან დაბანაკდნენ საბრძოლველად. 20  გავიდნენ ისრაელები ბენიამინთან საბრძოლველად და გიბასთან რაზმებად დაიყო. 21  გამოვიდნენ ბენიამინის ძეები გიბადან+ და იმ დღეს ოცდაორი ათასი ისრაელი დასცეს მიწაზე.+ 22  მოიკრიბა გამბედაობა ისრაელმა და კვლავ დაირაზმა იმ ადგილას, სადაც პირველ დღეს იდგნენ. 23  წავიდნენ ისრაელის ძეები, საღამომდე ტიროდნენ+ იეჰოვას წინაშე და ეკითხებოდნენ იეჰოვას: „კიდევ გავიდეთ ბენიამინის, ჩვენი ძმის ძეებთან საბრძოლველად?“+ იეჰოვამ მიუგო: „გადით!“ 24  მეორე დღეს კვლავ მივიდნენ ისრაელის ძეები ბენიამინის ძეებთან.+ 25  მეორე დღეს ბენიამინიც გამოვიდა გიბადან მათთან შესახვედრად და იმ დღეს მახვილის ამღები+ კიდევ თვრამეტი ათასი ისრაელის ძე დასცეს მიწაზე.+ 26  წავიდნენ ისრაელის ძეები,+ მთელი ხალხი, და მივიდნენ ბეთელში. ატირდნენ+ და იეჰოვას წინაშე დასხდნენ; საღამომდე იმარხულეს+ და დასაწვავი შესაწირავი+ და მშვიდობის მსხვერპლი*+ შესწირეს იეჰოვას. 27  დაეკითხნენ იეჰოვას+ ისრაელის ძეები, რადგან იმ დროს იქ იყო ჭეშმარიტი ღვთის შეთანხმების კიდობანი.+ 28  მის წინ იდგა იმ დროს+ აარონის ვაჟის, ელეაზარის ვაჟი ფინხასი,+ რომელმაც იკითხა: „კიდევ გავიდე ჩემი ძმის, ბენიამინის ძეებთან საბრძოლველად თუ აღარ გავიდე?“+ იეჰოვამ მიუგო: „გადი, რადგან ხვალ ჩაგიგდებ მას ხელში“.+ 29  ყოველი მხრიდან ჩაუსაფრდა+ ისრაელი გიბას. 30  გავიდნენ მესამე დღეს ისრაელის ძეები ბენიამინის ძეებთან საბრძოლველად და უწინდებურად გიბასთან დაირაზმნენ.+ 31  როცა ბენიამინელებიც გავიდნენ მათ დასახვედრად, ისინი ქალაქიდან შორს წავიდნენ.+ ახლაც უწინდებურად ხოცავდნენ ხალხს მინდორში, ბეთელისა+ და გიბასკენ+ მიმავალ გზებზე, დაახლოებით ოცდაათი კაცი მოკლეს ისრაელში.+ 32  ამბობდნენ ბენიამინის ძეები, უწინდებურად ვამარცხებთო მათ.+ ისრაელის ძეებმა კი თქვეს: „გავიქცეთ+ და ამ გზებით დავაშოროთ ისინი ქალაქს“. 33  ადგნენ ისრაელები იქიდან და ბაალ-თამართან დაირაზმნენ, ჩასაფრებულმა+ ისრაელებმა კი გიბას+ დასახლებაზე მიიტანეს იერიში. 34  ათი ათასი რჩეული ისრაელი გამოვიდა გიბასთან და სასტიკი ბრძოლა გაიმართა; არ იცოდნენ ბენიამინელებმა, რომ უბედურება+ ელოდათ. 35  დაამარცხა იეჰოვამ ბენიამინი+ ისრაელის წინაშე; მახვილის ამღები+ ოცდახუთი ათას ასი ბენიამინელი დასცეს მიწაზე ისრაელის ძეებმა. 36  ბენიამინის ძეებს ეგონათ, რომ მარცხდებოდნენ ისრაელები, როცა ისინი ადგილს უთმობდნენ+ ბენიამინს, რადგან მათ გიბასთან ჩასაფრებულთა იმედი ჰქონდათ. 37  წამოიშალნენ ჩასაფრებულები+ და ეკვეთნენ გიბას,+ მოედვნენ იქაურობას და მახვილით+ გაანადგურეს მთელი ქალაქი. 38  ჩასაფრებულები და დანარჩენი ისრაელები შეთანხმებულები იყვნენ, რომ ქალაქიდან აშვებული ბოლით მისცემდნენ ნიშანს.+ 39  ისრაელებმა ბრძოლაში უკან რომ დაიხიეს,+ ბენიამინმა ოცდაათი ისრაელი მოკლა; ამბობდნენ, უწინდებურად მარცხდებიანო ჩვენთან ბრძოლაში.+ 40  ამოვიდა+ ქალაქიდან ბოლის სვეტი,+ როგორც იყვნენ შეთანხმებულები. მობრუნდა ბენიამინი და რას ხედავს! ცაში ადის მთელი ქალაქი.+ 41  მოუბრუნდნენ ისრაელები ბენიამინელებს+ და თავზარი დასცეს,+ რადგან დაინახეს, რომ უბედურება ეწიათ.+ 42  უკუიქცნენ ისინი ისრაელებისგან და უდაბნოსკენ გაიქცნენ, მაგრამ წამოეწივნენ მებრძოლები; ქალაქიდან გამოსულებიც ხოცავდნენ მათ. 43  ალყაში მოაქციეს ბენიამინი,+ შეუტიეს და არ ამოასუნთქეს.+ გათელეს ისინი გიბასთან,+ მზის ამოსავლის მხარეს. 44  საბოლოოდ, თვრამეტი ათასი მამაცი ბენიამინელი დაეცა იქ.+ 45  დანარჩენები უდაბნოში, რიმონის კლდისკენ+ გაიქცნენ. ხუთი ათასი კაცი მოკლეს გზაში;+ გიდომამდე განაგრძეს დევნა და კიდევ ორი ათასი კაცი მოკლეს. 46  იმ დღეს მახვილის ამღები+ ოცდახუთი ათასი მამაცი კაცი დაეცა. 47  ექვსასი კაცი კი უდაბნოში, რიმონის კლდისკენ გაიქცა; ოთხი თვე ცხოვრობდნენ რიმონის კლდეზე.+ 48  დაბრუნდნენ ისრაელები ბენიამინის ძეებთან საბრძოლველად და მახვილით დახოცეს ქალაქებში დარჩენილები, ადამიანიცა და ცხოველიც;+ სადაც ქალაქი ნახეს, ყველა ცეცხლს მისცეს.+

სქოლიოები

ან საზიარო მსხვერპლი.