მსაჯულები 3:1—31
3 ის ხალხები,+ რომლებიც დატოვა იეჰოვამ ისრაელის გამოსაცდელად+ (მათთვის, ვისაც არ გამოუცდია ქანაანელებთან+ ომი,
2 მხოლოდ იმისთვის, რომ ისრაელის ძეების თაობებს გამოეცადათ და ესწავლათ ომი, მათ, ვისაც ასეთი რამ არ გამოუცდია) იყვნენ:
3 ფილისტიმელთა+ ხუთი მთავარი,+ ყველა ქანაანელი,+ სიდონელებიც+ და ხიველებიც,+ რომლებიც ლიბანის+ მთაზე ცხოვრობენ, ბაალ-ხერმონის+ მთიდან ხამათის+ შესასვლელამდე.
4 ისრაელის გამოსაცდელად+ დატოვა ისინი, რათა გაეგო, დაემორჩილებოდნენ თუ არა იეჰოვას მცნებებს, რომლებიც მათ მამებს უბრძანა მოსეს პირით.+
5 ცხოვრობდნენ ისრაელის ძეები ქანაანელებს,+ ხეთელებს, ამორეველებს, ფერიზელებს, ხიველებსა და იებუსელებს შორის.+
6 ირთავდნენ მათ ასულებს,+ თავიანთ ასულებს მათ ვაჟებზე ათხოვებდნენ+ და მათ ღმერთებს ემსახურებოდნენ.+
7 ბოროტებას სჩადიოდნენ ისრაელის ძეები იეჰოვას თვალში, დაივიწყეს იეჰოვა, თავიანთი ღმერთი,+ და ბაალებსა+ და წმინდა ბოძებს+ ემსახურებოდნენ.
8 აენთო იეჰოვას რისხვა ისრაელზე+ და ხელში ჩაუგდო*+ ისინი ქუშან-რიშათაიმს, შუამდინარეთის+ მეფეს; რვა წელი ემსახურებოდნენ ისრაელის ძეები ქუშან-რიშათაიმს.
9 შველა სთხოვეს ისრაელის ძეებმა იეჰოვას.+ დაუნიშნა იეჰოვამ ისრაელის ძეებს მხსნელი,+ ოთნიელი,+ ქალებ იეფუნეს ძის+ უმცროსი ძმის, კენაზის+ ვაჟი, რათა ეხსნა ისინი.
10 გადმოვიდა მასზე იეჰოვას სული+ და ის ისრაელის მსაჯული გახდა. როცა საბრძოლველად გავიდა, იეჰოვამ ხელში ჩაუგდო სირიის მეფე ქუშან-რიშათაიმი და სძლია+ მისმა ხელმა ქუშან-რიშათაიმს.
11 ორმოცი წელი ისვენებდა მიწა. მოკვდა კენაზის ვაჟი ოთნიელიც.
12 კვლავ დაიწყეს ბოროტების ჩადენა ისრაელის ძეებმა იეჰოვას თვალში.+ გააძლიერა იეჰოვამ ეგლონი, მოაბის+ მეფე ისრაელის წინააღმდეგ,+ რადგან ბოროტებას სჩადიოდნენ ისინი იეჰოვას თვალში;+
13 ამონისა+ და ამალეკის+ ძეებიც აუმხედრა მათ. შეუტიეს ისრაელს და ხელში ჩაიგდეს პალმების ქალაქი.+
14 თვრამეტი წელი ემსახურებოდნენ ისრაელის ძეები ეგლონს, მოაბის მეფეს.+
15 შველა სთხოვეს ისრაელის ძეებმა იეჰოვას+ და დაუნიშნა იეჰოვამ ისრაელის ძეებს მხსნელად ეჰუდი,+ გერას ვაჟი, ბენიამინელი,+ ცაცია.+ მისი ხელით ისრაელის ძეებმა ხარკი გაუგზავნეს ეგლონს, მოაბის მეფეს.
16 გააკეთა ეჰუდმა ორლესული+ მახვილი, სიგრძით ერთი წყრთა და ტანსაცმლის ქვეშ, მარჯვენა ბარძაყზე შემოირტყა;+
17 მიართვა ხარკი ეგლონს, მოაბის+ მეფეს. ძალიან მსუქანი კაცი იყო ეგლონი.
18 როგორც კი მიართვა ხარკი,+ გაუშვა ხარკის მომტანები.
19 მობრუნდა ის გილგალის+ სამტეხლოდან და უთხრა: „საიდუმლო სიტყვა მაქვს, მეფეო“. მან მიუგო: „ჩუმად!“ და ყველა მასთან მყოფი გარეთ გავიდა.+
20 შევიდა ეჰუდი მის საგრილობელ ზევითა ოთახში და უთხრა მას: „ღვთის სიტყვა მაქვს სათქმელი“. მაშინვე წამოდგა ის ტახტიდან.
21 ეჰუდმა მარცხენა ხელი მარჯვენა ბარძაყზე იტაცა, მახვილი იშიშვლა და მუცელში გაუყარა
22 ვადიანად და ქონმა დაფარა მახვილი, რადგან მახვილი მუცელში ჩაუტოვა; განავალი გარეთ გამოუვიდა.
23 ეჰუდი დერეფნიდან გავიდა, ზემოთა ოთახის კარები გამოიხურა, ჩაკეტა
24 და წავიდა.+
მივიდნენ მისი მსახურები და კარები ჩაკეტილი დახვდათ, თქვეს, მოსასაქმებლად+ ჩაიკეტებოდა საგრილობელ ოთახშიო.
25 კარგა ხანს იცადეს და მერე შეშფოთდნენ. როცა დაინახეს, რომ ზემოთა ოთახის კარებს არავინ აღებდა, აიღეს გასაღები, გააღეს და რას ხედავენ! მათი ბატონი მიწაზე გდია მკვდარი.
26 ამასობაში ეჰუდმა თავს უშველა, გასცდა სამტეხლოს+ და სეირას შეაფარა თავი.
27 მივიდა ეფრემის+ მთიან მხარეში და ჩაჰბერა საყვირს+; ჩავიდნენ მთიდან მასთან ისრაელის ძეები და ის სათავეში ჩაუდგა მათ,
28 უთხრა: „მომყევით,+ ხელში ჩაგიგდოთ იეჰოვამ თქვენი მტერი,+ მოაბელები“. ისინიც გაჰყვნენ მას და დაასწრეს მოაბელებს იორდანის ფონების+ დაკავება და აღარავინ გაატარეს.
29 გაჟლიტეს მოაბელები, ათი ათასი კაცი,+ ყველა ძლიერი+ და მამაცი; არავინ გადარჩენილა.+
30 იმ დღეს მოაბი ისრაელის ხელქვეითი გახდა და დაისვენა მიწამ ოთხმოცი წელი.+
31 მის შემდეგ იყო შამგარი,+ ანათის ვაჟი. მან სახრით ექვსასი ფილისტიმელი+ მოკლა; ისიც ისრაელის მხსნელი იყო.+
სქოლიოები
^ სიტყვასიტყვით — მიჰყიდა.