მსაჯულები 4:1—24

4  ეჰუდის სიკვდილის შემდეგ კვლავ დაიწყეს ბოროტების ჩადენა ისრაელის ძეებმა იეჰოვას თვალში.+  ხელში ჩაუგდო*+ იეჰოვამ ისინი იაბინს, ქანაანის მეფეს, რომელიც ხაცორში+ მეფობდა და რომლის ლაშქრის მეთაურიც ხაროშეთში+ მცხოვრები სისერა+ იყო.  შეღაღადეს ისრაელის ძეებმა იეჰოვას,+ რადგან დანებიანი+ ცხრაასი საომარი ეტლი ჰქონდა იაბინს და სასტიკად ჩაგრავდა ისრაელის ძეებს+ ოც წელიწადს.  მაშინ ისრაელის მსაჯული იყო წინასწარმეტყველი+ დებორა, ლაფიდოთის ცოლი.  ის დებორას პალმის ქვეშ ცხოვრობდა რამასა+ და ბეთელს+ შორის ეფრემის მთიან მხარეში; მასთან ადიოდნენ ისრაელის ძეები სამართლის საკითხავად.  გაუგზავნა მან კაცები ბარაკს,+ აბინოამის ვაჟს, კედეშ-ნაფთალიდან+ მოუხმო და უთხრა: „განა არ ბრძანა იეჰოვამ, ისრაელის ღმერთმა, წადი, თან წაიყვანე ათი ათასი კაცი ნაფთალისა+ და ზებულონის+ ძეებიდან და მოეფინე თაბორის+ მთას,  მე კი კიშონის+ ხევთან მოგიყვანო+ სისერას,+ იაბინის+ ლაშქრის მეთაურს, მის საომარ ეტლებსა და მის ხალხს და ხელში ჩაგიგდებო?!“+  უთხრა მას ბარაკმა: „თუ წამომყვები, წავალ, თუ არ წამომყვები, არ წავალ“.  მან მიუგო: „წამოგყვები, ოღონდ ვეღარ მიიღებ დიდებას იმ გზაზე, რომელსაც დაადგები, რადგან ქალის ხელში+ ჩააგდებს იეჰოვა სისერას“. ადგა დებორა და გაჰყვა ბარაკს კედეშში.+ 10  მოუხმო ბარაკმა ზებულონსა+ და ნაფთალს კედეშში და ათი ათასი კაცი გაჰყვა მის კვალს;+ დებორაც მასთან ერთად ავიდა. 11  კენიელი ხებერი+ გამოეყო კენიელებს,+ მოსეს სიმამრის+ ხობაბის ვაჟებს, და თავისი კარავი კედეშთან, ცაანანიმში გაშალა დიდ ხესთან. 12  შეატყობინეს სისერას, აბინოამის+ ვაჟი ბარაკი თაბორის+ მთაზეაო ასული. 13  მოუხმო სისერამ თავის საომარ ეტლებს, დანებიან+ ცხრაას ეტლს, და მთელ თავის ხალხს ხაროშეთიდან, რომ კიშონის+ ხევთან მისულიყვნენ. 14  უთხრა დებორამ ბარაკს: „ადექი, დღეს ჩაგიგდებს იეჰოვა ხელში სისერას. განა იეჰოვა არ მიგიძღვის წინ?!“+ ჩამოვიდა ბარაკი თაბორის მთიდან, უკან ათი ათასი კაცი მოჰყვებოდა. 15  თავ-გზა აუბნია იეჰოვამ სისერას, მთელ მის საომარ ეტლებსა და მთელ მის ბანაკს+ ბარაკის მახვილით; გადმოხტა სისერა ეტლიდან და გაიქცა. 16  ხაროშეთამდე სდია+ ბარაკმა საომარ ეტლებსა+ და ბანაკს, სანამ სისერას მთელი ბანაკი მახვილით არ დასცა; არავინ გადარჩენილა.+ 17  სისერა+ კენიელი+ ხებერის ცოლის, იაელის+ კარვისკენ გაიქცა, რადგან მშვიდობა იყო ხაცორის+ მეფე იაბინსა და კენიელი ხებერის სახლეულობას შორის. 18  გამოეგება იაელი სისერას და უთხრა: „აქეთ, ბატონო, აქეთ, ნუ გეშინია“. შევიდა სისერა მის კარავში და ქალმა საბანი გადააფარა. 19  ცოტა ხანში უთხრა მას სისერამ: „მწყურია, ცოტა წყალი დამალევინე“. გახსნა მან რძის ტიკი,+ დაალევინა+ და ისევ გადააფარა. 20  სისერამ უთხრა მას: „კარვის შემოსასვლელთან დადექი, თუ ვინმე მოვა და იკითხავს, მანდ ვინმე ხომ არ არისო, უთხარი არა-თქო“. 21  აიღო იაელმა, ხებერის ცოლმა, კარვის პალო და ჩაქუჩი, მიეპარა მძინარეს, პალო ჩაარჭო საფეთქელში+ და მიწაში ჩააჭედა. მოკვდა სისერა.+ 22  მოსდევდა ბარაკი სისერას. გამოეგება მას იაელი და უთხრა: „მოდი და გაჩვენებ იმ კაცს, ვისაც ეძებ“. შევიდა იგი და რას ხედავს! მკვდარი გდია სისერა საფეთქელში პალოჩარჭობილი. 23  იმ დღეს დაუმორჩილა+ ღმერთმა ისრაელის ძეებს იაბინი, ქანაანის მეფე. 24  ნელ-ნელა მძიმდებოდა ისრაელის ძეთა ხელი იაბინზე, ქანაანის+ მეფეზე, სანამ არ მოიკვეთა იაბინი, ქანაანის მეფე.+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — მიჰყიდა.