მსაჯულები 5:1—31
5 ამღერდნენ+ იმ დღეს დებორა+ და ბარაკი,+ აბინოამის+ ვაჟი:
2 «საომრად გაშლილა თმა ისრაელში,ხალხი ხალისით+ მიდის.აკურთხეთ იეჰოვა!+
3 მოისმინეთ, მეფენო,+ ყური დაუგდეთ, მმართველნო:იეჰოვას ვუმღერებ.ქებას ვუმღერებ+ იეჰოვას, ისრაელის ღმერთს.+
4 იეჰოვა, როცა სეირიდან+ გამოხვედი დაედომის+ მინდორი გამოიარე,მიწა შეიძრა+ და ცა ჩამოიქცა,+წყლად იღვრებოდა ღრუბლები.
5 მთები დადნა იეჰოვას სახის წინაშე,+დადნა სინა+ ისრაელის ღვთის,+ იეჰოვას სახის წინაშე.+
6 ანათის ვაჟის, შამგარის+და იაელის+ დროს არ იყო სავალიდა მგზავრები შორიდან უვლიდნენ.+
7 აღარ ცხოვრობდნენ დასახლებებში, აღარ იყვნენ ისრაელში,+სანამ მე, დებორა,+ არ გამოვჩნდი,სანამ მე არ გამოვჩნდი, დედა, ისრაელში.+
8 უცხო ღმერთები+ აირჩიეს.მაშინ გაჩაღდა ომი კარიბჭეებთან;+ვერც ფარს დაინახავდი და ვერც შუბსორმოცი ათას ისრაელს შორის.+
9 გულით ისრაელის მეთაურებთან+ ვარ,ხალხიდან მოხალისეებად წამოსულებთან.+აკურთხეთ იეჰოვა!+
10 მოწითალო ვირებზე+ ამხედრებულნო,მდიდრულ ხალიჩებზე მსხდომარენო,გზაზე მოსიარულენო,დაფიქრდით!+
11 დასარწყულებელ ადგილზე დამრწყულებელთა ხმა ისმის,+იეჰოვას სიმართლის საქმეებზე+ ყვებიან,ისრაელის დასახლებებში მცხოვრებთა სიმართლის საქმეებზე.მაშინ ჩავიდა იეჰოვას ხალხი კარიბჭეებთან.
12 გამოიღვიძე, გამოიღვიძე, დებორა!+გამოიღვიძე, გამოიღვიძე, და შემოსძახე სიმღერა!+აღსდექ, ბარაკ,+ წაასხი ტყვეები, აბინოამის+ ძეო!
13 მაშინ მივიდნენ გადარჩენილები დიდებულებთან.იეჰოვას ხალხი ჩამოვიდა ჩემთან ძლიერთა წინააღმდეგ საბრძოლველად.
14 ეფრემიდან ჩავიდნენ ველად,+ბენიამინ, შენს ხალხთან ერთად.მაქირიდან+ ჩავიდნენ მეთაურებიდა ზებულონიდან — აღმრიცხველნი.+
15 დებორასთან იყვნენ ისაქარის+ მთავრები,ისაქარიც და ბარაკიც.+დაბლობში გაგზავნეს იგი.+რეუბენის დანაყოფებში დიდად იცდებოდა გულები.+
16 იმიტომ დაჯექი ორ ხურჯინს შორის,რომ ფარისთვის+ დაკრული სალამურისთვის მოგესმინა?რეუბენის დანაყოფებში დიდად იცდებოდა გულები.+
17 გალაადი იორდანის+ გაღმაადა რატომ შეიყუჟა დანი ხომალდებში?+ზღვის პირას დამჯდარა აშერიდა თავის ნავსაყუდელთან დამკვიდრებულა.+
18 ზებულონის ხალხმა სასიკვდილოდ გასწირა სული;+ნაფთალიც+ ასე მოიქცა ველის მაღლობებზე.+
19 მოვიდნენ მეფენი და იბრძოლეს.მაშინ იბრძოლეს ქანაანის მეფეებმა+თაანახში+ მეგიდოს+ წყლებთან.მცირედი ვერცხლიც ვერ წაიღეს.+
20 ციდან ვარსკვლავები იბრძოდნენ,+თავიანთი გზებიდან ებრძოდნენ სისერას.
21 კიშონის ხევმა წალეკა ისინი,+ძველ დღეთა ხევმა, კიშონის+ ხევმა.ჩემო სულო, თელავდი ძლიერებას.+
22 ფლოქვებს სცემდნენ ცხენები+და ჭენებ-ჭენებით მიქროდნენ ულაყები.
23 „დასწყევლე+ მეროზი, — თქვა იეჰოვას ანგელოზმა,+ —წყევლეთ მისი მცხოვრებნი,რადგან არ მოვიდნენ იეჰოვას დასახმარებლად,იეჰოვას დასახმარებლად ძლიერებთან ერთად“.
24 კენიელი+ ხებერის ცოლი იაელი+ ქალთა შორის ყველაზე კურთხეული იქნება,ყველაზე კურთხეული იქნება კარვებში მცხოვრებ ქალთა შორის.+
25 წყალი სთხოვა და რძე მიაწოდა,ნაღები მიართვა დიდებულთა თასით.+
26 მარცხენა ხელით კარვის პალოს დასწვდა,მარჯვენა ხელით — მუშის ჩაქუჩს;+დაჰკრა სისერას და თავი გაუხვრიტა,+გაუპო და საფეთქლები ჩაულეწა.
27 მის ფეხებთან ჩაიკეცა, დაეცა და ვეღარ ადგა;მის ფეხებთან ჩაიკეცა და დაეცა.ჩაიკეცა და იქვე დაეცა განგმირული.+
28 სარკმლიდან იყურებოდა ქალი მის მოლოდინში;ცხაურიდან იყურებოდა სისერას დედა:+„რატომ აყოვნებს მოსვლას მისი საომარი ეტლი?+რატომ აგვიანებს მისი ეტლების ფლოქვების ხმა?“+
29 მიუგებენ მას მისი ბრძენი და წარჩინებული ქალბატონები,+ის კი თვითონ პასუხობს თავის თავს:
30 „იქნებ ნადავლი იპოვეს და იმას იყოფენ,+თითო ან ორი მხევალი თითო ვაჟკაცს,+ნადავლიდან ფერადი ქსოვილი სისერასთვის, ნადავლიდან ფერადი ქსოვილი,მოქარგული სამოსი, ფერადი ქსოვილი, ორი მოქარგული სამოსინადავლის დამტაცებელთა ყელის შესამოსად?“
31 იეჰოვა, ასე დაიღუპოს ყველა შენი მტერი,+შენი მოყვარულები+ კი ამომავალი მზესავით ძლიერები იყვნენ».+
დაისვენა მიწამ ორმოცი წელი.+