მსაჯულები 6:1—40

6  ისრაელის ძეებმა ბოროტების ჩადენა დაიწყეს იეჰოვას თვალში+ და შვიდი წელი მიდიანის+ ხელში ამყოფა ისინი იეჰოვამ.  დამძიმდა მიდიანის ხელი ისრაელზე.+ მიდიანის შიშით ისრაელის ძეები მთის მღვიმეებს, გამოქვაბულებსა და მიუვალ ადგილებს აფარებდნენ თავს.+  როცა დათესავდა ისრაელი თესლს,+ გამოდიოდნენ მათ წინააღმდეგ მიდიანი, ამალეკი+ და აღმოსავლელები,+  ბანაკდებოდნენ და ღაზამდე აჩანაგებდნენ მოსავალს; არც საზრდოს ტოვებდნენ ისრაელში, არც ცხვარს, არც ხარს და არც ვირს.+  კარვებით ადიოდნენ და თავიანთი საქონელიც აჰყავდათ. კალიებივით+ მრავალრიცხოვანნი იყვნენ; მათ და მათ აქლემებს თვლა არ ჰქონდათ.+ შეესეოდნენ მიწას და აჩანაგებდნენ.+  მეტისმეტად გააღატაკა ისრაელი მიდიანმა და შველა სთხოვეს იეჰოვას ისრაელის ძეებმა.+  მიდიანის გამო სთხოვეს შველა იეჰოვას ისრაელის ძეებმა+  და იეჰოვამაც გაუგზავნა წინასწარმეტყველი+ ისრაელის ძეებს და უთხრა: «აი რა თქვა იეჰოვამ, ისრაელის ღმერთმა: „მე გამოგიყვანეთ ეგვიპტიდან,+ მონობის სახლიდან.+  გიხსენით ეგვიპტის ხელიდან, თქვენი მჩაგვრელების ხელიდან, განვდევნე ისინი თქვენგან, მათი მიწა თქვენ მოგეცით+ 10  და გითხარით: მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი;+ ნუ გექნებათ ამორეველთა+ ღმერთების შიში, თუმცა ამორეველთა მიწაზე ცხოვრობთ-მეთქი,+ მაგრამ არ მოუსმინეთ ჩემს ხმას“».+ 11  მოვიდა იეჰოვას ანგელოზი+ და ოფრაში აბი-ეზერელი+ იოაშის დიდი ხის ქვეშ დაჯდა. ამ დროს მისი ვაჟი გედეონი+ საწნახელში ცეხვავდა ხორბალს, რომ მიდიანელებს არ დაენახათ. 12  გამოეცხადა მას იეჰოვას ანგელოზი და უთხრა: „იეჰოვაა შენთან,+ მამაცო ვაჟკაცო!“ 13  გედეონმა მიუგო: „მაპატიე, ჩემო ბატონო, მაგრამ თუ იეჰოვაა ჩვენთან, რატომ დაგვატყდა თავს ეს ყოველივე?!+ სად არის ის საოცარი საქმეები,+ რომლებზეც ჩვენი მამები გვიყვებოდნენ?!+ გვეუბნებოდნენ, განა იეჰოვამ არ გამოგვიყვანა ეგვიპტიდანო?!+ ახლა კი მიგვატოვა იეჰოვამ+ და მიდიანის ხელში ჩაგვყარა“. 14  მიუბრუნდა მას იეჰოვა და უთხრა: „წადი მაგ შენი ძალით+ და იხსნი ისრაელს მიდიანის ხელიდან.+ მე გგზავნი“.+ 15  მან მიუგო: „მაპატიე, იეჰოვა, მაგრამ როგორ ვიხსნი ისრაელს?+ ჩემი საგვარეულო* უმცირესია მენაშეში, მე კი ყველაზე უმცროსი ვარ მამაჩემის სახლში“.+ 16  იეჰოვამ უთხრა: „შენთან ვიქნები+ და ისე დაამარცხებ მიდიანს,+ როგორც ერთ კაცს“. 17  მან მიუგო: „თუ წყალობა ვპოვე შენს თვალში,+ ნიშანი მიჩვენე, რომ შენ მელაპარაკები.+ 18  ნუ წახვალ აქედან, სანამ არ დავბრუნდები+ და ძღვენს არ მოგართმევ“.+ ისიც დათანხმდა: „აქ ვიქნები შენ მოსვლამდე“. 19  წავიდა გედეონი, მოამზადა თიკანი+ და ერთი ეფა ფქვილით უფუარი პურები დააცხო.+ ხორცი კალათაში ჩადო, ნახარში ქვაბში ჩაასხა, წაიღო იმ დიდი ხის ქვეშ და მიართვა. 20  ჭეშმარიტი ღვთის ანგელოზმა უთხრა: „აიღე ხორცი და უფუარი პურები, დიდ ქვაზე+ დააწყვე და ზედ ნახარში მოასხი“. ისიც ასე მოიქცა. 21  გაიწოდა იეჰოვას ანგელოზმა ჯოხი, რომელიც ხელში ეჭირა, შეახო ხორცსა და უფუარ პურებს, ავარდა ქვიდან ცეცხლი და შთანთქა ხორციც და უფუარი პურებიც;+ თვალს მიეფარა იეჰოვას ანგელოზი. 22  მიხვდა გედეონი, რომ ის იეჰოვას ანგელოზი+ იყო. მაშინვე თქვა გედეონმა: „ვაიმე, უზენაესო უფალო, იეჰოვა, პირისპირ ვიხილე იეჰოვას ანგელოზი!“+ 23  მიუგო იეჰოვამ: „მშვიდობა შენდა,+ ნუ გეშინია,+ არ მოკვდები“.+ 24  სამსხვერპლო+ აუშენა იქ გედეონმა იეჰოვას და მას დღემდე იეჰოვა-შალომი* ჰქვია;+ ის ისევ აბი-ეზერელების ოფრაშია.+ 25  იმ ღამით იეჰოვამ უთხრა მას: „წაიყვანე მამაშენის მოზვერი, შვიდი წლის მეორე მოზვერი, და დაანგრიე ბაალის სამსხვერპლო,+ რომელიც მამაშენს უდგას, და აჩეხე წმინდა ბოძი+ მის გვერდით. 26  ქვებით აუშენე იეჰოვას, შენს ღმერთს, სამსხვერპლო იმ სიმაგრეზე, წაიყვანე მოზვერი* და დასაწვავ შესაწირავად შესწირე აჩეხილი წმინდა ბოძის შეშაზე“. 27  წაიყვანა გედეონმა ათი კაცი თავისი მსახურებიდან და ისე გააკეთა, როგორც იეჰოვამ უთხრა,+ მაგრამ მამამისის სახლისა და ქალაქის მკვიდრთა ძლიერი შიშით ეს საქმე დღისით ვერ გააკეთა, ღამით გააკეთა.+ 28  დილით ადრე ავიდნენ ქალაქის მკვიდრნი და რას ხედავენ! დანგრეულია ბაალის სამსხვერპლო და აჩეხილია წმინდა ბოძი+ მის გვერდით; მოზვერი* კი ახლად აშენებულ სამსხვერპლოზეა შეწირული. 29  ერთმანეთს ეკითხებოდნენ: „ეს ვინ ჩაიდინა?“ დაიწყეს გამოკითხვა და ძებნა. ბოლოს თქვეს: „გედეონს, იოაშის ვაჟს ჩაუდენია“. 30  უთხრეს ქალაქის მკვიდრებმა იოაშს: „გამოიყვანე შენი ვაჟი, უნდა მოკვდეს,+ რადგან დაანგრია ბაალის სამსხვერპლო და მის გვერდით წმინდა ბოძი აჩეხა“. 31  უთხრა იოაშმა+ ყველას, ვინც მის წინააღმდეგ გამოდიოდა:+ „თქვენი დასაცავია ბაალი?! თქვენ უნდა იხსნათ იგი?! ვინც მას დაიცავს, უნდა მოკვდეს.+ თუ ღმერთია,+ თვითონ დაიცვას თავი,+ რადგან სამსხვერპლო დაუნგრიეს“. 32  დაარქვა მან იმ დღეს გედეონს იერუბაალი+ და თქვა, თვითონ დაიცვას ბაალმა თავი, რადგან სამსხვერპლო დაუნგრიესო.+ 33  ერთად შეიკრიბნენ მთელი მიდიანი,+ ამალეკი+ და აღმოსავლელები,+ გადავიდნენ+ და იზრეელის+ ველზე დაბანაკდნენ. 34  იეჰოვას სულმა+ მოიცვა გედეონი და ჩაჰბერა საყვირს.+ შეიკრიბნენ აბი-ეზერელები,+ რომ მას გაჰყოლოდნენ. 35  გაუგზავნა მან მაცნეები+ მთელ მენაშეს და ისინიც შეიკრიბნენ, რომ მას გაჰყოლოდნენ. აშერთან, ზებულონთან და ნაფთალთანაც გაგზავნა მაცნეები და ისინიც მოვიდნენ მასთან. 36  უთხრა გედეონმა ჭეშმარიტ ღმერთს: „თუ ჩემი ხელით იხსნი ისრაელს შენი დაპირებისამებრ,+ 37  მატყლს გავფენ კალოზე; თუ ზედ ნამი გაჩნდება, მთელი მიწა კი მშრალი იქნება, მეცოდინება, რომ ჩემი ხელით იხსნი ისრაელს შენი დაპირებისამებრ“. 38  ასეც მოხდა. ადგა იგი დილით ადრე, გაწურა მატყლი და აივსო წყლით დიდი თასი. 39  კვლავ უთხრა გედეონმა ჭეშმარიტ ღმერთს: „ერთსაც გთხოვ, ოღონდ ნუ აენთება ჩემზე შენი რისხვა, ერთხელაც ვსინჯავ და გავფენ მატყლს, ოღონდ მარტო მატყლი იყოს მშრალი, მთელი მიწა კი — ნამიანი“. 40  იმ ღამით ასეც გააკეთა ღმერთმა. მარტო მატყლი იყო მშრალი, მთელი მიწა კი — ნამიანი.

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — ჩემი ათასი.
ნიშნავს: იეჰოვა მშვიდობაა.
სიტყვასიტყვით — მეორე მოზვერი.
იხილეთ 6:26-ის სქოლიო.