მსაჯულები 8:1—35

8  ეფრემელებმა უთხრეს მას: „ეს რა გაგვიკეთე?! რატომ ჩვენც არ მოგვიხმე მიდიანთან საბრძოლველად?“+ გაცხარდნენ და ლამის ჩხუბი აუტეხეს.+  ბოლოს უთხრა მათ: „თქვენოდენა მე რა გამიკეთებია?+ ეფრემის+ ნამცვრევი არა სჯობს აბი-ეზერის+ რთველს?  თქვენ ჩაგიგდოთ ხელში ღმერთმა მიდიანის მთავრები, ორები და ზეები,+ და სად შემეძლო თქვენოდენის გაკეთება?“ ეს რომ უთხრა, მაშინღა დაცხრა მათი რისხვა.+  ბოლოს მიადგა გედეონი იორდანეს, გადალახეს ის მან და მასთან მყოფმა სამასმა კაცმა; დაღლილები იყვნენ, მაგრამ მაინც მისდევდნენ მტერს.  უთხრა მან სუქოთელებს:+ „მიეცით პური ჩემს ხალხს;+ დაღლილები არიან, მე კი მიდიანის მეფეებს, ზებახსა+ და ცალმუნას+ მივდევ“.  ჰკითხეს სუქოთის მთავრებმა: „უკვე ჩაიგდე ხელში ზებახი და ცალმუნა, ლაშქარი რომ დაგიპუროთ?“+  გედეონმა მიუგო: „როცა ხელში ჩამიგდებს იეჰოვა ზებახსა და ცალმუნას, ჯაგებითა და უდაბნოს ეკლებით დაგიფლეთთ ხორცს“.+  განაგრძო გზა და ფენუელში+ მივიდა. იგივე უთხრა მათაც, მაგრამ ფენუელელებმაც იგივე უპასუხეს, რაც სუქოთელებმა.  ფენუელელებსაც უთხრა მან: „როცა მშვიდობით დავბრუნდები, დაგინგრევთ მაგ კოშკს“.+ 10  ზებახი და ცალმუნა+ კარკორში იყვნენ თავ-თავიანთი ბანაკებით; აღმოსავლელების+ ბანაკიდან თხუთმეტი ათას კაცამდე გადარჩა, ას ოცი ათასი მახვილის ამღები კი დაიხოცა.+ 11  წავიდა გედეონი კარვებში მცხოვრებთა გზით ნობასა და იოგბეჰას+ აღმოსავლეთით და მაშინ დაეცა ბანაკს, როცა არ ფხიზლობდნენ.+ 12  გაიქცნენ ზებახი და ცალმუნა; ის მაშინვე დაედევნა მათ, შეიპყრო მიდიანის ორივე მეფე, ზებახიცა და ცალმუნაც,+ და მთელ ბანაკს თავზარი დასცა. 13  დაბრუნდა ბრძოლიდან იოაშის ვაჟი გედეონი ხარესში ამავალი გზით. 14  გზად ერთი სუქოთელი+ ახალგაზრდა შეიპყრო და დაჰკითხა.+ ჩამოუწერა მან სამოცდაჩვიდმეტი კაცის, სუქოთის მთავრებისა+ და უხუცესების სახელები. 15  მივიდა იგი სუქოთელებთან და უთხრა: „აი ზებახი და ცალმუნა, რომ დამცინოდით, უკვე ჩაიგდე ხელში ზებახი და ცალმუნა, ლაშქარი რომ დაგიპუროთო?!“+ 16  გამოიყვანა ქალაქის უხუცესები და ჯაგებითა და უდაბნოს ეკლებით ასწავლა ჭკუა სუქოთელებს.+ 17  ფენუელის+ კოშკი დაანგრია+ და დახოცა ქალაქის მკვიდრნი. 18  უთხრა ზებახსა და ცალმუნას:+ „როგორი ხალხი დახოცეთ თაბორზე?“+ მათ მიუგეს: „შენნაირები იყვნენ, გარეგნობით ყველა მეფისწულს ჰგავდა“. 19  მან უთხრა მათ: „ჩემი ძმები იყვნენ, დედაჩემის შვილები. ცოცხალია იეჰოვა, ისინი რომ ცოცხლები დაგეტოვებინათ, არც მე დაგხოცავდით“.+ 20  შემდეგ თავის პირმშოს, იეთერს უთხრა: „ადექი და დახოცე!“ ვერ ამოიღო მან მახვილი, რადგან პატარა იყო და შეეშინდა.+ 21  უთხრეს მას ზებახმა და ცალმუნამ: „ადექი, შენ დაგვხოცე, რადგან სულ სხვაა კაცის ძალა“.+ წამოდგა გედეონი, დახოცა+ ზებახი და ცალმუნა და მათ აქლემებს კისრიდან მთვარისებური სამკაულები ჩამოხსნა. 22  ისრაელებმა გედეონს უთხრეს: „იყავით ჩვენი მმართველები+ შენ, შენი შვილი და შენი შვილიშვილი, რადგან მიდიანის ხელიდან გვიხსენი“.+ 23  გედეონმა მიუგო მათ: „არც მე ვიქნები თქვენი მმართველი და არც ჩემი შვილი,+ იეჰოვა იქნება თქვენი მმართველი“.+ 24  უთხრა მათ გედეონმა: „ოღონდ ერთსა გთხოვთ: თითოეულმა მომეცით საცხვირე რგოლი+ თქვენ-თქვენი ნადავლიდან“ (ოქროს საცხვირე რგოლები ჰქონდათ, რადგან ისმაელელები იყვნენ).+ 25  მათ მიუგეს: „მოგცემთ“. გაშალეს მოსასხამი და თითოეული აგდებდა საცხვირე რგოლს თავისი ნადავლიდან. 26  ოქროს საცხვირე რგოლების წონამ ათას შვიდასი შეკელი შეადგინა, გარდა მთვარისებური სამკაულებისა,+ საყურეებისა და მოშინდისფრო შალისა,+ რომლებიც მიდიანის მეფეებს ჰქონდათ, და მათი აქლემების კისრიდან ჩამოხსნილი ყელსაბამებისა.+ 27  გააკეთა გედეონმა ყოველივე ამისგან ეფოდი+ და თავის ქალაქში, ოფრაში+ გამოფინა. გარყვნილებას სჩადიოდა+ მთელი ისრაელი ეფოდთან და მახედ ექცა ის გედეონსა და მის სახლეულობას.+ 28  დაიმორჩილეს მიდიანი+ ისრაელის ძეებმა და მეტად აღარ აუწევიათ მათ თავი, რის შემდეგაც ორმოც წელიწადს ისვენებდა მიწა გედეონის დროს.+ 29  დაბრუნდა იოაშის ვაჟი იერუბაალი+ თავის სახლში და იქ ცხოვრობდა. 30  სამოცდაათი ვაჟი ჰყავდა გედეონს,+ მისი საზარდულიდან გამოსული, რადგან ბევრი ცოლი ჰყავდა. 31  შექემელმა ხარჭამაც ვაჟი გაუჩინა და მას აბიმელექი+ დაარქვა. 32  ტკბილი სიბერით მოკვდა გედეონი, იოაშის ვაჟი, და მამამისის, იოაშის სამარხში დამარხეს, აბი-ეზერელთა+ ოფრაში. 33  გედეონის სიკვდილის შემდეგ ისრაელის ძეებმა კვლავ დაიწყეს გარყვნილების ჩადენა ბაალთან+ და ბაალ-ბერითი გაიხადეს ღმერთად.+ 34  აღარ ახსოვდათ ისრაელის ძეებს თავიანთი ღმერთი, იეჰოვა,+ რომელმაც ირგვლივ მყოფი მტრებისგან იხსნა ისინი.+ 35  არც იმ ყოველივე კარგის გამო ავლენდნენ სიკეთეს*+ იერუბაალის, იგივე გედეონის სახლეულობისადმი, რაც მან გაუკეთა ისრაელს.+

სქოლიოები

ანუ ერთგული სიყვარული. ებრაულად ხესედ, რაც ნიშნავს სიყვარულით გამოვლენილ სიკეთეს.