ნაუმი 2:1—13

2  გამფანტავი პირისპირ დაგიდგა, დაიცავი ციხესიმაგრე!+ გზას უყურე! თეძოები გაიმაგრე! ძალა მოიკრიბე!+  შეკრებს იეჰოვა იაკობის სიამაყეს+ ისრაელის სიამაყის მსგავსად, რადგან მძარცველებმა გაძარცვეს+ ისინი და ყლორტები მოუსპეს.+  წითლად არის შეღებილი მის ძლიერ მეომართა ფარები. შინდისფერი სამოსი+ მოსავთ მის ძალ-ღონით სავსე ვაჟკაცებს. ცეცხლივით ელვარებს საომარი ეტლების რკინის აღჭურვილობა იმ დღეს, როცა ის საბრძოლველად ემზადება. ღვიის+ შუბებს იქნევენ.  ქუჩებში გაშმაგებით დააქროლებენ+ საომარ ეტლებს, მოედნებზე აქეთ-იქით დაგრიალებენ. ჩირაღდნებს ჰგვანან ისინი, ელვის სისწრაფით+ მოძრაობენ.  ის გაიხსენებს თავის დიდებულებს.+ წაიბორძიკებენ ისინი სვლისას.+ მისი გალავნისკენ იჩქარებენ ისინი, და ყველაფერი საგულდაგულოდ გადაიკეტება.  გაიღება მდინარის კარიბჭეები და დაინგრევა სასახლე.  გადაწყვეტილია ეს. გაშიშვლებულია და ტყვეობაში წაიყვანენ მას.+ მტრედის ხმით+ იკვნესებენ მისი მხევლები და მკერდში ხელის ცემას დაიწყებენ.+  წყლებით სავსე წყალსატევივით+ იყო ნინევე+ თავისი არსებობის დასაწყისიდან, მაგრამ ახლა გარბიან ისინი. შეჩერდით, შეჩერდითო, მაგრამ არავინ ბრუნდება უკან.+  დაიტაცეთ ვერცხლი, დაიტაცეთ ოქრო,+ რადგან ბოლო არ უჩანს განძეულს. უხვადაა ყველანაირი ძვირფასი ნივთი.+ 10  დაცარიელდა და გაუდაბურდა, აოხრდა+ ქალაქი! დნება გული,+ კანკალებენ მუხლები,+ ყველას თეძოს მწვავე ტკივილი იპყრობს,+ შეშფოთებისგან სახეები ალეწვიათ.+ 11  სად არის ლომების ბუნაგი? სად არის ფაფრიანი ლომების ბუნაგი, რომელთანაც მიდიოდა ლომი და რომელშიც შედიოდა,+ სადაც ბინადრობდა ბოკვერი და სადაც არავინ აფრთხობდა მათ?+ 12  ლომი თავისი ბოკვრებისთვის სამყოფ ნანადირევს გლეჯდა და თავისი ძუ ლომებისთვის ახრჩობდა მსხვერპლს. თავის გამოქვაბულებს ნანადირევით ავსებდა და თავის სამალავს — დაფლეთილი ცხოველებით.+ 13  „შენ წინააღმდეგ გამოვდივარ, — ამბობს ლაშქართა* ღმერთი იეჰოვა,+ — დავწვავ და კვამლში გავხვევ მის საომარ ეტლებს.+ მახვილი შთანთქავს შენს ფაფრიან ლომებს.+ მოვსპობ შენს ნანადირევს დედამიწიდან და აღარ გაისმება შენი მაცნეების ხმა“.+

სქოლიოები

იგივე ცაბაოთი.