ნეემია 1:1—11

1  ნეემიას,+ ხაქალიას ვაჟის, სიტყვები: ქისლევის თვეში,+ მეოცე+ წელს, შუშანის*+ ციხე-დარბაზში ვიყავი.  იუდადან ხანანი,+ ჩემი ერთ-ერთი ძმათაგანი მოვიდა სხვა კაცებთან ერთად. გამოვკითხე+ ტყვეობიდან დაბრუნებული,+ გადარჩენილი+ იუდეველებისა+ და იერუსალიმის ამბავი.  მათ მითხრეს: „ისინი, ვინც ტყვეობას გადაურჩნენ და იქ, სამთავროში არიან,+ დიდ გაჭირვებასა+ და შეურაცხყოფას+ განიცდიან. დანგრეულია იერუსალიმის გალავანი+ და დამწვარია მისი კარიბჭეები“.+  ეს სიტყვები რომ მოვისმინე, დავჯექი, ავტირდი და რამდენიმე დღე ვგლოვობდი, ვმარხულობდი+ და ვლოცულობდი ცათა ღვთის წინაშე.+  ვამბობდი: «იეჰოვა, ცათა ღმერთო, დიდებულო და შიშის მომგვრელო ღმერთო,+ შეთანხმების დამცველო+ და სიკეთის* შემნახველო შენს მოყვარულთათვის+ და შენი მცნებების დამცველთათვის!+  გთხოვ, ყური მომაპყარი+ და თვალი გაახილე, რომ მოისმინო შენი მსახურის ლოცვა,+ რომლითაც დღეს მთელი დღე და მთელი ღამე+ მოგმართავ შენი მსახურების, ისრაელის ძეების გამო და ვაღიარებ ისრაელის ძეების ცოდვებს,+ რითაც შეგცოდეთ.+ შევცოდეთ მეც და მამაჩემის სახლმაც.+  უდავოა, დიდად შევცოდეთ შენ წინაშე+ და არ დავიცავით მცნებები,+ წესები+ და სამართალი,+ მოსეს, შენს მსახურს რომ უბრძანე.+  გთხოვ, გაიხსენე+ სიტყვა, რომელიც შენს მსახურ მოსეს უბრძანე: „თუ თქვენ ორგულად მოიქცევით, ხალხებში გაგფანტავთ,+  მაგრამ როცა დამიბრუნდებით,+ დაიცავთ+ და შეასრულებთ ჩემს მცნებებს,+ ცის კიდემდეც რომ იყოს გაფანტული თქვენი ხალხი, იქიდანაც შევკრებ+ მათ და მივიყვან+ ადგილზე, რომელიც ჩემი სახელის დასავანებლად ამოვირჩიე“.+ 10  შენი მსახურები+ და შენი ხალხი+ არიან ისინი, შენი დიდი ძალითა+ და ძლიერი ხელით+ რომ გამოისყიდე. 11  იეჰოვა, გთხოვ, ყური მოაპყარი შენი მსახურის ლოცვას და შენს იმ მსახურთა ლოცვას,+ რომელთაც შენი სახელის მოშიშება ახარებთ!+ გთხოვ, ხელი მოუმართე დღეს შენს მსახურს+ და მისდამი სიბრალული აღუძარი ამ კაცს!»+ მე მეფის მერიქიფე+ ვიყავი.

სქოლიოები

იგივე სუსას.
ანუ ერთგული სიყვარული. ებრაულად ხესედ, რაც ნიშნავს სიყვარულით გამოვლენილ სიკეთეს.