ნეემია 10:1—39

10  აი ისინი, ვინც დაადასტურა ეს ბეჭდის+ დასმით: თირშათა*+ ნეემია,+ ხაქალიას+ ვაჟი, და ციდკია,  სერაია,+ აზარია, იერემია,  ფაშხური, ამარია, მალქია,  ხატუში, შებანია, მალუქი,  ხარიმი,+ მერემოთი, ობადია,  დანიელი,+ გინეთონი, ბარუქი,  მეშულამი, აბია, მიამინი,  მააცია, ბილგაი და შემაია — ესენი მღვდლები იყვნენ.  ლევიანები: იეშუა,+ აზანიას ვაჟი, ბინუი ხენადადის+ ძეთაგან, კადმიელი 10  და მათი ძმები — შებანია,+ ჰოდია, კელიტა, ფელაია, ხანანი, 11  მიქა, რეხობი, ხაშაბია, 12  ზაქური, შერებია,+ შებანია, 13  ჰოდია, ბანი და ბენინუ. 14  ხალხის თავკაცები: ფაროში, ფახათ-მოაბი,+ ელამი, ზათუ, ბანი, 15  ბუნი, აზგადი, ბებაი, 16  ადონია*, ბიგვაი, ადინი, 17  ატერი, ხიზკია, აზური, 18  ჰოდია, ხაშუმი, ბეცაი, 19  ხარიფი*, ანათოთი, ნებაი, 20  მაგფიაში, მეშულამი, ხეზირი, 21  მეშეზაბელი, ცადოკი, იადუა, 22  ფელატია, ხანანი, ანაია, 23  ჰოშეა, ხანანია, ხაშუბი, 24  ჰალოხეში, ფილხა, შობეკი, 25  რეხუმი, ხაშაბნა, მაასეია, 26  ახია, ხანანი, ანანი, 27  მალუქი, ხარიმი და ბაანა. 28  დანარჩენი ხალხი, მღვდლები,+ ლევიანები,+ კარიბჭის მცველები,+ მგალობლები,+ ნეთინიმები*+ და ყველა, ვინც იმ მიწაზე მცხოვრებ ხალხებს+ გამოეყო, რათა დაეცვათ ჭეშმარიტი ღვთის კანონი,+ მათი ცოლები, ვაჟები და ასულები, ყველა მცოდნე და გამგები,+ 29  შეუერთდნენ თავიანთ ძმებს,+ თავიანთ დიდებულებს,+ და დაიფიცეს,+ რომ თუ არ ივლიდნენ ჭეშმარიტი ღვთის კანონით, რომელიც ჭეშმარიტი ღვთის მსახურის,+ მოსეს ხელით გადაეცათ, და არ დაიცავდნენ და არ შეასრულებდნენ+ ჩვენი უფლის, იეჰოვას+ ყველა მცნებას, მის სამართალსა და წესებს,+ დაწყევლილი+ ყოფილიყვნენ; 30  აღთქმა დავდეთ, რომ არ მივცემდით ჩვენს ასულებს ამ მიწაზე მცხოვრებ ხალხებს და არც ჩვენ მოვუყვანდით მათ ასულებს ჩვენს ვაჟებს.+ 31  ამ მიწაზე მცხოვრები ხალხებისგან,+ რომლებსაც შაბათობით მოაქვთ გასაყიდი საქონელი და ყველანაირი მარცვლეული, არაფერს ავიღებდით არც შაბათს+ და არც რომელიმე წმინდა დღეს,+ არ ვისარგებლებდით მიწით მეშვიდე წელს,+ ვალებსაც გავაუქმებდით.+ 32  თითოეულმა წესად დავიდეთ ყოველწლიურად შეკელის მესამედის გაღება ჩვენი ღვთის სახლის სამსახურისთვის,+ 33  შაბათობით+ და ახალმთვარობების+ დროს მისატანი წარსადგენი პურისთვის,+ მუდმივი მარცვლეული შესაწირავისთვის+ და მუდმივი დასაწვავი შესაწირავისთვის, დადგენილი დღესასწაულებისთვის,+ წმინდა+ ძღვნისთვის, ცოდვის შესაწირავებისთვის+ ისრაელის გამოსასყიდად და ჩვენი ღვთის სახლის საქმისთვის.+ 34  წილი ვყარეთ+ მღვდლებმა, ლევიანებმა და ხალხმა, ჩვენ-ჩვენი საგვარეულოს მიხედვით, ვის როდის უნდა მოგვეტანა შეშა+ წლიდან წლამდე ჩვენი ღვთის სახლში, კანონში დაწერილის თანახმად,+ იეჰოვას, ჩვენი ღვთის, სამსხვერპლოზე დასაწვავად.+ 35  ჩვენ ვიკისრეთ წლიდან წლამდე ჩვენი მიწის+ პირველმოწეული ნაყოფისა და ყველანაირი ხეხილის+ პირველმოწეული ნაყოფის მიტანა იეჰოვას სახლში, 36  კანონში ჩაწერილის თანახმად,+ ჩვენი პირმშოების,+ ჩვენი პირუტყვისა+ და ცხვარ-ძროხის+ პირველმოგებული ნაშიერის მიყვანა ჩვენი ღვთის სახლში, ჩვენი ღვთის სახლში მომსახურე მღვდლებთან.+ 37  ჩვენი პირველმოწეული ღერღილი,+ ჩვენი შესაწირავი,+ ყოველგვარი ხის ნაყოფი,+ ახალი ღვინო+ და ზეთი+ უნდა მიგვეტანა მღვდლებისთვის ჩვენი ღვთის სახლის სასადილო დარბაზებში+ და ჩვენი მიწის მეათედი ლევიანებისთვის+ უნდა მიგვეცა, რადგან ლევიანები იღებენ ჩვენი სამიწათმოქმედო ქალაქების მეათედს. 38  მღვდელი, აარონის ძე, ლევიანებთან უნდა იყოს, როცა ისინი მეათედს აიღებენ. ამ მეათედის მეათედი ლევიანებმა ჩვენი ღვთის+ სახლს უნდა შესწირონ, საწყობის სასადილო დარბაზებს,+ 39  რადგან სასადილო დარბაზებში მართებთ ისრაელის ძეებსა და ლევიანთა ძეებს შეწირული+ მარცვლეულის, ახალი ღვინისა+ და ზეთის მიტანა; იქ არის საწმინდრის მოწყობილობა და იქ არიან მომსახურე მღვდლები,+ კარიბჭის მცველები+ და მგალობლები.+ არ უნდა მივატოვოთ ჩვენი ღვთის სახლი.+

სქოლიოები

იხილეთ 7:65-ის სქოლიო.
იგივე ადონიკამი ეზრ. 2:13-ში.
იგივე იორა ეზრ. 2:18-ში.
იხილეთ 3:26-ის სქოლიო.