ნეემია 13:1—31

13  იმ დღეს ხალხის გასაგონად წაიკითხეს+ მოსეს წიგნი+ და აღმოჩნდა, რომ სამარადისოდ+ არ უნდა შესულიყვნენ ჭეშმარიტი ღვთის კრებულში ამონელები+ და მოაბელები,+  რადგან კი არ შეგებებიან ისრაელის ძეებს პურითა+ და წყლით,+ არამედ ბალაამი+ დაიქირავეს მათ დასაწყევლად,+ თუმცა ჩვენმა ღმერთმა წყევლა კურთხევად აქცია.+  როგორც კი ეს კანონი მოისმინეს,+ გამოაცალკევეს+ ისრაელისგან მთელი ჭრელი ხალხი.  მანამდე მღვდელმა ელიაშიბმა,+ რომელსაც ჩვენი ღვთის სახლის სასადილო დარბაზი+ ჰქონდა ჩაბარებული, ტობიას+ ნათესავმა,  მას დიდი სასადილო დარბაზი+ მოუწყო, სადაც ადრე მარცვლეულ შესაწირავს,+ გუნდრუკს, სხვადასხვა ნივთებს და ლევიანთა,+ მგალობელთა და კარიბჭის მცველთა კუთვნილ მარცვლეულს, ახალ ღვინოსა+ და ზეთის+ მეათედს ინახავდნენ, იქვე ინახებოდა მღვდლებისთვის განკუთვნილი შესაწირავიც.  მთელი ეს დრო იერუსალიმში არ ვყოფილვარ, რადგან ბაბილონის მეფე არტაქსერქსეს+ მეფობის ოცდამეთორმეტე+ წელს მეფეს ვეახლე. გავიდა დრო და დავეთხოვე მეფეს.+  მივედი იერუსალიმში და ვნახე, რა ბოროტება ჩაიდინა ელიაშიბმა,+ ტობიას+ რომ დარბაზი მოუწყო ჭეშმარიტი ღვთის სახლის+ ეზოში.  დიდად არ მესიამოვნა ეს ამბავი,+ ამიტომ გარეთ გამოვყარე+ ტობიას სახლის ავეჯი სასადილო დარბაზიდან.  ვბრძანე და გამოასუფთავეს+ სასადილო დარბაზები.+ უკან დავაბრუნე იქ ჭეშმარიტი ღვთის სახლის ნივთები,+ მარცვლეული შესაწირავი და გუნდრუკი.+ 10  გავიგე, რომ ლევიანებს არ ეძლეოდათ კუთვნილი წილი+ და ამის გამო იქ მომსახურე ლევიანები და მგალობლები თავ-თავიანთ ყანებში წასულიყვნენ.+ 11  ბრალი დავდე+ მმართველებს+ და ვკითხე: რატომ არის-მეთქი მიტოვებული ჭეშმარიტი ღვთის სახლი?+ შევკრიბე ისინი და თავ-თავიანთ ადგილებზე დავაყენე. 12  მთელმა იუდამ მოიტანა საწყობებში+ მარცვლეულის,+ ახალი ღვინისა+ და ზეთის+ მეათედი.+ 13  საწყობები მღვდელ შელემიას, გადამწერ ცადოკს და ლევიან ფედაიას ჩავაბარე. მათ ემორჩილებოდა ხანანი, მათანიას ვაჟის+ ზაქურის ვაჟი. ისინი ერთგულებით+ იყვნენ ცნობილნი და მათ ევალებოდათ თავიანთი ძმებისთვის წილის მიცემა.+ 14  გამიხსენე,+ ჩემო ღმერთო, ამის გამო და ნუ დაივიწყებ+ იმ სიკეთეს*, რაც ჩემი ღვთის სახლისთვის+ და მასზე ზრუნვისთვის გამიკეთებია. 15  იმ დროს ვნახე, იუდაში ხალხი შაბათს+ საწნახელში ყურძენს რომ წურავდა, ვირებს+ მარცვლეულს, ღვინოს, ყურძენს, ლეღვსა+ და ყველანაირ ტვირთს რომ ჰკიდებდა+ და შაბათ დღეს+ იერუსალიმში მოჰქონდა. გავაფრთხილე იმ დღეს მოვაჭრენი. 16  ქალაქში ტვიროსელებიც+ ცხოვრობდნენ, რომლებსაც მოჰქონდათ თევზი და ყოველგვარი სავაჭრო საქონელი+ და შაბათს ყიდდნენ იერუსალიმში და იუდას ძეებიც ყიდულობდნენ. 17  ბრალი დავდე იუდას წარჩინებულებს+ და ვუთხარი: „ეს რა ბოროტებას სჩადიხართ და ბღალავთ შაბათს?! 18  განა ასე არ იქცეოდა თქვენი მამა-პაპა,+ რის გამოც ჩვენმა ღმერთმა მთელი ეს უბედურება დაგვატეხა+ როგორც ჩვენ, ისე ამ ქალაქს?! თქვენ კი ბღალავთ შაბათს+ და ამით აძლიერებთ მის მრისხანებას ისრაელზე“. 19  შაბათის დადგომამდე, როგორც კი იერუსალიმის კარიბჭეებზე ჩრდილი ჩამოწვა, ვბრძანე და დაკეტეს კარები.+ ვბრძანე, რომ არ გაეღოთ ისინი შაბათის დასრულებამდე. ჩემი მსახურები დავაყენე კარიბჭეებთან, რომ არანაირი ტვირთი არ შემოსულიყო შაბათ დღეს.+ 20  ამის გამო ვაჭრებსა და ნაირ-ნაირი საქონლის გამყიდველებს ერთი-ორჯერ იერუსალიმის გარეთ მოუწიათ ღამის გათევა. 21  გავაფრთხილე ისინი+ და ვუთხარი: „რატომ ათევთ ღამეს გალავანთან?! თუ კიდევ მოიქცევით ასე, ხელს აღვმართავ თქვენზე!“+ მას შემდეგ შაბათს აღარ მოსულან ისინი. 22  ვუთხარი ლევიანებს,+ რომ ყოველთვის განწმენდილიყვნენ+ და მოსულიყვნენ კარიბჭეების+ დასაცავად, რათა წმინდად+ ეყოთ შაბათი დღე. ესეც გამიხსენე,+ ჩემო ღმერთო, და შემიბრალე შენი დიდი სიკეთისამებრ!+ 23  იმ დროს ვნახე იუდეველები,+ რომლებსაც აშდოდელი,+ ამონელი და მოაბელი+ ცოლები ჰყავდათ. 24  მათი ვაჟების ნახევარი აშდოდურად ლაპარაკობდა; ვერც ერთი ვერ ლაპარაკობდა იუდეველთა ენაზე,+ სხვა ხალხების ენებზე ლაპარაკობდნენ ისინი. 25  ბრალი დავდე მათ, დავწყევლე,+ ზოგიერთს ხელი დავარტყი,+ თმა დავაგლიჯე და ღვთის სახელით დავაფიცე:+ „არ მისცეთ თქვენი ასულები მათ ვაჟებს და არ მოიყვანოთ მათი ასულები არც თქვენთვის და არც თქვენი ვაჟებისთვის!+ 26  განა ამის გამო არ შესცოდა ისრაელის მეფე სოლომონმა?!+ ხალხთაგან არავის ჰყოლია მისი მსგავსი მეფე.+ უყვარდა იგი მის ღმერთს და მთელ ისრაელზე დააყენა მეფედ ის ღმერთმა,+ მაგრამ მასაც კი ჩაადენინეს ცოდვა უცხოელმა ცოლებმა.+ 27  განა გაგონილა ამხელა ბოროტების ჩადენა, რომ ორგულობთ ჩვენს ღმერთს და უცხოელი ცოლები მოგყავთ?!“+ 28  მღვდელმთავარ ელიაშიბის ვაჟის,+ იოიადას+ ერთ-ერთი ვაჟი ხორონელი+ სანბალატის+ სიძე იყო. ამიტომ მოვიშორე ის თავიდან.+ 29  გაიხსენე ისინი, ჩემო ღმერთო, რადგან წაბილწეს+ მღვდლობა და მღვდელთა და ლევიანთა+ შეთანხმება!+ 30  განვწმინდე+ ისინი ყოველივე უცხოსგან და მღვდლებსა და ლევიანებს თავ-თავიანთი მოვალეობები დავაკისრე, თითოეულს თავისი საქმე,+ 31  თავის დროზე რომ მოტანილიყო შეშა+ და პირველმოწეული ნაყოფი. სასიკეთოდ გამიხსენე,+ ჩემო ღმერთო!+

სქოლიოები

იხილეთ 1:5-ის სქოლიო.