ნეემია 2:1—20

2  ნისანის თვეში,+ მეფე არტაქსერქსეს+ მეფობის მეოცე+ წელს, ღვინო იდგა მის წინ, მე კი ჩვეულებისამებრ ავიღე ღვინო და მეფეს მივაწოდე.+ რაკი არასდროს ვყოფილვარ დაღვრემილი მის წინაშე,+  მკითხა მეფემ: „რატომ გაქვს სახე დაღვრემილი,+ ავად რომ არა ხარ? ეს სხვა არაფერია, თუ არა გულის დარდი“.+ მაშინ ძლიერ შევშინდი.  მივუგე მეფეს: „მარადიულად იცოცხლოს მეფემ!+ როგორ არ მექნება სახე დაღვრემილი, როცა განადგურებულია ქალაქი,+ სადაც ჩემი მამა-პაპის+ საფლავებია, მისი კარიბჭეები კი ცეცხლს შთაუნთქავს?!“+  მეფემ მომიგო: „რას აპირებ?“+ მაშინვე ლოცვით+ მივმართე ცათა ღმერთს,+  შემდეგ კი მივუგე მეფეს: „თუ ინებებს მეფე+ და თუ მოსაწონია შენი მსახური შენთვის,+ გამიშვი იუდაში, ქალაქში, სადაც ჩემი მამა-პაპის საფლავებია, რომ აღვადგინო+ ის“.  მაშინ მკითხა მეფემ, რომელსაც გვერდით დედოფალი ეჯდა: „რამდენი დრო დაგჭირდება მგზავრობისთვის და როდის დაბრუნდები?“ დრო დავუთქვი+ და მეფემაც ინება ჩემი გაშვება.+  ვუთხარი მეფეს: „თუ ინებებს მეფე, გამატანოს წერილები+ მდინარისგაღმელ*+ გამგებლებთან,+ რათა მათ გზა მომცენ იუდაში ჩასასვლელად.  გამატანოს წერილი ასაფთანაც, მეფის ტყის მცველთან, რომ მომცეს ხე-ტყე ძელებით ტაძრის ციხე-დარბაზის*+ კარიბჭეთა ასაშენებლად, ქალაქის გალავნისთვის+ და ჩემი საცხოვრებელი სახლისთვის“.+ მომცა მეფემ წერილები, რადგან ჩემი ღვთის კეთილი ხელი იყო ჩემზე.+  მივედი მდინარისგაღმელ გამგებლებთან+ და გადავეცი მათ მეფის წერილები. მეფემ თან ჯარის მეთაურები და მხედრები გამაყოლა. 10  როცა ხორონელმა+ სანბალატმა+ და ამონელმა+ მსახურმა ტობიამ+ გაიგეს ამის შესახებ, დიდად არ მოეწონათ,+ რომ ისრაელის ძეთა სასიკეთოდ იყო მოსული კაცი. 11  ბოლოს ჩავედი იერუსალიმში და სამ დღეს დავრჩი იქ. 12  ღამით ავდექი, ადგა რამდენიმე კაციც, რომლებიც ჩემთან ერთად იყვნენ, მაგრამ არავისთვის მითქვამს,+ რისი გაკეთება ჩამიდო გულში ჩემმა ღმერთმა იერუსალიმისთვის.+ თან არ წამიყვანია პირუტყვი იმ პირუტყვის გარდა, რომელზეც ვიჯექი. 13  ღამით გავედი ველის კარიბჭის+ გავლით, გავიარე დიდი გველის წყაროს* წინ და წავედი ნაცრის კარიბჭისკენ.+ ვამოწმებდი იერუსალიმის დანგრეულ გალავანსა+ და ცეცხლით შთანთქმულ კარიბჭეებს.+ 14  ჩავუარე წყაროს კარიბჭეს+ და მეფის წყალსატევს, მაგრამ აღარ ჰქონდა გასავლელი ადგილი პირუტყვს, რომელზეც ვიჯექი. 15  ღამით ავუყევი ხევს+ და ვამოწმებდი გალავანს. ამის შემდეგ მოვბრუნდი, გამოვიარე ველის კარიბჭე+ და უკან დავბრუნდი. 16  მმართველებმა+ არ იცოდნენ, სად ვიყავი წასული და რას ვაკეთებდი. ჯერ არაფერი მქონდა ნათქვამი იუდეველებისთვის, მღვდლებისთვის, წარჩინებულებისთვის, მმართველებისთვის და სამუშაოს სხვა შემსრულებლებისთვის. 17  ბოლოს ვუთხარი მათ: „თქვენ ხედავთ, რა დიდ გაჭირვებაში ვართ, იერუსალიმი განადგურებულია, მისი კარიბჭეები კი ცეცხლს შთაუნთქავს. მოდით, აღვადგინოთ იერუსალიმის გალავანი, რომ მეტად აღარ ვიყოთ შეურაცხყოფილნი“.+ 18  ვუამბე მათ ჩემი ღვთის ხელზე,+ ჩემ სასიკეთოდ რომ იყო,+ და ისიც, რაც მეფემ მითხრა.+ მათ მომიგეს: „ავდგეთ და ავაშენოთ!“ და გაიმაგრეს ხელები კარგი საქმისთვის.+ 19  გაიგეს ამის შესახებ ხორონელმა სანბალატმა,+ ამონელმა+ მსახურმა+ ტობიამ+ და არაბმა+ გეშემმა+ და დაცინვა+ და ზიზღით ყურება დაგვიწყეს, გვეუბნებოდნენ: ამას რას აკეთებთ, მეფეს ხომ არ უჯანყდებითო?+ 20  ვუპასუხე მათ: „ცათა ღმერთი+ მოგვიმართავს ხელს+ და ჩვენ, მისი მსახურები ავდგებით და ავაშენებთ, თქვენ კი არც წილი გაქვთ,+ არც უფლება და არც სახსენებელი+ იერუსალიმში“.

სქოლიოები

მდინარეში იგულისხმება ევფრატი.
ანუ ციხესიმაგრის. მდებარეობდა აღდგენილი ტაძრის ჩრდილო-დასავლეთით.
შესაძლოა იგივე ენ-როგელის ჭა.