ნეემია 5:1—19

5  ხმამაღლა უჩიოდნენ+ თავიანთ იუდეველ ძმებს+ კაცები და მათი ცოლები.  ზოგიერთები ამბობდნენ: „ჩვენი ვაჟებისა და ასულების გირაოდ მიცემა გვიწევს, რათა მარცვლეული ვიშოვოთ, ვჭამოთ და ვიცოცხლოთ“.+  იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ამბობდნენ: „ჩვენს ყანებს, ვენახებსა და სახლებს გირაოდ+ გავცემთ, რათა შიმშილის დროს მარცვლეული ვიშოვოთ“.  ზოგიერთები კი ამბობდნენ: „ჩვენი ყანებისა და ვენახების სანაცვლოდ ფულს ვსესხულობთ,+ მეფეს ხარკი+ რომ გადავუხადოთ.  ახლა, ჩვენ ისეთივე ხორცი გვაქვს, როგორიც ჩვენს ძმებს;+ ჩვენი ვაჟებიც ისეთები არიან, როგორიც მათი ვაჟები, მაგრამ ჩვენ მონებად+ ვაქცევთ ჩვენს ვაჟებსა და ჩვენს ასულებს, ჩვენს ასულთაგან ზოგიერთი უკვე დამონებულია; არ გვექნება ძალა ხელში, ვიდრე სხვებს აქვთ ჩვენი ყანები და ვენახები“.  ძლიერ განვრისხდი, როცა მოვისმინე მათი ჩივილი და ეს სიტყვები.  გულში ავწონ-დავწონე ყველაფერი, ბრალი დავდე+ წარჩინებულებსა და მმართველებს და ვუთხარი: „ვახშს+ იღებთ საკუთარი ძმებისგან!“ ამის შემდეგ, დიდი კრებული მოვიწვიე მათ გამო+  და ვუთხარი: „ჩვენ როგორც შეგვეძლო, გამოვისყიდეთ+ ჩვენი იუდეველი ძმები, რომლებიც სხვა ხალხებს იყვნენ მიყიდულნი. თქვენ კი ამ დროს თქვენსავე ძმებს ყიდით?!+ და მერე ჩვენ უნდა გამოვისყიდოთ ისინი?!“ დადუმდნენ ისინი და სიტყვას ვერ პოულობდნენ.+  ვუთხარი მათ: „არ არის კარგი,+ რასაც აკეთებთ. განა ჩვენი ღვთის+ შიშით+ არ უნდა იაროთ, სხვა ხალხებმა, ჩვენმა მტრებმა+ რომ არ შეურაცხგვყონ?!+ 10  მე, ჩემი ძმები და ჩემი მსახურები სესხად ვაძლევთ მათ ფულსა და მარცვლეულს. მოდი, აღარ გავცეთ სესხი სარგებლით!+ 11  გთხოვთ, დღესვე დაუბრუნეთ მათ თავიანთი ყანები,+ ვენახები, ზეთისხილის კორომები და სახლები და ფულის, მარცვლეულის, ახალი ღვინისა და ზეთის მეასედი, რომელსაც სარგებლით იღებთ მათგან“. 12  მათ მომიგეს: „ყველაფერს დავაბრუნებთ+ და უკან არავის არაფერს მოვთხოვთ.+ ყველაფერს სწორედ ისე გავაკეთებთ, როგორც შენ ამბობ“.+ მოვუხმე მღვდლებს და დავაფიცე, რომ ამ სიტყვისამებრ მოიქცეოდნენ.+ 13  უბე გადმოვიბერტყე და ვთქვი: „ასე გამობერტყოს ჭეშმარიტმა ღმერთმა თავისი სახლიდან და შეძენილი საკუთრებიდან ყველა ის კაცი, რომელიც არ შეასრულებს ამ სიტყვას. ასე გამოიბერტყოს და დაცარიელდეს ის!“ ამაზე მთელმა კრებულმა თქვა: „ამინ*!“+ და განადიდა იეჰოვა.+ შეასრულა ხალხმა ეს სიტყვა.+ 14  კიდევ ერთი: იმ დღიდან, რაც მეფემ იუდას მიწაზე მათ გამგებლად დამნიშნა,+ მეფე არტაქსერქსეს+ მეფობის მეოცე+ წლიდან ოცდამეთორმეტე+ წლამდე, თორმეტ წელიწადს მე და ჩემს ძმებს გამგებლის პური არ გვიჭამია.+ 15  ის გამგებლები, რომლებიც ჩემამდე იყვნენ, ამძიმებდნენ ხალხს, პურისა და ღვინისთვის ყოველდღიურად ორმოც შეკელ ვერცხლს ართმევდნენ, მათი მსახურებიც ბატონობდნენ ხალხზე;+ მე კი ღვთის შიშის გამო+ ასე არ მოვქცეულვარ.+ 16  გარდა ამისა, გალავნის აღდგენაზეც ვმუშაობდი,+ ყანა არ შეგვიძენია.+ ყველა ჩემი მსახური იქ იყო შეკრებილი სამუშაოდ. 17  იუდეველები და მმართველები, ას ორმოცდაათი კაცი, და ჩვენს მეზობელ ხალხთაგან მოსულები ჩემს სუფრასთან ისხდნენ.+ 18  აი რა მზადდებოდა ყოველდღიურად ჩემთვის: ერთი ხარი, ექვსი საუკეთესო ცხვარი და ფრინველები. ათ დღეში ერთხელ უხვად გვქონდა ნაირნაირი ღვინო.+ არ მომითხოვია გამგებლის პური, რადგან ისედაც მძიმე სამუშაო ჰქონდა ამ ხალხს. 19  სასიკეთოდ გამიხსენე,+ ჩემო ღმერთო, იმ ყველაფრისთვის,+ რაც ამ ხალხისთვის გამიკეთებია.+

სქოლიოები

ებრაულად ამენ, რაც ნიშნავს: დაე, იყოს ასე!