ნეემია 7:1—73

7  გალავნის აღდგენის დასრულებისთანავე+ ჩავდგი კარები.+ დაინიშნენ კარიბჭის მცველები,+ მგალობლები+ და ლევიანები.+  იერუსალიმზე დავაყენე ხანანი,+ ჩემი ძმა, და ხანანია, ციხე-დარბაზის+ მთავარი, რადგან ის სანდო+ კაცი იყო და ბევრ სხვაზე მეტად ეშინოდა+ ჭეშმარიტი ღვთისა.  ვუთხარი მათ: „არ უნდა გაიღოს იერუსალიმის კარიბჭეები,+ სანამ მზე არ დააცხუნებს; და სანამ მცველები იდგებიან იქვე, მანამ დახურონ და ჩარაზონ კარები.+ დააყენე მცველები იერუსალიმის მკვიდრთაგან, თითოეული თავის სადარაჯოზე და თითოეული თავისი სახლის წინ“.+  ვრცელი და დიდი იყო ქალაქი, ხალხი კი ცოტა იყო იქ,+ და არც სახლები იყო აშენებული.  ჩემმა ღმერთმა გულში ჩამიდო,+ რომ შემეკრიბა წარჩინებულები, მმართველები და ხალხი, რათა აღრიცხულიყვნენ საგვარეულოთა მიხედვით.+ ვიპოვე პირველმოსულების საგვარეულო ნუსხა.+ აი რა ეწერა მასში:  ესენი იყვნენ იმ სამთავროს+ ძეები, რომლებიც გამოვიდნენ ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორის+ მიერ ტყვეობაში+ წაყვანილი, გადასახლებული+ ხალხიდან, და რომლებიც მოგვიანებით იერუსალიმსა და იუდაში დაბრუნდნენ თავ-თავიანთ ქალაქებში;+  ისინი წამოვიდნენ ზერუბაბელთან,+ იეშუასთან,+ ნეემიასთან, აზარიასთან, რაამიასთან, ნახამანთან, მორდოქაისთან,+ ბილშანთან, მისფერეთთან, ბიგვაისთან, ნეხუმთან და ბაანასთან ერთად. აი ისრაელის მამაკაცთა რიცხვი:  ფაროშის ძეები+ — ორი ათას ას სამოცდათორმეტი;  შეფატიას ძეები+ — სამას სამოცდათორმეტი; 10  არახის ძეები+ — ექვსას ორმოცდათორმეტი; 11  ფახათ-მოაბის ძეები+ იეშუასა და იოაბის ძეთაგან+ — ორი ათას რვაას თვრამეტი; 12  ელამის ძეები+ — ათას ორას ორმოცდათოთხმეტი; 13  ზათუს ძეები+ — რვაას ორმოცდახუთი; 14  ზაქაის ძეები+ — შვიდას სამოცი; 15  ბინუის ძეები+ — ექვსას ორმოცდარვა; 16  ბებაის ძეები+ — ექვსას ოცდარვა; 17  აზგადის ძეები+ — ორი ათას სამას ოცდაორი; 18  ადონიკამის ძეები+ — ექვსას სამოცდაშვიდი; 19  ბიგვაის ძეები+ — ორი ათას სამოცდაშვიდი; 20  ადინის ძეები+ — ექვსას ორმოცდათხუთმეტი; 21  ატერის ძეები+ ხიზკიას ძეთაგან — ოთხმოცდათვრამეტი; 22  ხაშუმის ძეები+ — სამას ოცდარვა; 23  ბეცაის ძეები+ — სამას ოცდაოთხი; 24  ხარიფის ძეები+ — ას თორმეტი; 25  გაბაონის ძეები+ — ოთხმოცდათხუთმეტი; 26  ბეთლემელები+ და ნეტოფელები+ — ას ოთხმოცდარვა; 27  ანათოთელები+ — ას ოცდარვა; 28  ბეთ-აზმავეთელები+ — ორმოცდაორი; 29  კირიათ-იეარიმელები,+ ქეფირელები+ და ბეეროთელები+ — შვიდას ორმოცდასამი; 30  რამელები+ და გებელები+ — ექვსას ოცდაერთი; 31  მიქმასელები+ — ას ოცდაორი; 32  ბეთელელები+ და აიელები+ — ას ოცდასამი; 33  მეორე ნებოს მკვიდრნი+ — ორმოცდათორმეტი; 34  მეორე ელამის ძეები+ — ათას ორას ორმოცდათოთხმეტი; 35  ხარიმის ძეები+ — სამას ოცი; 36  იერიხონის ძეები+ — სამას ორმოცდახუთი; 37  ლოდის,+ ხადიდისა+ და ონოს ძეები+ — შვიდას ოცდაერთი; 38  სენაას ძეები+ — სამი ათას ცხრაას ოცდაათი. 39  მღვდლები: იედაიას ძეები+ იეშუას სახლიდან — ცხრაას სამოცდაცამეტი; 40  იმერის ძეები+ — ათას ორმოცდათორმეტი; 41  ფაშხურის ძეები+ — ათას ორას ორმოცდაშვიდი; 42  ხარიმის ძეები+ — ათას ჩვიდმეტი. 43  ლევიანები: იეშუას ძეები კადმიელის+ სახლიდან, ჰოდევას ძეთაგან+ — სამოცდათოთხმეტი. 44  მგალობლები:+ ასაფის ძეები+ — ას ორმოცდარვა. 45  კარიბჭის მცველები:+ შალუმის ძეები,+ ატერის ძეები, თალმონის ძეები,+ აკუბის ძეები,+ ხატიტასა და შობაის ძეები+ — ას ოცდათვრამეტი. 46  ნეთინიმები*:+ ციხას ძეები, ხასუფას ძეები, ტაბაოთის ძეები,+ 47  კეროსის ძეები, სიას ძეები, ფადონის ძეები,+ 48  ლებანას ძეები, ხაგაბას ძეები,+ სალმაის ძეები, 49  ხანანის ძეები,+ გიდელის ძეები, გახარის ძეები, 50  რეაიას ძეები,+ რეცინის ძეები,+ ნეკოდას ძეები, 51  გაზამის ძეები, უზას ძეები, ფასეას ძეები, 52  ბესაის ძეები,+ მეუნიმის ძეები, ნეფიშესიმის ძეები,+ 53  ბაკბუკის ძეები, ხაკუფას ძეები, ხარხურის ძეები,+ 54  ბაცლითის ძეები, მეხიდას ძეები, ხარშას ძეები,+ 55  ბარკოსის ძეები, სისერას ძეები, თამახის ძეები,+ 56  ნეციასა და ხატიფას ძეები.+ 57  სოლომონის მსახურთა ძეები:+ სოტაის ძეები, სოფერეთის ძეები, ფერიდას ძეები,+ 58  იაალას ძეები, დარკონის ძეები, გიდელის ძეები,+ 59  შეფატიას ძეები, ხატილის ძეები, ფოქერეთ-ჰაცებაიმისა და ამონის ძეები.+ 60  ნეთინიმები+ და სოლომონის მსახურთა ძეები მთლიანობაში სამას ოთხმოცდათორმეტნი იყვნენ. 61  აი თელ-მელახიდან, თელ-ხარშადან, ქერუბიდან, ადონიდან და იმერიდან+ გამოსულები, რომლებიც ვერ ამბობდნენ, ვის საგვარეულოს მიეკუთვნებოდნენ და რა წარმომავლობისანი იყვნენ, იყვნენ თუ არა ისრაელები: 62  დელაიას ძეები, ტობიას ძეები და ნეკოდას ძეები+ — ექვსას ორმოცდაორი. 63  მღვდელთაგან:+ ხაბაიას ძეები, ჰაკოცის ძეები+ და იმ ბარზილაის ძეები,+ რომელმაც ცოლად მოიყვანა გალაადელი ბარზილაის+ ერთ-ერთი ასული და მათი სახელი დაერქვა. 64  ისინი ეძებდნენ თავიანთ ნუსხას თავიანთი წარმომავლობის საჯაროდ დასამტკიცებლად, მაგრამ ვერ იპოვეს,+ ამიტომ წაბილწულებად მიიჩნიეს ისინი და მღვდლობის უფლება არ მისცეს.+ 65  უთხრა მათ თირშათამ*,+ რომ არ ეჭამათ+ იქიდან, რაც უწმინდესი იყო, სანამ ურიმითა+ და თუმიმით*+ არ წამოდგებოდა მღვდელი. 66  მთელი კრებულის რიცხვი შეადგენდა ორმოცდაორ ათას სამას სამოცს+ 67  მათი მონებისა+ და მხევლების გარდა, რომელთა რიცხვი იყო შვიდი ათას სამას ოცდაჩვიდმეტი;+ მათ აგრეთვე ჰყავდათ ორას ორმოცდახუთი მომღერალი კაცი+ და ქალი.+ [ 68  მათ ჰყავდათ შვიდას ოცდათექვსმეტი ცხენი, ორას ორმოცდახუთი ჯორი,]+ 69  ოთხას ოცდათხუთმეტი აქლემი და ექვსი ათას შვიდას ოცი+ ვირი.+ 70  საგვარეულოთა+ ზოგიერთმა თავკაცმა+ შესაწირავი გაიღო საქმის შესასრულებლად.+ თირშათამ+ საგანძურისთვის გაიღო ათასი ოქროს დრაქმა*, ორმოცდაათი თასი, ხუთას ოცდაათი ხელი გრძელი სამღვდელო სამოსი.+ 71  საგვარეულოთა ზოგიერთმა თავკაცმა საქმის შესასრულებლად საგანძურს გადასცა ოცი ათასი ოქროს დრაქმა და ორი ათას ორასი მინა ვერცხლი,+ 72  დანარჩენმა ხალხმა კი გაიღო ოცი ათასი ოქროს დრაქმა, ორი ათასი მინა ვერცხლი და სამოცდაშვიდი ხელი გრძელი სამღვდელო სამოსი. 73  მღვდლები,+ ლევიანები, კარიბჭის მცველები, მომღერლები,+ ხალხიდან ზოგიერთები, ნეთინიმები*+ და მთელი ისრაელი თავიანთ ქალაქებში+ დასახლდნენ. მეშვიდე თვეს+ ისრაელის ძეები უკვე თავ-თავიანთ ქალაქებში იყვნენ.+

სქოლიოები

იხილეთ 3:26-ის სქოლიო.
სამთავროს გამგებლის ტიტული სპარსულად.
იხილეთ გმ. 28:30-ის სქოლიო.
ანუ სპარსული ოქროს დარიკი, წონით 8,4 გრამი. ეს არ არის ბერძნულ წერილებში მოხსენიებული დრაქმა. იხილეთ დანართი 6ა.
იხილეთ 3:26-ის სქოლიო.