ნეემია 8:1—18

8  მთელი ხალხი, როგორც ერთი კაცი,+ ისე შეიკრიბა მოედანზე,+ წყლის კარიბჭის+ წინ. უთხრეს ეზრას,+ გადამწერს, რომ მოეტანა იეჰოვას მიერ ისრაელისთვის ნაბრძანები+ მოსეს კანონის+ წიგნი.+  ეზრა მღვდელმაც+ მეშვიდე თვის პირველ დღეს+ გამოიტანა კანონი კრებულის წინაშე,+ რომელშიც იყვნენ კაცები, ქალები და ყველა, ვისაც მოსმენა+ შეეძლო.  გამთენიიდან+ შუადღემდე ხმამაღლა კითხულობდა+ მოედანზე, წყლის კარიბჭის წინ, კაცების, ქალებისა და ყველა დანარჩენის წინაშე, ვისაც მოსმენა შეეძლო. ყურადღებით ისმენდა მთელი ხალხი+ კანონის წიგნიდან წაკითხულს.  გადამწერი ეზრა საგანგებოდ გაკეთებულ ხის კვარცხლბეკზე+ იდგა. მარჯვნივ, გვერდით ედგნენ მათითია, შემა, ანაია, ურია, ხილკია და მაასეია, მარცხნივ კი — ფედაია, მიშაელი, მალქია,+ ხაშუმი,+ ხაშ-ბადანა, ზაქარია და მეშულამი.  გაშალა ეზრამ+ წიგნი მთელი ხალხის თვალწინ, რადგან ყველაზე მაღლა იდგა. გაშალა და მთელი ხალხი ფეხზე წამოდგა.+  აკურთხა ეზრამ იეჰოვა,+ ჭეშმარიტი ღმერთი, დიდებული, რაზეც ხელაპყრობილმა+ ხალხმა მიუგო: „ამინ*! ამინ!“+ შემდეგ მათ მდაბლად თაყვანი სცეს+ იეჰოვას და პირქვე დაემხვნენ მის წინაშე.+  იეშუა, ბანი, შერებია,+ იამინი, აკუბი, შაბეთაი, ჰოდია, მაასეია, კელიტა, აზარია, იოზაბადი,+ ხანანი და ფელაია+ — ლევიანები, კანონს განუმარტავდნენ ფეხზე მდგომ+ ხალხს.+  ისინი ხმამაღლა კითხულობდნენ+ წიგნს, ჭეშმარიტი ღვთის კანონს, თან ხსნიდნენ, განმარტავდნენ და ხალხს წაკითხულის გაგებაში ეხმარებოდნენ.+  თირშათა*+ ნეემიამ,+ ეზრამ,+ მღვდელმა და გადამწერმა, და ლევიანებმა მიმართეს ხალხს, რომელსაც ასწავლიდნენ: „ეს დღე წმინდაა იეჰოვასთვის, თქვენი ღვთისთვის!+ ნუ იგლოვებთ და ნუ იტირებთ!“+ რადგან მთელი ხალხი ტიროდა კანონის სიტყვების მოსმენაზე.+ 10  მან უთხრა მათ: „წადით, ჭამეთ მსუყე კერძები და სვით ტკბილი სასმელები, ნაწილი კი იმას გაუგზავნეთ,+ ვისაც არაფერი მოუმზადებია! წმინდაა ეს დღე ჩვენი უფლისთვის, ნუ დამწუხრდებით, რადგან იეჰოვას სიხარული თქვენი სიმაგრეა!“ 11  ლევიანები აჩუმებდნენ ხალხს და ეუბნებოდნენ: „ჩაწყნარდით, რადგან წმინდაა ეს დღე და ნუ დამწუხრდებით!“ 12  წავიდა მთელი ხალხი საჭმელ-სასმელად, სხვებისთვის მოსაკითხის გასაგზავნად+ და სამხიარულოდ,+ რადგან გაიგეს მათთვის გადაცემული სიტყვები.+ 13  მეორე დღეს მთელი ხალხის საგვარეულოთა თავკაცებმა, მღვდლებმა და ლევიანებმა გადამწერ ეზრასთან მოიყარეს თავი, რათა ჩასწვდომოდნენ კანონის სიტყვებს.+ 14  კანონში მათ აღმოაჩინეს, რომ იეჰოვას მიერ მოსეს ხელით გადაცემული ბრძანების თანახმად+ მეშვიდე თვის დღესასწაულის დროს+ ისრაელის ძეებს კარვებში+ უნდა ეცხოვრათ, 15  უნდა გამოეცხადებინათ+ და ემცნოთ თავიანთ ქალაქებსა და იერუსალიმში:+ „წადით მთიან მხარეში+ და მოიტანეთ ზეთისხილის,+ ზეთის ხის, მირტის, პალმისა და ყველა დატოტვილი ხის ფოთლიანი რტოები, რომ დაწერილის თანახმად გააკეთოთ კარვები“. 16  წავიდა ხალხი, მოიტანა ფოთლიანი რტოები და გაიკეთა კარვები თავ-თავიანთ ბანებზე,+ თავიანთ ეზოებში,+ ჭეშმარიტი ღვთის სახლის ეზოებში, წყლის კარიბჭის+ მოედანზე+ და ეფრემის კარიბჭის მოედანზე.+ 17  ამგვარად, ტყვეობიდან დაბრუნებულმა მთელმა კრებულმა გაიკეთა კარვები და კარვებში ცხოვრობდა. იესო ნავეს ძის+ დროიდან მოყოლებული იმ დრომდე ისრაელის ძეები ასე არ მოქცეულან, ამიტომ დიდი სიხარული იყო იქ გამეფებული.+ 18  ყოველდღიურად, პირველი დღიდან ბოლო დღემდე ხმამაღლა იკითხებოდა ჭეშმარიტი ღვთის კანონის წიგნი.+ შვიდ დღეს დღესასწაულობდნენ, მერვე დღეს კი, წესისამებრ, საზეიმო შეკრება მოაწყვეს.+

სქოლიოები

იხილეთ 5:13-ის სქოლიო.
იხილეთ 7:65-ის სქოლიო.