ნეემია 9:1—38

9  ამ თვის ოცდამეოთხე დღეს+ შეიკრიბნენ ისრაელის ძეები; მარხულობდნენ,+ ჯვალო ეცვათ+ და თავზე მტვერს+ იყრიდნენ.  გამოეყო ისრაელის შთამომავლობა+ უცხოელებს.+ დადგნენ და აღიარეს+ თავიანთი ცოდვები+ და თავიანთი მამების დანაშაული.+  თავ-თავიანთ ადგილებზე+ მდგომნი დღის ერთი მეოთხედი+ ხმამაღლა კითხულობდნენ თავიანთი ღვთის, იეჰოვას კანონის წიგნს,+ მეორე მეოთხედი კი ცოდვებს აღიარებდნენ+ და მდაბლად თაყვანს სცემდნენ იეჰოვას, თავიანთ ღმერთს.+  იეშუა, ბანი, კადმიელი, შებანია, ბუნი, შერებია,+ ბანი და ქენანი დადგნენ ლევიანთა კვარცხლბეკზე+ და ხმამაღლა+ შეღაღადებდნენ იეჰოვას, თავიანთ ღმერთს.  ლევიანებმა — იეშუამ, კადმიელმა, ბანიმ, ხაშაბნეიამ, შერებიამ, ჰოდიამ, შებანიამ და ფეთახიამ თქვეს: „ადექით, აკურთხეთ+ იეჰოვა, თქვენი ღმერთი, მარადიულად*!+ აკურთხონ მათ შენი დიდებული სახელი,+ რომელიც ყველანაირ კურთხევასა და ქებას აღემატება!  მხოლოდ შენა ხარ იეჰოვა,+ შენ შექმენი ზეცა,+ ზეცათა ზეცა და მთელი მათი ლაშქარი,+ დედამიწა+ და ყველაფერი, რაც მასზეა,+ ზღვანი+ და ყველაფერი, რაც მათშია,+ შენა ხარ მათი მაცოცხლებელი, მდაბლად თაყვანს გცემს ზეციური ლაშქარი!+  შენა ხარ იეჰოვა, ჭეშმარიტი ღმერთი, რომელმაც აბრამი+ ამოარჩიე, გამოიყვანე ის ქალდეველთა+ ურიდან და აბრაამი+ უწოდე.  დაინახე, რომ ერთგული იყო მისი გული შენ წინაშე,+ და შეთანხმება+ დაუდე, რომ ქანაანელთა, ხეთელთა, ამორეველთა, ფერიზელთა, იებუსელთა და გირგაშელთა მიწას მისცემდი მას და მის შთამომავლობას.+ და შენ შეასრულე კიდეც შენი სიტყვები, რადგან მართალი ხარ.+  შენ დაინახე+ ჩვენი მამა-პაპის გაჭირვება ეგვიპტეში და შეისმინე მათი ღაღადი წითელ ზღვასთან.+ 10  ნიშნები და სასწაულები მოახდინე ფარაონის, მისი მსახურებისა და მისი ქვეყნის ხალხის წინააღმდეგ,+ რადგან იცოდი, რომ კადნიერად+ ექცეოდნენ მათ; და სახელი გაითქვი,+ როგორც დღეს. 11  ზღვა გაყავი+ მათ წინ და მშრალზე+ გაიარეს ზღვის შუაგულში; მათი მდევნელები კი ქვასავით+ მოისროლე სიღრმეში,+ ბობოქარ წყლებში.+ 12  დღისით ღრუბლის სვეტით მიუძღოდი+ მათ და ღამით — ცეცხლის სვეტით+ მათი სავალი გზის გასანათებლად.+ 13  სინას მთაზე ჩამოხვედი+ და ზეციდან ელაპარაკე მათ,+ მიეცი მათ სწორი სამართალი,+ ჭეშმარიტების კანონები,+ სასარგებლო წესები+ და მცნებები.+ 14  შენი წმინდა შაბათი+ გააცანი მათ; მცნებები, წესები და კანონი დაუწესე შენი მსახურის, მოსეს ხელით.+ 15  ზეციდან პურს აძლევდი შიმშილის მოსაკლავად+ და კლდიდან წყალს უჩქეფებდი წყურვილის მოსაკლავად,+ ეუბნებოდი, რომ შესულიყვნენ+ და დაემკვიდრებინათ მიწა, რომლის მიცემაც აღმართული ხელით გქონდა დაფიცებული.+ 16  ჩვენი მამა-პაპა კი კადნიერად იქცეოდა,+ ჯიუტობდა+ და არ ისმენდა შენს მცნებებს. 17  არც მოსმენა+ ინდომეს და არც მათ თვალწინ შენი მოხდენილი საოცარი საქმეები გაიხსენეს;+ გაჯიუტდნენ+ და მეთაური+ დაიყენეს ეგვიპტის მონობაში დასაბრუნებლად. მაგრამ შენ მპატიებელი,+ მწყალობელი,+ გულმოწყალე,+ რისხვაში ნელი+ და სიკეთით* სავსე+ ღმერთი ხარ, არ მიგიტოვებია ისინი.+ 18  როცა ხბოს ქანდაკება ჩამოისხეს+ და ამბობდნენ, ეს არის შენი ღმერთი, რომელმაც ეგვიპტის მიწიდან გამოგიყვანაო,+ და დიდად შეურაცხმყოფელ საქმეებს სჩადიოდნენ, 19  არ მიგიტოვებია+ ისინი უდაბნოში შენი დიდი წყალობის გამო, არ მოშორებია მათ დღისით გზის მაჩვენებელი ღრუბლის სვეტი+ და ღამით — სავალი გზის გამნათებელი ცეცხლის სვეტი.+ 20  შენი კეთილი სული+ მიეცი მათ, რომ წინდახედულობა შეეძინათ. შენი მანანა არ დაგიკავებია მათთვის+ და წყალს აძლევდი წყურვილის მოსაკლავად.+ 21  ორმოც+ წელიწადს კვებავდი მათ უდაბნოში და არაფერი მოჰკლებიათ,+ ტანსაცმელი არ გასცვეთიათ+ და ფეხები არ დასივებიათ.+ 22  მიეცი მათ სამეფოები+ და ხალხები, ნაწილ-ნაწილ მიეცი;+ ისინი დაეპატრონნენ სიხონის+ მიწას, ხეშბონის+ მეფის მიწასა და ბაშანის+ მეფე ოგის+ მიწას. 23  ცის ვარსკვლავებივით გაამრავლე მათი ძეები.+ შეიყვანე იმ მიწაზე,+ რომელიც აღუთქვი მათ მამა-პაპას,+ რომ შევიდოდნენ და დაეპატრონებოდნენ მას. 24  შევიდნენ მათი ძეები+ და დაეპატრონნენ იმ მიწას.+ შენ დაუმორჩილე+ მათ იმ მიწის მკვიდრი ქანაანელები+ და ხელში ჩაუგდე ისინი, მათი მეფეები+ და იმ მიწაზე მცხოვრები ხალხები,+ რომ თავიანთი სურვილისამებრ მოქცეოდნენ მათ.+ 25  დაიპყრეს გამაგრებული ქალაქები+ და მიისაკუთრეს ნოყიერი მიწები,+ დაეპატრონნენ ყოველგვარი დოვლათით სავსე სახლებს,+ ამოკვეთილ ჭებს,+ ვენახებს, ზეთისხილის კორომებსა+ და უამრავ ხეხილს; ჭამდნენ, ძღებოდნენ,+ სუქდებოდნენ+ და ნეტარებდნენ შენი უსაზღვრო სიკეთის გამო.+ 26  მიუხედავად ამისა, გეურჩნენ+ ისინი და განგიდგნენ,+ ზურგს უკან ისროდნენ შენს კანონს,+ ხოცავდნენ შენს წინასწარმეტყველებს,+ რომლებიც შეაგონებდნენ მათ, რათა შენთან დაებრუნებინათ ისინი;+ დიდად შეურაცხმყოფელ საქმეებს სჩადიოდნენ.+ 27  ამიტომაც ჩაყარე ისინი მათი მტრების ხელში,+ რომლებიც ავიწროებდნენ მათ,+ მაგრამ როცა თავიანთი გასაჭირის დროს შემოგღაღადებდნენ,+ უსმენდი მათ ზეციდან;+ შენი უხვი წყალობით+ უგზავნიდი მხსნელებს,+ რომლებიც ათავისუფლებდნენ მათ მტრების ხელიდან.+ 28  მაგრამ, როგორც კი სულს მოითქვამდნენ, ისევ ბოროტებას სჩადიოდნენ შენ წინაშე+ და შენც ტოვებდი მათ მტრების ხელში, რომლებიც ჩაგრავდნენ მათ.+ გიბრუნდებოდნენ ისინი და შველას გთხოვდნენ,+ შენც უსმენდი ზეციდან+ და მრავალჯერ შველოდი შენი უხვი წყალობით.+ 29  შეაგონებდი მათ,+ რომ შენს კანონს დაბრუნებოდნენ,+ ისინი კი კადნიერად იქცეოდნენ+ და არ უსმენდნენ შენს მცნებებს; სცოდავდნენ+ შენი სამართლის წინააღმდეგ,+ რომლის დაცვითაც იცოცხლებს კაცი.+ ჯიუტობდნენ*,+ ქედს არ იხრიდნენ+ და არ გისმენდნენ.+ 30  მრავალი წელი ლმობიერი იყავი მათდამი+ და შენს წინასწარმეტყველთა პირით შენი სულით შეაგონებდი+ მათ, ისინი კი ყურს არ გიგდებდნენ.+ ბოლოს სხვა ქვეყნების ხალხთა ხელში ჩაყარე ისინი.+ 31  არ გაგინადგურებია+ და არ მიგიტოვებია+ ისინი შენი დიდი წყალობის გამო, რადგან შენ მწყალობელი+ და გულმოწყალე+ ღმერთი ხარ. 32  ახლა კი, ჩვენო ღმერთო, დიდებულო,+ ძლიერო,+ შიშის მომგვრელო,+ შეთანხმების დამცველო+ და სიკეთის*+ შემნახველო ღმერთო, მცირედ ნუ ჩათვლი+ იმ გასაჭირს,+ რომელშიც ჩავცვივდით ჩვენ, ჩვენი მეფეები,+ ჩვენი მთავრები,+ ჩვენი მღვდლები,+ ჩვენი წინასწარმეტყველები,+ ჩვენი მამა-პაპა+ და მთელი შენი ხალხი ასურეთის მეფეთა დროიდან მოყოლებული დღემდე.+ 33  შენ მართალი+ ხარ ყველაფერში, რაც კი დაგვემართა, რადგან შენ ერთგულად+ მოიქეცი, ჩვენ კი — ბოროტად.+ 34  ჩვენი მეფეები, ჩვენი მთავრები, ჩვენი მღვდლები და ჩვენი მამა-პაპა+ არ ასრულებდნენ შენს კანონს,+ ყურადღებას არ აქცევდნენ შენს მცნებებსა+ და შეხსენებებს, რითაც შეაგონებდი.+ 35  როცა თავიანთი სამეფო ჰქონდათ+ და დიდ სიუხვეში ცხოვრობდნენ ვრცელსა+ და ნოყიერ მიწაზე,+ რომელიც შენ უბოძე, არ გემსახურებოდნენ+ და არ ეშვებოდნენ თავიანთ ცუდ საქმეებს.+ 36  აი, დღეს ჩვენ მონები+ ვართ იმ მიწაზე, რომელიც ჩვენს მამა-პაპას მიეცი, რომ ესაზრდოვა მისი ნაყოფითა და მისი დოვლათით, ჩვენ კი მონები ვართ აქ.+ 37  უხვია მისი მოსავალი+ იმ მეფეთათვის,+ რომლებიც დაგვიყენე ჩვენი ცოდვების+ გამო. თავისი სურვილისამებრ ბატონობენ ისინი ჩვენს სხეულებზე და ჩვენს პირუტყვზე; დიდია ჩვენი გასაჭირი.+ 38  ყოველივე ამის გამო მტკიცე შეთანხმებას+ ვდებთ წერილობით და ვადასტურებთ ჩვენი მთავრების, ლევიანებისა და მღვდლების+ ბეჭდით“.+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — უსასრულობიდან უსასრულობამდე.
იხილეთ 1:5-ის სქოლიო.
სიტყვასიტყვით — ჯიუტ მხარს აძლევდნენ.
იხილეთ 1:5-ის სქოლიო.