ოსია 1:1—11

1  იეჰოვას სიტყვა+ გამოეცხადა ოსიას,+ ბეერის ვაჟს, იუდას მეფეების — უზიას,+ იოთამის,+ ახაზისა+ და ხიზკიას+ დროს+ და ისრაელის მეფის, იერობოამის,+ იოაშის ვაჟის+ დროს.  როცა იეჰოვამ ოსიას პირით დაიწყო ლაპარაკი, უთხრა იეჰოვამ ოსიას: „წადი,+ მოიყვანე ცოლი, რომელიც გაირყვნება, და იყოლიე შვილები, რომლებსაც გარყვნილებით გააჩენს, რადგან გარყვნილების გამო არ მიჰყვება ქვეყანა იეჰოვას“.+  წავიდა და მოიყვანა მან გომერი, დიბლაიმის ასული. ის დაორსულდა და ვაჟი გაუჩინა მას.+  უთხრა იეჰოვამ ოსიას: „დაარქვი მას იზრეელი*,+ რადგან ცოტაც და პასუხს მოვთხოვ იეჰუს+ სახლს იზრეელში დაღვრილი სისხლისთვის და შევწყვეტ ისრაელის სახლის მეფობას.+  იმ დღეს გადავტეხ ისრაელის მშვილდს+ იზრეელის ველზე“.  კვლავ დაორსულდა ქალი და გააჩინა ასული. უთხრა ღმერთმა ოსიას: „დაარქვი მას ლო-რუხამა*,+ რადგან აღარ შევიწყალებ+ ისრაელის სახლს და განვდევნი მათ.+  იუდას სახლს კი შევიწყალებ+ და ვიხსნი მათ მე, იეჰოვა, მათი ღმერთი;+ მშვილდით, მახვილით, ომით, ცხენითა თუ მხედრით არ ვიხსნი მათ“.+  ძუძუს მოსწყვიტა ქალმა ლო-რუხამა, კვლავ დაორსულდა და ვაჟი გააჩინა.  თქვა ღმერთმა: „დაარქვი მას ლო-ამი*, რადგან თქვენ არა ხართ ჩემი ხალხი; არც მე ვიქნები თქვენი ღმერთი. 10  ისრაელის ძეების რიცხვი ზღვის ქვიშასავით გახდება, რაც ვერც გაიზომება და ვერც დაითვლება.+ იმ ადგილას, სადაც ეუბნებოდნენ, ჩემი ხალხი არა ხართო,+ ეტყვიან, ცოცხალი ღვთის ძეები ხართო.+ 11  იუდას ძეები და ისრაელის ძეები ერთად შეიკრიბებიან,+ ერთ თავკაცს დაიყენებენ და გამოვლენ ქვეყნიდან,+ რადგან დიდებული იქნება იზრეელის დღე“.+

სქოლიოები

სატახტო ქალაქი, სადაც ჩრდილოეთი ისრაელის მეფეები ცხოვრობდნენ, თუმცა დედაქალაქი სამარია იყო. იხილეთ 1 მფ. 21:1.
ნიშნავს: ის არ იყო შეწყალებული.
ნიშნავს: არა ჩემი ხალხი.