ოსია 11:1—12

11  „როცა ისრაელი ყმაწვილი იყო, მაშინ მიყვარდა ის;+ ეგვიპტიდან მოვუხმე ჩემს ძეს.+  რაც უფრო მეტად მოუხმობდნენ მათ,+ მით უფრო შორდებოდნენ ისინი.+ ბაალის ქანდაკებებს მსხვერპლს სწირავდნენ+ და გამოსახულებებს შესაწირავს უბოლებდნენ.+  მე კი სიარულს ვასწავლიდი ეფრემს,+ ხელში ამყავდა ისინი,+ მაგრამ არ შეიგნეს, რომ მე ვკურნავდი მათ.+  ვიზიდავდი მათ ადამიანის თოკებით, სიყვარულის თასმებით;+ გავხდი მათთვის უღლის მომხსნელი მათი ყბებიდან;+ ფრთხილად მიმქონდა თითოეულთან საჭმელი.+  არ დაბრუნდება ის ეგვიპტის მიწაზე, ასურეთი გახდება მისი მეფე,+ რადგან უარი თქვეს ჩემთან დაბრუნებაზე.+  მახვილი დატრიალდება მის ქალაქებში,+ მოსპობს მის ურდულებს და შთანთქავს+ მათ მათი ზრახვების გამო.+  ჩემი ხალხი მიდრეკილია იმისკენ, რომ მიორგულოს.+ ამაღლებულისკენ მოუწოდებენ მას, მაგრამ არც ერთი არ დგება.  როგორ მიგატოვო, ეფრემ?!+ როგორ გაგიმეტო, ისრაელ?!+ როგორ მოგექცე, როგორც ადმას?!+ როგორ დაგმართო ის, რაც ცებოიმს+ დავმართე?! გული მომიბრუნდა+ თქვენკენ, სიბრალულით ავენთე.  არ გამოვავლენ მრისხანებას,+ აღარ გავანადგურებ ეფრემს,+ რადგან ღმერთი ვარ+ და არა ადამიანი, წმინდა ვარ შენში;+ არ მოვალ მძვინვარებით. 10  იეჰოვას გაჰყვებიან ისინი.+ ლომივით დაიგრგვინებს ის,+ თვითონ დაიგრგვინებს+ და დასავლეთიდან კანკალით მოვლენ ძეები.+ 11  ჩიტივით მოფრინდებიან ეგვიპტიდან,+ აკანკალებულები მოფრინდებიან, მტრედივით მოფრინდებიან ასურეთის მიწიდან,+ და მე ვაცხოვრებ მათ თავიანთ სახლებში, — ამბობს იეჰოვა.+ 12  სიცრუით შემომეხვია ეფრემი+ და მზაკვრობით — ისრაელის სახლი, იუდა კი ჯერ კიდევ ღმერთთან ერთად დადის+ და სანდოა ის უწმინდესისთვის“.

სქოლიოები