ოსია 12:1—14

12  „ეფრემი ქარით იკვებება+ და მთელი დღე აღმოსავლეთის ქარს დასდევს.+ სულ უფრო და უფრო მეტად ცრუობს და სულ უფრო და უფრო მეტს ძარცვავს.+ ასურეთთან დებენ შეთანხმებას+ და ეგვიპტეში მიაქვთ ზეთი.  იეჰოვა სასამართლოში ედავება იუდას,+ პასუხს სთხოვს იაკობს მისი გზებისამებრ;+ მისი საქმეებისამებრ მიუზღავს მას.+  თავისი ძმის ქუსლს ჩაეჭიდა მუცელში+ და ძლიერებით შეეჭიდა ღმერთს.+  შეეჭიდა ანგელოზს და ბოლოს სძლია.+ ტირილით სთხოვდა წყალობას“.+ ბეთელში იპოვა ის ღმერთმა;+ იქ დაგველაპარაკა.+  იეჰოვა, ლაშქართა ღმერთი,+ იეჰოვაა მისი სახსენებელი.+  «შენ კი სიკეთითა*+ და სამართლიანობით+ დაუბრუნდი შენს ღმერთს+ და მუდამ გქონდეს შენი ღვთის იმედი.+  ვაჭრის ხელში მზაკვრობის სასწორია;+ მას უყვარს გამოძალვა.+  ეფრემი ამბობს: „მართლაც გავმდიდრდი;+ სიმდიდრე ვიპოვე.+ მთელ ჩემს ნაშრომში ვერ მიპოვიან დანაშაულს, რომელიც შეიძლება ცოდვად ჩაითვალოს“.+  მე, იეჰოვა, შენი ღმერთი ვარ ეგვიპტის მიწიდან მოყოლებული.+ კვლავაც გაცხოვრებ კარვებში, როგორც დღესასწაულის დღეებში. 10  ველაპარაკე წინასწარმეტყველებს+ და გავამრავლე ხილვები, შედარებები მომყავდა წინასწარმეტყველთა პირით.+ 11  გალაადში მაგიას+ მისდევენ და სიცრუეს+ ლაპარაკობენ. გილგალში ხარებსაც კი სწირავენ მსხვერპლად.+ მათი სამსხვერპლოები ქვის გროვებივითაა მინდვრის კვლებში.+ 12  იაკობი სირიის მინდორში გაიქცა,+ ისრაელი+ ცოლისთვის მსახურობდა+ და ცოლისთვის იცავდა ცხვარს.+ 13  წინასწარმეტყველის მეშვეობით გამოიყვანა იეჰოვამ ისრაელი ეგვიპტიდან+ და წინასწარმეტყველის მეშვეობით იცავდა მას.+ 14  ეფრემმა მწარედ გაანაწყენა ღმერთი,+ მასზეა მისი სისხლისმღვრელი საქმეები+ და დიდი ბატონი მიუზღავს მას შეურაცხყოფისთვის».+

სქოლიოები

იხილეთ 2:19-ის სქოლიო.