ოსია 13:1—16

13  „როცა ეფრემი ლაპარაკობდა, შიშისგან კანკალებდნენ; მას გავლენა ჰქონდა ისრაელში,+ მაგრამ დააშავა ბაალის+ გამო და მოკვდა.+  ახლა კი უფრო მეტად სცოდავენ, ვერცხლისგან ჩამოსხმულ ქანდაკებას+ იკეთებენ, კერპებს — თავიანთი გაგებით;+ ყველაფერი ხელოსნების ნახელავია.+ მათ ეუბნებიან: მსხვერპლის შემწირველებმა ხბოებს აკოცონო.+  ამიტომ, ისინი დაემსგავსებიან დილის ღრუბლებს+ და ნამს, რომელიც მალევე ქრება; დაემსგავსებიან კალოდან ატაცებულ ბზეს+ და საკვამლედან ასულ კვამლს.  მე, იეჰოვა, შენი ღმერთი ვარ ეგვიპტიდან მოყოლებული,+ არ იცნობდით ჩემ გარდა სხვა ღმერთს; ჩემ გარდა არავინ იყო მხსნელი.+  გიცნობდი უდაბნოში,+ ციებ-ცხელების მიწაზე.+  თავიანთ საძოვარზე გაძღნენ,+ გაძღნენ და გადიდგულდნენ;+ ამიტომაც დამივიწყეს.+  ლომივით ვიქნები მათთვის;+ ჯიქივით ჩავუსაფრდები გზაზე;+  ბელებდაკარგული დათვივით+ შევხვდები მათ და გავუგლეჯ გულისფიცარს; ვშთანთქავ ლომივით.+ მინდვრის მხეცი დაფლეთს მათ.+  ის მოგსპობს,+ ისრაელო, რადგან შენი საქმეები ჩემ წინააღმდეგ, შენი მშველელის წინააღმდეგ იყო მიმართული.+ 10  სად არის შენი მეფე, რომ დაგიცვას ყველა შენს ქალაქში?+ სად არიან შენი მსაჯულები, რომლებზეც მეუბნებოდი, მომეცი მეფე და მთავრებიო?+ 11  რისხვით მოგეცი მეფე+ და მრისხანებით წაგართმევ მას.+ 12  შეფუთულია ეფრემის დანაშაული, შენახულია მისი ცოდვა.+ 13  მშობიარე ქალის ტკივილები დაეწყება მას.+ ის არ არის ბრძენი ვაჟი,+ რადგან თავის დროზე არ გამოვა საშვილოსნოდან, როგორც ვაჟები გამოდიან ხოლმე.+ 14  სამარის* ხელიდან გამოვისყიდი მათ,+ სიკვდილისგან დავიხსნი.+ სად არის შენი ნესტარი, სიკვდილო?+ სად არის შენი გამანადგურებელი ძალა, სამარევ?+ დაიმალება სიბრალული ჩემი თვალებიდან.+ 15  თუ ის ლერწმის ვაჟივით ინაყოფიერებს,+ აღმოსავლეთის ქარი, იეჰოვას ქარი ამოვარდება. უდაბნოდან მოდის ის;+ ამოაშრობს მის ჭას და დააშრობს მის წყაროს.+ ის გაძარცვავს ყველა ძვირფასი ნივთის საგანძურს.+ 16  სამარია დამნაშავედ ჩაითვლება,+ რადგან ეურჩება თავის ღმერთს.+ მახვილით დაეცემიან ისინი.+ შეიმუსრებიან მათი შვილები+ და გაიფატრებიან ორსული ქალები“.+

სქოლიოები

ებრაულ წერილებში სიტყვა სამარე ნათარგმნია ებრაული სიტყვიდან შეოლ. იხილეთ დანართი 2გ.