ოსია 14:1—9

14  «დაუბრუნდი, ისრაელო, იეჰოვას, შენს ღმერთს,+ რადგან შენი დანაშაულის გამო ბორძიკობ.+  მონანიების სიტყვებით დაუბრუნდით იეჰოვას.+ უთხარით მას ყველამ: „გვაპატიე დანაშაული+ და ჩვენგან მიიღე ის, რაც კარგია, ჩვენ კი ჩვენი ბაგეების ნაყოფს* მოგიძღვნით სანაცვლოდ.+  არ გვიხსნის ასურეთი;+ არ ავმხედრდებით ცხენებზე;+ აღარ ვეტყვით ჩვენს ნახელავს: ჩვენო ღმერთოო, რადგან შენ შეიწყალებ უმამო ბავშვს“.+  განვკურნავ მათ ორგულობას.+ ნებით შევიყვარებ მათ,+ რადგან დაცხრა ჩემი რისხვა მასზე.+  ნამივით გავხდები ისრაელისთვის;+ შროშანივით გაიფურჩქნება ის და ლიბანის ხესავით გაიდგამს ფესვებს;  რტოებს გამოიღებს, მისი დიდება ზეთისხილის ხის+ დიდებას დაემსგავსება და მისი სურნელი — ლიბანის ხისას.  კვლავ მის ჩრდილქვეშ დამკვიდრდებიან.+ მარცვლეულს გაზრდიან და ვაზივით გამოიღებენ კვირტებს.+ ისე გაიხსენებენ მას, როგორც ლიბანის ღვინოს.  იტყვის ეფრემი: „რაღა მესაქმება ამ კერპებთან?“+ მე ვუპასუხებ და მივხედავ მას.+ ფოთოლხშირ ღვიას ვგავარ,+ ჩემში იპოვით ნაყოფს».  ვინაა ბრძენი, რომ გაიგოს ეს?+ ვინ არის გონიერი, რომ იცოდეს ეს?+ სწორია იეჰოვას გზა+ და მართლები ივლიან მასზე,+ შემცოდველები კი წაიბორძიკებენ მასზე.+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — მოზვრებს.